მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება. რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ

მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება. რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ

— კითხვები, რომელნიც ახალი დროის „სპეციფიკიდან“ გამომდინარე, პასუხგაუცემელი გვგონია, მართლმადიდებლობამ ამომწურავად უკვე უპასუხა და, თუ გულისხმავყოფთ, ეს პასუხები სრულუნისონშია ხოლმე ჩვენივე სინდისთან, თუმცა, განმარტებას და თანამედროვე  ენაზე „გადმოთარგმნას“ მაინც საჭიროებენ. ანდრეი კურაევი, მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის საღვთისმეტყველოინსტიტუტის პროფესორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პედაგოგი, იმათგანია, რომელთა გამოცემების ტირაჟებმა რეკორდულ ნიშნულს გადააბიჯა დასულიერებისადმი ინტერესი თვით არამორწმუნეთა შორისაც აღძრა. არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, იგი უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ბევრისთვის და ამიტომაც გთავაზოვთ ამინტერვიუს.

მამა ანდრია, როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდათა მსახურება ეკლესიაში?

 

—  მსურს, ყურადღება იმას მივაპროთ, რომ ე.წ. „ტოტალიტარული სექტები“, როგორც წესი, ყოველთვის ახალგაზრდულია. განა ხშირად ხედავთ კრიშნას სადიდებლად აცანცარებულ ბებრებს ანმუნის სეტისტვის მოწყალების შემკრებ ხანდაზმულ ადამიანებს? საქმე ის გახლავთ, რომ ახალგაზრდების სულისათვის დამახასიათებელია მსხვერპლშეწირვის, ყოვლისმომცველი მსახურების იდეალი.ერთ-ერთი მიზეზი რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრებში ახალგაზრდათა სიმცირისა ის გახლავთ, რომ მოძღვრებსა და მათ შორის ურთიერთობა ძალზე ლიბერალური და ჰუმანურია. მაგალითიგნებავთ? კი ბატონო: მოდის ახალგაზრდა ტაძარში და მღვდელს ეუბნება, რომ მონათვლა და ცხონება სურს, და აი, რა პასუხს იღებს ხშირად: — კარგი, ბატონო, შეიძინეთ სანთლები და ახლავემოგნათვალთ; აი, წიგნი, მერე წაიკითხეთ და, საერთოდ, კარგად მოიქეცით, კარგად ისწავლეთ და დღესასწაუებზე მოდით ხოლმე ჩვენთან… მაგრამ თუ მოძღვარი, როგორც ქარიზმატი (იგულისხმებაერთ-ერთი რელიგიური სექტა) ეტყვის: — თუ მართლა გსურს სულის ხსნა, მიატეოვე უნივერსიტეტი, წამოდი შინიდან, სარდაფში იცხოვრე, დილიდან ვიდრე დაღამებამდე „ კრეშატნიკზე“ იმათხოვრე ჩემიაგარაკისათვის თანხის საშოვნელადო, — ახალგაზრდა მას მყისვე ნამდვილ გურუდ მიიღებს.

 

ხშირად მსმენია: მართლმადიდებელი ეკელსია ზომაზე მეტთად ტოტალიტარული და იერარქიულია და სწორედ ამიტომ არ დადიან იქ ახალგაზრდებიო, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩემი აზრით,სამრევლო სტრუქტურაში მეტი მორჩილება უნდა სუფევდეს, რადგან ვაჟსა და გოგონას, როდესაც ტაძრის წიაღში მოვა, ესმოდეს, რომ აქ არის შრომისა და მათი ენერგიების გამოყენების ადგილი ისეთსაქმეში, როგორიც გახლავთ მოწყალება, ანტისექტანტური წრეები და სამისიონერო, საბიბლეისტიკო თუ სარესტავრაციო საქმე. რადაც უნდა დაგვიჯდეს ახალგაზრდებისთვის ისეთი მსახურების დამორჩილების ფორმა უნდა მოვიფიქროთ და შევქმნათ, რომ ნორმალური სწავლა და ოჯახური ცხოვება შეძლონ და, ამასთან, თავი ეკლესიისთვის საჭირო ადამიანებად შეიგრძნონ.

