რიჩარდ კლინტონ დოკინსი (ინგლ. Clinton Richard Dawkins; დაბ. 1941 წლის 26 მარტი) — ინგლისელი ეტიმოლოგი, ევოლუციონისტი, მეცნიერების პოპულარიზატორი. 2008 წლამდე მოღვაწეობდა ოქსფორდში, ჩარლზ სიმონის მიერ დაარსებულ მეცნიერების პოპულარიზაციის პროფესორატში. დოკინსი ცნობილი გახდა 1976 წელს, როდესაც გამოიცა მისი წიგნი „ეგოისტური გენი“. მასში, პოპულარული ენით, გენეტიკის პოზიციიდან აღწერილია შეხედულებები ევოლუციის შესახებ, შემოღებულია ტერმინი „მემ“ და შემოთავაზებულია ახალი სამეცნიერო მიმდინარეობა — „მემეტიკა“. 1982 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენეტიკაში თავისი ნასრომით „გაფართოებული ფენოტიპი“, სადაც შემოგვთავაზა მოსაზრება, გენის ფონოტიპური ეფექტიები არ ისაზღვრება ორგანიზმის საზღვრებით და შეიძლება გაიშალოს საცხოვრებელ გარემოში გარშემომყოფ სხვა არსებათა ორგანიზმებშიც.
შემდეგში დოკინსმა სხვა რამოდენიმე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი შემოგვთავაზა ევოლუციის შესახებ და ხშირად მონაწილეობდა ტელე დ რადიო გადაცემებში ბიოლოგიის, კრეაციონიზმისა და რელიგიის შესახებ.
დოკინსი ცნობილია, როგორც ათეისტი, ჰუმანისტი და სკეპტიკოსი, მოძრაობა „Rights“ – ის წევრი.
ფრენსის კოლინზი — ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი გენეტიკოსი, ფიზიკოსი და მორწმუნე ქრისტიანი — პოპულარული ენით გადმოგვცემს სამყაროს შექმნისა და დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების, ასევე „დნმ“ — ს აგებულების შესახებ თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებს და მსჯელობს მის რელიგიასთან ურთიერთგადაკვეთის წერტილებზე — „მეცნიერული ათეიზმის“, კრეაციონიზმის, „გონიერი ჩანაფიქრის“ და ბოლოს, „თეისტური ევოლუციონიზმის“ მეშვეობით, რომლის მიმდევარიც გახლავთ იგი.
ტაიმი: თუკი სწორად გვესმის მეცნიერება, მაშ, როგორც თქვენი წიგნის სათაური გვთავაზობს, ღმერთი — ილუზიაა?
დოკინსი: საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა რომელიმე ღმერთი სახით, უმნიშვნელოვანესია და ჩვენგან პასუხს მოითხოვს. ვფიქორბ, ეს სამეცნიერო საკითხია. ჩემი პასუხია — არა, არ არსებობს.
ტაიმი: დოქტორო კოლინზ, თქვენ გჯერათ, რომ მეცნიერება და ქრისტიანული რწმენა ურთიერთშეთავსებადია?
კოლინზი: დიახ. ღმერთის არსებობა ან არის სიმართლე, ან არა. მაგრამ, რაკიღა ამ საკითხს მეცნიერული ახსნა უნდა მივცეთ, მაშასადამე, ჩენ ვუშვებთ, რომ მეცნიერებას აქვს უნარი ამაზე გაგვცეს პასუხი. ჩემი თვალსაზრისით, რადგან ღმერთი ვერ შემოიფარგლება არსებული ბუნების ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მეცნიერება ვერ შეძლებს რეალურად განსაზღვროს მისი არსებობა.
ტაიმი: ჰარვარდელმა პალეონტოლოგმა სტივენ ჯეი გოლდმა დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ რელიგიას და მეცნიერებას შეუძლიათ თანაარსებობა, რადგან მათ განცალკევენბული ჰერმეტული არეალი აქვთ. როგორც ჩანს, არც ერთი არ ეთანხმებით ამ აზრს.
