საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 300 დეპუტატიდან, 194-მა კანონპროექტს ხმა მისცა, 55 კი წინააღმდეგი წავიდა.
საბერძნეთის კონსტიტუციაში შევა შესწორებები, რომელიც ერთსქესიანი წყვილების ქონებრივსა და მემკვიდრეობით საკითხებს დაარეგულირებს. თუმცა, შესწორებები არ შეეხება მათ მიერ შვილის აყვანის საკითხებს.
Greek Reporter-ის ინფორმაციით, კენჭისყრამდე, საბერძნეთის პრემიერმა ალექსის სიპრასმა პარლამენტს მიმართა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამ დრომდე არ იყო განხილული.
„ახლა ლგბტ საზოგადოება დაინახავს თავისი ქვეყნის ნათელ მომავალს“, — განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი იქცა პირველ მართლმადიდებლურ და 26-ე ევროპულ ქვეყნად, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო.
წყარო http://www.pravmir.ru/