 

საერო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს საზოგადოება აქტიურად და ფართოდ განიხილავს, მაგრამ რა პრობლემები დგას სასაულერო განათლების სფეროში

— ძალზემნიშვნელოვანია, მოძღვარს სათანადო განათლება ჰქონდეს, რადგან სხვაგვარად იგი თავის მისიას ვერ აღასრულებს. რაღა თქმა უნდა, სულიერი ნიჭები დიპლომებსა და უმაღლეს სასწვლებლებს არსაჭიროებენ. ყოველ მოძღვარს იოანე კრონშტანდტელის დარ  სიწმინდეს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ, თუნდაც, განათლება. არსებობენ სხვადასხვა წოდებისა და მიდრეკილების პერსონები,მაგრამ ჭკუით დაჯილდოვებულ ახალგაზრდებს, რომელთაც ტაძარში მსახურება ესათნოებათ, ვურჩევდი, უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობაზე მიეღოთ განათლება, რადგან რელიგიის ისტორიის,აღმოსავლეთის კულტურის, აღმოსავლური ფილოსოფიისა და იქაური ენების გარეშე უკიდურესად გაუჭირდებოდათ მართლმადიდებლური აპოლოგიით ხელმძღვანელობა ჩვენს დროში. ოციოდ წლის წინადამიანებს უკვირდათ, თუ მღვდელი განათლებული ფიზიკოსი იყო. დღეს კი უკვე აღმოსავლეთმცოდნე სასულიერო პირი იწვევს მათ გაოცებას. ორიგინალში წაიკითხეთ ბუდისტური ტრაქტატები დაქრისტიანად დარჩებით! ჩვენ ქრისტიანი მისიონერები ტიბეტში ან ჩინეთში კი არ უნდა ვგზავნოთ, თავი სწორედ მათი ექსპანსიისგან უნდა დავიცვათ. აი, რაში მდგომარეობს ირონია ისტოორიისა! თავისდროზე სწორედ ქრისტიანები წარგზავნიდნენ აღმოსავლელთა მოსაქცევად ათასობით მისიონერს, დღეს კი ისინი გვაყენებენ საპასუხო დარტყმას კრიშნაიდებისა თუ მედიტაციის  სკოლების საშუალებით.

 

სწორედ ამიტომაა თითქმის იდეალური გზა საერთო ინსტიტუტიდან სემინარიამდე

 

 — ქრისტიანობას არ ძალუძს, ეფექტურად შეეწინააღმდეგოს ნეორელიგიათა შემოტევას, რამდენადაც იგი დანაწევრებულია და შიდაქრისტიანული პოლემიკა ზოგჯერ მეტისმეტად მწვავეა.განა ეს მას არ ასუსტებს?

 

— მოგახსენებთ, დამეგობრების საუკეთესო მეთოდი — საერთო მტრის მოძიებაა. თუ პრაქტიკას დავეყრდნობით, როდესაც ახალგაზრდული სექტებისთვის წინააღმდეგობების, გაწევა გვსურს,მართლმადიდებლებს, კათოლიკებსა და პროტესტანტებს საერთო ენის გამოძებნა შეუძლიათ. არის შემთხვევები, როდესაც სექტანტების საწინააღმდეგო პროტესტანტული ლიტერატურამართლმადიდებლურ ტაძრებში იყიდება და პირიქით, თუმცაღა, უიშვიათესად. ბევრი სექტა დასავლეთმა შვა. ვფიქრობ, პროტესტანტებმა და კათოლიკებმა ამ ექსპანსიისთვის პასუხისმგებლობა უნდაიტვირთონ, რადგან ჭირი, რომელიც მათ გაავრცელეს, ჩვენშიც გადმოვიდა. უკვე მერამდენე ათასწლეულია, მათ სექტებთან აქვთ საქმე და მათზე დაკვირვების გამოცდილება და მათი დოქტრინებისანალიზიც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ ყოველივეს ჩვენც გაგვიზიარებდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს თანამშრომლობის სფერო, რომელიც სრულიად რეალური დადასაშვებია.

 

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ეგზორციზმთან?