კოლინზი: გოულდმა ორ მსოფლაღქმას შორის ხელოვნური კედელი აღმართა, რომელიც ჩემთვის არ არსებობს, მე მწამს უფლის შემოქმედი ძალისა, შთაბეროს სიცოცხლე ყოველივეს. მივიჩნევ, რომ ბუნებრივი სამყაროს შეცნობა გვაძლევს შესაძლებლობას დავაკვირდეთ ღვთიური ქმნილების სიდიადეს, ელეგანტურობასა და სირთულეს.
დოკინსი: ვფიქრობ, გოლდის მიერ სხვადასხვა განყოფილებებში რელიგიისა და მეცნიერების განწესება წმინდა წყლის პოლიტიკური ფანდია, რათა ნაკლებმორწმუნენი მეცნიერთა ბანაკისაკენ გადმოიბიროს. მაგრამ ეს ამაო მცდელობაა. არსებობს უამრავი ადგილი, სადაც რელიგია ახლოს არ იკარებს მეცნიერების სფეროს. სასწაულის რწმენა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ თვით მეცნიერულ სულისკვეთებას.
ტაიმი: პროფესორო დოკინს, თქვენ ფიქრობთ, რომ დარვინისეული ევოლუციის თეორია სრულიად ეწინააღმდეგება შესაქმის წიგნს.?
დოკინსი: დიახ. ასწლეულების განმავლობაში, ღვთის ფიზიკურ ბუნებაში არსებობის მთავარ დამადასტურებელ არგუმენტს წარმოადგენდა, ე.წ. გონიერი ჩანაფიქრის არგუმენტი: ასეთი ლამაზი და ბრწყინვალე, ამასთანავე აშკარად წინასწარი დანიშნულებით დაბადებული ცოცხალი არსებები, მხოლოდ გონიერ დამპროექტებელს უნდა შეექმნა. თუმცა დარვინმა ეს ყველაფერი უბრალოდ ახსნა. მისი გზაარსი — თანდათანობით დახვეწაში, გაუმჯობესებაშია უმარტივესი საწყისიდან პატარ-პატარა სულ უფრო მზარდი ნაბიჯებით უფრო რთულისკენ, უფრო დახვეწილისკენ, უფრო სრულქმნილი შემგუებლობისკენ. ცალ-ცალკე აღებული, განვითარების თითეული ნაბიჯი სრულიად წარმოუდგენელია გავაცნობიეროთ. მაგრამ საკმარისია ამ ყველაფერს დავამატოთ მილიონი წელიწადი და ჩვენ მივიღებთ დაუჯერებელ მონსტრებს, როგორიცაა ადამიანის ტვინი, ან გაზაფხულის წვიმა. მხოლოდ ეს მიზეზიც კმარა, რომ არ გავაკეთოთ დასკვნა, თითქოს მხოლოდ ღმერთს შეუძლია შექმნას ის, რაც ასეთი რთულია.
კოლინზი: ვერ ვხედავ შეუთავსებლობას პროფესორ დოკინზის ევოლუციის საფუძვლებსა და იმ აზრს შორის, რომ ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა.
ტაიმი: როდის შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
კოლინზი: ბუნების საზღვრებს გარეთ არსებული ღმერთი, ასევე სივრცისა და დროის გარეთ არის. შესაბამისად, სამყაროს შექმნის მომენტში მას შეეძლო, გაეაქტიურებინა ევოლუცია, მით უფრო, რომ მან ზედმიწევნით იცოდა ის, შესაძლოა ჩვენი საუბრის ჩათვლით. იდეა იმის შესახებ, რომ მას შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა მომავალი, რომ ღმერთმა ჩაგვბერა სული და მოგვანიჭა თავისუფალი ნება, რათა სურვილები დავიკმაყოფილოთ, სრულიად მისაღები ხდება.
დოკინსი: მე ვფიქრობ, რომ ეს ვერსია გრანდიოზული სატყუარაა. თუკი ღმერთს სურდა შეექმნა სიცოცხლე, შეექმნა ადამიანი, მაშინ უცნაურია, რომ ამისათვის ფრიად გრძელი გზა აურჩევია ლოდინისა 10 მილიარდი წლის განმავლობაში, რომ სიცოცხლე წარმოშობილიყო, შემდეგ კიდევ 4 მილიარდი წელი, რომ მიეღო ისეთი ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ თაყვანისცემა, ცოდვა და კიდევ სხვა მრავალი რამ, რითაც, საზოგადოდ, მორწმუნენი ინტერესდებიან.
კოლინზი: რას წარმოვადგენთ, რომ ვამტკიცოთ, იყო თუ არა ეს გზა უცნაური? სულაც არ ვფიქრობ, რომ ღმერთის ამოცანას შეადგენდა ჩვენთვის თავისი ჩანაფიქრის გაცნობიერება. თუკი ღმერთს სურს, რომ წარმოადგენდეს ღვთაებას, რომელსაც ჩვენ გულდასმით უნდა ვეძიებდეთ, რატომ არ უნდა ყოფილიყო მისთვის მიზანშეწონილი ევოლუციის მექანიზმის გამოყენება ისე, რომ არ წარმოეჩინა ნიშნები, რომლებიც მის როლს ნათელყოფენ შესაქმის პროცესში?
ტაიმი: თქვენი ორივე წიგნი გვეუბნება, რომ სამყაროსთვის დამახასიათებელი ექვსი, თუ მეტი უნივრსალური მუდმივას შეცვლის შემთხვევაში სიცოცხლე შეუძლებელი გახდებოდა. ბ-ნო კოლინზ, შეგიძლიათ დამადასტურებელი მაგალითი მოგვიყვანოთ?
კოლინზი: თუკი გრავიტაციული მუდმივა განსხვავდება მილიონის მემილიონედით დიდი აფეთქების დროს, მაშინ სამყაროს გაფართოება სულ სხვაგვარი ფორმით მოხდებოდა და სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები ვერ შეიქმნებოდა. ამ ფაქტის წინაშე ძნელია ივარაუდო, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა. თუმცა, თუკი თქვენ კეთილს ინებებთ გაითვალისწინოთ ამ ყველაფრის დამპროექტებლის არსებობის დიდი ალბათობა, მაშინ ამგვარი ახსნა დამაჯერებელი იქნება. სხვა შემთხვევაში, ჩვენი არსებობა სრულიად წარმოუდგენელია.
დოკინსი: მორწმუნე ადამიანები ასკვნიან, რომ არსებობდა ღვთაებრივი ამწყობი, რომელიც სწორედ ამ ექვს მუდმივას შეაზავებდა (ააწყობდა), რათა ზუსტი შედეგი მიეღო. პრობლემის არსი თვით მტკიცებაშია: რახან არსებობს რაღაც, სრულიად დაუჯერებელი, მაშასადამე მის ასახსნელად საჭიროა ღმერთის არსებობა. მაგრამ თავად რმერთი კიდევ უფრო დაუჯერებელია. ფიზიკოსებმა სხვაგვარი ახსნა უპოვეს ამ მოვლენას. საუბარია იმაზე, რომ ეს ექვსი მუდმივა არც ისე თავისუფალია, რომ შეიცვალოს. ოდნავ უნიფიცირებული თეორია აჩვენებს, რომ მუდმივები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან როგორც წრის შემოჭერილობა და დიამეტრი. ეს ამცირებს მათ სხვადასხვაგვარობას (მათ შორის სხვაობას) მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა გარკვეულ მომენტში. სხვა გზაც არსებობს — მრავალი სამყაროს არსებობის დაშვება. ეს ვერსია ამტკიცებს, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შესაძლოა, მხოლოდ ერთ-ერთია სხვა უამრავ სამყაროთა შორის. ამ სამყაროთაგან უმრავლესობაში სიცოცხლე არ იარსებებს, რადგან იქ არ არის შესაბამისი გრავიტაციული მუდმივა ან სხვა მუდმივები ამახინჯებეს მას, ან პირიქით. მაგრამ სამყაროთა უზარმაზარი რაოდენობა ზრდის შანსს, რომ ზოგიერთ მათგანში „ზეზუსტი აწყობისათვის“ აუცილებელი პირობები შეიქმნას.