 

— იგი მუდამ რეალური იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სადღეისოდ მრევლის ფსიქოლოგიის ერთგვარი სნეულებაა, როდესაც მავანი ეგზორცისტებს გამოსალოცად მეტისმეტად ხშირად მიმართავს დასხვებსაც ამას ურჩევს. ადამიანები ძალზე დიდ ყურადგებას უთმობენ ბნელ სულებს. ნუ ფიქრობთ, რომ თუ მავანი რაიმე ვნებას ან ცოდვას ატარებს, შეპყრობილია. ყველა ცოდვილი ეშმაკეული როდია.იგივე შეიძლება ითქვას სექტანტებსა და წარმართბზეც, მით უფრო, სულიერად სნეულებზე. ისიც ნიშნეულია, რომ ეგზორციზმისადმი ასეთი ინტერესი გასული საუკუნის ლიტერატურაში არ შეინიშნება.იმის უამრავ მაგალითს კი წააწყდებით, თუ როგორ იღვაწა ამა თუ იმ მოსაგრემ მრავალი წელი და რამდენი სისხლი და ოფლი ღვარა ბოროტის განსადევნად და თუნდ ერთი სულის გამოსახსნელად.სადღეისოდ კი თეთრი თუ შავი სამღვდელოება ადამიანებით სავსე ტაძრებში განდევნიან ეშმაკებს. საკვირველია, ჩვენმა დროებამ მადლი განამრავლა თუ ეშმაკნი დასუსტდნენ?!

 

პროტესტანტთა მოწმობით, მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, რომლებმაც სარწმუნოებაში უამრავი ადამიანური ფაქტორი შეიტანეს, სწორედ ისინი ინახავენ ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ამაზერას უპასუხებდით?

 

— უნდა გითხრათ, რომ მუდამ თან დამაქვს ნახევრად იუმორისტული, ნახევრად კი სერიოზული პატარა ნახატი, რომელზეც ერთნი დედოფალს ხედავენ, სხვანი კი — მოხუცებულს, რაც იმასმოწმობს, რომ აღქმა პერსპექტივაზეა დამოკიდებული, — იმაზე, თუ ვინ როგორი თვალით ან როგორი განათებისას იხილავს მას. რაც შეეხევა თქვენს კითხვას, უნდა გავარკვიოთ, რა ადგილს იკავებსპროტესტანტიზმი ჩვენი არსებობის ისტორიაში, ბუნებრივია წმინდა წერილის გაგება ყოველი ჩვენგანის მიერ სუბიექტურია და სასიამოვნო, რომ ამ სუბიექტურობას თავისი ადგილი მივუჩინოთ და ღვთისსიტყვა არ ჩავახშოთ, პრობლემის არსი უნდა განვსაზღვროთ. ის, რაც ბიბლიაში ცხადი გვეჩვენება, ყოველთვის როდია მისაწვდომი. დავუშვათ, მე მოსამართლე ვარ, ჩემს შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს,მაგრამ ბიბლიით ხელმძღვანელობა მსურს, მოძიების პრობლემა მიჩნდება. რით ვიხელმძღვანელო? მაგალითისთვის ჩემთან  მოიყვანეს პირი, რომელმაც, სამი კაცი დაჭრა. ვშლი სახარებას და ვკითხულობ,რომ ადამიანს შეიძლება სამოცდაათჯერ შვითგზის მიეტევოს. შედეგად, ვთვლი, რამდენმა და რამდენგზის უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რომ დაისაჯოს. მსგავს შემთხვევაში როგორი საქციელიგვმართებს? უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტანტიზმი ბიბლიის თავისებურ გაგებას ქადაგებს, რომელიც, რაღა  თქმა უნდა, მართლმადიდებლურისგან განსხვავებულია და იმის ცოდნაც გვმართებს, თურაში მდგომარეობს ეს განსხვავებანი. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მართლმადიდებლებს ყოველ პროტესტანტულ კითხვაზე აქვთ პასუხი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს პასუხები ეკლესიის ყოველმა წევრმაროდი უწყის. უნდა ვიცოდეთ, სად მოვიძიოთ ისინი და კონკრეტულად ვიკამათოთ.

 

მართლმადიდებლობასთან პოლემიკაში ქარიზმატები ხშირად იშველიებენ მათ კრებულში აღსრულებულ კურნებებს. როგორ შეიძლება ავუხსნათ ეს მომრწმუნეებს?