კოლინზი: ეს — საინტერესო არჩევანია. თუკი თეორიულ გადაწყვეტილებებს გამოვრიცხავთ, ვფიქრობ, ნაკლებსარწმუნოა ისაუბროთ ან ზილიონი (უსასრულო რაოდენობა) პარალელური სამყაროს არსებობის შესახებ, რომელთაც თანამედროვე პირობებში ვერ ვხედავთ. ვგონებ, თვქენ უნდა ისაუბროთ გეგმის შესახებ. მე ბევრად სარწმუნოდ მიმაჩნია ღმერთის არსებობის შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრული გეგმის მიხედვით ქმნიდა, ვიდრე უთვალავი სამყაროს არსებობის დაშვება. ასეთია ოკამას სამართებელი. ოკამა მოგვიწოდებს ავარჩიოთ მარტივი განსაზღვრებები. სიმარტივისაკენ მიმავალი სწორი გზა კი მკარნახობს, რომ უფრო სარწმუნოა ღმერთის არსებობა, ვიდრე მრავალი პარალელური სამყაროსი, რაც ფანტაზიის ნაყოფს წააგავს.
დოკინსი: მჯერა, რომ არსებობს წარმოაუდგენლად უფრო რთული აღსაქმელი საგნები და მოვლენები. რაც მე არ მესმის — იშველიებთ არგუმენტად არადამაჯერებლობას და ამავე დროს საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, როდესაც ამტკიცებთ ასეთსავე დაუჯერებელს, მკითხაობთ ღმერთის არსებობაზე.
კოლინზი: ჩემი ღმერთი სწორედაც რომ დაუჯერებელია ჩემთვის. იგი არ საჭიროებს საკუთარი ქმნადობის ისტორიას. , ან თუნდაც იმას, რომ ვინმეს მიერ იყოს მომართული. ღმერთი, უბრალოდ, პასუხია კითქხვაზე, „როგორ შეიქმნა სამყარო“.
დოკინსი: ვფიქრობ, ხაფანგის სათავეებს მივადექით. აუცილებელია პატიოსანი სამეცნიერო კვლევა, რომელიც აგვიხსნის (ახსნის) დაუჯერებლის არსს. დოქტორი კოლინზი გვეუბნება, რომ „ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ღემრთს არ სჭირდება არანაირი ახსნა, რამეთუ ღმერთი ამ ყველაფრის მიღმაა“. განსაცვიფრებელია თქვენი სწრაფვა, როგორმე თავი აარიდოთ მეცნიერულ პასუხს. მეცნიერები ასე არ იქცევიან. მეცნიერები ამბობენ: „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ“.
კოლინზი: ეჭვგარეშეა, მეცნიერებამ კვლევები უნდა განაგრძოს, მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა აღმოვაჩინოთ დამადასტურებელი საბუთი სხვა, უამრავი სამყაროს არსებობის შესახებ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ გავერკვეთ, როგორ მოეწყო ასე ფაქიზად (სრულყოფილად) ჩვენი საკუთარი სამყარო. ამავე დროს, მე უარვყოფ თვალსაზრისს, რომ რაღაც, ფზიკური საზღვრების მიღმა არსებულის შესახებ კრინტიც არ დავძრათ. ეს იქნებოდა უბადრუკი პასუხი კითხვებზე, რომელიც ადამიანებს გვიჩნდება, მაგალითად, „რატომ ვარ აქ?“, „რა იქნება ჩვენის სიკვდილის შემდეგ?“ „არსებობს თუ არა ღმერთი?“. თუკი თქვენ უარყოფთ ამ კითხვების მნიშვენელობას, ამით თქვენ ასკვნით ღმერთის არსებობის შესაძლებობას ბუნებრივი სამყაროს შემოწმების შემდეგ, რამდენადაც ეს ვერ გარწმუნებთ თავისი დამამტკიცებელი საფუძვლით (მაშასადამე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ წუთში ჩვენი არგუმენტები არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, არ უშვებთ ნულოვან შესაძლებლობასაც კი, რომ სამყაროს შეცნობის შემდეგ, კაცობრიობამ, ღმერთის არსებობა დაადასტუროს), მაგრამ თუკი თქვენი გონება გახსნილია თავისუფალი ღმერთის შესაძლო არსებობის შესახებ ფიქრებისათვის, მაშინ შეძლებთ მიგვითითოთ სამყაროს ყველა ასპექტის შესახებ, რაცა მის არსებობას (ან დასკვნას) დაადასტურებს.
დოკინსი: ვგონებ უმჯობესია ვაღიაროთ, რომ ამ მატერიების შესახებ სრულიად გაუცნოიერებლნი ვართ. და ამასთან, მოუმზადებელნი ამგვარი მატერიების აღქმისათვის. ჩვენ გვმართებს მუშაობა ამ საკითხებზე. მაგრამ ხელაღებით მტკიცება იმისა, რომ ყველაფრის პასუხი ღმერთია — დისკუსიას ასამარებს.
ტაიმი: იქნებ პასუხი ღმერთია?
დოკინსი: შესაძლოა, პასუხი უზომოდ დიდი, წარმოუდგენელი და გონებისთვის აუხსნელი რამ არის.
კოლინზი: ეს — რმერთია.
დოკინსი: დიახ. მაგრამ იმავე წარმატებით ეს შესაძლოა იყოს ერთი მილიარდ ღმერთთაგანი. იგი შესაძლოა მარსიანების ან ალფა-ცენტავრიის მოსახლეობის ღმერთი ყოფილიყო. იმის შანსი, რომ არსებობს კონკრეტული ღმერთი, იაჰვე, ან ღმერთი იესო, — სრულიად უმნიშვნელოა — ყოველ შემთხვევაში, ამის დასამტკიცებლად თქვენ დიდი ძალისხმევა გმართებთ.
ტაიმი: შესაქმის წიგნმა უამრავი კონსერვატიულად განწყობილი პროტესტანტი ევოლუციის მოძღვრების წინააღმდეგ განაწყო. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ დედამიწა 6000 წელს ითვლის.
კოლინზი: არსებობენ ღრმადმორწმუნე ადამიანები, რომლებიც შესაქმის პირველ თავებს სიტყვასიტყვით თარგმნიან, რაც სიმართლე ვთქვათ, ეწინაარმდეგება სამყაროს ხნოვანების ჩვენეულ ცოდნას, ცოცხალ ორგანიზმებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, რომ შესაძლებელია ზუსტად გაიგო, რას აღწერს შესაქმე. ეს წიგნი არ შექმნილა, როგორც სამეცნიერო სახელმძღვანელო. მისი მიზანი იმის აღწერა გახლდათ, თუ ვინ არის უფალი, ვინ ვართ ჩვენ და რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უფალთან. ავგუსტინე გვაფრთხილებს იმ არცთუ სახარბიელო პერსპექტივის შესახებ, რა ცუდად შეიძლება წარმოჩინდეს ჩვენი რწმენა. თუკი თქვენ შეძლებთ და ამ შეზღუდულ ინტერპრეტაციას თავს დააღწევთ (აარიდებთ), მაშინ მიხვდებით, თუ რაოდენ ემთხვევა (შეესაბამება, შეესატყვისება) ბიბლიაში აღწერილი დიდი აფეთქების სურათს.
დოკინზი: ფიზიკოსები გულმოდგინედ მუშაობენ დიდი აფეთქების საკითხზე, მაგრამ ამ პრობლემას, რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ გადაწყვეტენ. მიუხედავად ამისა, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ…შემიძლია, სახელით მოგმართოთ, ფრენსის?
კოლინზი: ო, რა თქმა უნდა რიჩარდ, როგორც გენებოთ.
დოკინსი: ის, რაც ამ წუთას ფრენსისმა მოგვახსენა შესაქმეზე, იყო მისი პირადი კამათი მისსავე კოლეგა — ფუნდამენტალისტებთან, ასე ვთქვათ, მათ შორის შინაური ცილობის მიზეზი.
კოლინზი: ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი შინაური, კერძო საქმეა. პირიქით, საკმაოდ საზოგადოა (იცინის).