 

— ათეისტები არ ვართ, ამიტომ ვაღიარებთ სასწაულებსა და კურნების რეალობას. მაგრამ მთავარი ისაა, თუ რა გვევლინება ამ კურნების წყაროდ, რადგანაც ვუწყით, რომ ჩვენს დაცემულსამყაროში, სამწუხაროდ, მხოლოდ უფალი როდია სათავე იმისა, რაც ადამიანებს სასწაული ჰგონიათ. ხანტი-მანსიისკში, სადაც ადრე ლექცია წავიკითხე, მიამბეს, რომ ქარიზმატებმა თავიანთი ღვთისმსახურებისთვის დარბაზი იქირავეს, თუმცა დროის ლიმიტს გადააჭარბეს…

 

ქარიზმატული რიტუალის კულმიანცია — კრებაა, რის გამოც მათ ღვთის მსახურებისთვის  შეწყვეტა არ ძალუძთ. მქადაგებელი დარბაზში ე.წ. პასებს იძლევა, რის შედეგადაც ადამაინებს გული მისდითდა ეს მათთვის „სულიწმინდაში განსვენებას“ ნიშნავს. თუ ამ დროს გარეშე პირმა სცენას ჩაუარა, მასაც გული მისდის და მქადაგებელსაც მეტი რა უნდა: შეხედეთ, თვით ურწმუნო და შემთხვევითმაადამიანმაც კი იოგრძნო ამ სასწაულის ძალა და ჭეშმარიტებაო. მაგრამ გამოფხიზლებული „შემთხვევითი“ სულ მალე იმედს უცრუებს და ეკითხება: ჩვენთან ისევ კაშპიროვსკის სეანსები ტარდებაო?თურმე, ნუ იტყვით, მსგავსი რამ ამ უკანასკნელს კაშპიროვსკის სეანსებზე ემარტებოდა. ასე რომ,ქარიზმატებთანაც და კაშპიროვსკისთანებთანაც ერთი და იგივე წარმომავლობის ენერგია მოქმედებს,რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტესთან. იმავდროულად, მათ უნდა შევეხოთ, რომ სულიწმინდის ნიჭები (ქარიზმები) მრავალგვარია, მაგრამ შინაგანად — ერთიანი და ამიტომ დაუშვებელიარომელიმე ერთი მათგანის (ენებზე ლაპარაკი, სასწაულმოქმედება) ამოგლეჯა და სხვათა (სიმდაბლე, მორჩილება, თავშეკავება, სიწმინდე…) დავიწყება. ამის სანაცვლოდ კი ძალზე ხშირად ვაწყდებითზღვარგადასულ ამპარტავნებას.

 

მამა ანდრია, სადღეისოდ ბევრი საუბრობს მონაზვნობის ინსტიტუტსა და ქორწინების პრობლემებზე

 

— ღვთისმსახურების სამაგიდო წიგნში ეკლესიის საიდუმლოთა შესახებ საუბარია ქორწინების კურთხევაზე, ცოლქმრულ თანაცხოვრებასა და გამრავლებაზე, ხოლო მათ ვისაც ამგავრი ცხოვრება არძალუძს, ეკლესია მონაზვნობას ურჩევს… ადამიანები ერთმანეთისგან  განსხვავდებიან. ბერთა  შორისაც ვიცნობ ისეთებს, რომელბიც მონასტერში იმის გამო გაეშურნენ  რომ ქორწინებას მეტისმეტად მძიმეტვირთად თვლიდნენ. ერთი ჩემი სემინარიელი ჯგუფელი იტყოდა ხოლმე: „მე სუსტი ადამიანი ვარ, ერთდროულად ოჯახისა და ეკლესიის მსახურებას ვერასდროს შევძლებ, ორი ჯვრის ტვირთვა არძალმიძს, ამიტომ ღვთის  მსახურებას ვირჩევო“. უფალი ყველას თავის ჯვარს აძლევს და არ მგონია, ერთი გზა მეორეზე აღმატებულად მიიჩნეოდეს.

 

საერო მუსიკის შესახებ რაღას გვეტყვით?

 

— მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ, იმიტომ რომ ხშირად ელემენტარული წესიერებაც კი არ გაგვაჩნია და საკუთართავს ანგელოზებად და მადლში  მყოფ არსებად წარმოვიდგენთ ხოლმე, ადამიანური გულისხმიერება  და წესიერება კი გვავიწყდება. ამიტომ ყოველივე ის, რაც ადამიანის  ადამიანებად ქცევას უწყობსხელს, მათ შორის, საერო მუსიკაც, ეკლესიისთვის მისაღები და მოსაწონია. ხოლო ის, რაც ადამიანს სახეს აკარგვინებს და პირუტყვს ამსგავსებს, რაღა თქმა უნდა დასაძრახია.

 

დიაკონი: ანდრეი კურაევი