დოკინსი: არც კი ვიცი, რა რეაქცია მქონდს ამ ამბავზე. შევნიშავ, რომ მაგ მასხარების იგნორირება მართებდა. ნაკლები პრობლემა ექნებოდა. უფრო გაიმარტივებდა ცხოვრებას.
კოლინზი: რიჩარდ, არა მგონია მეცნირებას და რწმენას შორის დიალოგს ხელს ვუწყობდეთ ამ გულწრფელი ადამიანების გაკიცხვით. ეს კიდევ უფრო ჯიუტ პოზიციას წარმოშობს. ათეისტები ამასთან დაკავშირებით ზოგჯერ ზედმეტად ქედმაღლურად იქცევიან, ხოლო რწმენის შეფასება ისე, თითქოს ეს მხოლოდ იდიოტთა დამახასიატებელი თვისებაა, არა მგონია თქვენს საქმესს წაადგეს.
ტაიმი: დოქტორო კოლინზ, აღდგომა ქრისტიანისთვის არსებითი არგუმენტია, მაგრამ ეს ფაქტი ქალწულისაგან შობა და კიდევ უფრო ნაკლები სასწაულები ლახვარს ხომ არ სცემს მეცნიერულ მეთოდს, რომელიც ბუნების კანონების მუდმივობაზეა დამოკიდებული?
კოლინზი: თუკი თქვენ აღიარებთ ზებუნებრივი ღმერთის არსებობას, მაშინ არაფერი ეწინაღმდეგება (უპირისპირდება) ღმერთს, გარდა იშვიათ შემთხვევითობებისა, რომლებიც შემოიჭრება ხოლმე ბუნებრივ სამყაროში ისეთი გზით, რომელიც სასწაულად გვეჩევენება. თუ ღმერთმა შექმნა ბუნებრივი კანონები, რატომ არ შეეძლო მათი დარღვევა, როცა ამისი დრო დგებოდა? და თუ თქვენ ჩემსავით მიიღებთ იდეას, რომ ქრისტე ასევ იყო ღვთიური, მაშინ მისი აღდგომა თავისი არსით არ მოითხოვს დიდ ზეწოლას ლოგიკაზე.
ტაიმი: შეუძლია თავად სასაწაულის არსს მეცნიერების განდევნა?
კოლინზი: არანაირად. თუკი თქვენ იმავე ბანაკში ხართ, რომელშიც მე, მაშინ ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მეცნიერებისა და რწმენის ერთმანეთთან დაკავშირება — ეს არის კვლევა სავარაუდოდ სასწაულებრივი მოვლენებისა.
დოკინსი: სასწაულზე საუბარი ნიშნავს კონსტრუქციული კვლევა-ძიების ცხვირწინ კარის მოჯახუნებას. შუასაუკუნეების ქრისტიანს რადიოც სასწაულად მოეჩვენებოდა. ყოველგვარი საგანი თანამედროვე მეცნიერების ფონზე შეიძლება ჩაითვალოს სასწაულად ისევე, როგორ შუა საუკუნეების მეცნიერება ბოინგ-747 თვლიდა სასწაულად. ფრენსისი საუბარს განაგრძობს „მორწმუნის პერსპექტივის“ გადასახედებიდან. ოდესღაც რწმენის პოზიციით მოხიბლული, თქვენ შემდეგ უცებ (მოულოდნელად) კარგადვთ ბუნებრივ სკეპტიციზმს და თქვენს მეცნიერულ — სწორედ მეცნიერულ — დამაჯერებლობას. უხეშობისათვის ბოდიში.
კოლინზი: რიჩარდ, მე მართლაც გეთანხმებით იმაში, რაც პირველად თქვით. მაგრამ იძულებული ვარ შევეწინააღმედგო თქვენს მტკიცებას, თითქოს ჩემი მეცნიერული ინსტინქტი ნაკლებად მკაცრია, ვიდრე თქვენი. სხვაობა იმაშია, რომ მე ვუშვებ ღმერთის, და აქედან გამომდინარე ზებუნებრივის არსებობას, ისევე, როგორც თქვენს საპირისპირო ვარაუდს.
ტაიმი: ბატონო კოლინზ, თქვენ აღწერეთ ადამიანური მორალი არა მარტო როგორც ღვთის საჩუქარი, არამედ, რგოროც ნიშანი, რომელიც მის არსებობაზე მიუთითებს.
კოლინზი: არსებობს რიგი კვლევები, რომლებიც გამოჩნდა 30-40 წლის წინ, სოციობიოლოგიად ან ევოლუციურ ფსიქოლოგიად წოდებული. ამ კვლევათა ავტორები არკვევენ საიდან ვღებულობთ მორალუ გრძნობებს და რატომ ვაფასებთ ალტრუიზმის იდეას. ორივე კითხვის პასუხია, რომ ეს არის როგორც ჩვენი გენების შენარჩუნებისთვის გამიზნული ქცევა. მაგრამ თუ თქვენ გჯერათ, რაზეც რიჩარდმა ცხადად მიგვანიშნა, რომ ბუნებრივი შერჩევა ზემოქმედებს პიროვნებაზე და არა ჯგუფებზე, მაშინ ისმის კითხვა, რატომ რისკავს ადამიანი საკუთარ დნმ-ს ამა თუ იმ თავგანწირული საქციელის ჩადენით, როცა შეიძლება მით საკუთარი გამრავლების შანსი შეამციროს? ბუნებრივია ოჯახის წევრების მიმართ დახმარება, რადგან ისინი ჩვენ დნმ-ს ავრცელებენ. ან ვინმეს დაეხმარო იმის მოლოდინში, რო ისინიც დაგვეხმარებიან. მაგრამ თუ გავითვალისწინებს, როგორ აღაფრთოვანებს ალტრუიზმის გამოვლინება, ვნახავთ, რომ ეს არც ნათესავებს უკავშირდება, არც ურთიერთდახმარების პრინციპებს. გამორჩეულ მაგალითად გამოდგება ოსკარ შინდლერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით ებრაელი გაზის კამერას გადაარჩინა. ეს ეწინააღდეგება მისი გენების გადარჩენას. ჩვენც ვხედავთ ამგვარი საქციელის ნაკლებად ცნობილ ვარიანტებს ყოველდღიურად. ბევრი თვლის, რომ ეს თვისებები, შესაძლოა ღმერთისგან მომდინარეობდეს, მით უმეტეს, რომ სამართლიანობა და მორალი — ეს ორი ატრიბუტია, რომლებსაც ყველაზე ადვილად ვაიგივებთ ღმერთთან.
დოკინსი: შეიძლება თუ არა, ანალოგიით დავიწყო? ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილება გენების გადაცემის გზით ხდება. თავისი ბუნებით სექსუალური აქტი წარმოადგენს გენეტიკური ალსების რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გამრავლებისკენ სწრაფვას. მაგრამ თანამედროვე პირობებში, აქტის დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენება კონტრაცეფცია, რომელიც სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ აღეკვეთა გამრავლება. როგორც ჩანს, ალტრუიზმს შესაძლოა ამ ვნების მსგავსი წარმომავლობა ჰქონდეს. ჩვენ პრეისტორიულ წარსულში ადამიანები იძულებულები ვიყავით სისხლისმიერი ნათესაობით დაკავშირებულ ოჯახებში გვეცხოვრა; მათი, როგორც ჩვენი გენის გამავრცელებლის ინტერესები დაგვეცვა. ამჟამად, ჩვენ დიდი ქალაქებში ვცხოვრობთ. ჩვენ აღარ ვართ გარემოცული ნაესავებით ან ისეთი ადამიანებით, ვინც ოდესმე სიკეთეს სიკეთით მოგვიზღავენ. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სწორად ისევე, როგორც კონტრაცეფციის გამოყენებით ჩატარებული აქტის დროს, ადამიანებს არ აღელვებთ ბავშვების ყოლის აუცილებლობა, ასევ ჩვენი გონება აღარც კი უფიქრდება იმას, რომ სიკეთე სათავეს მცირე ნათესაურ ჯგუფებად მცხოვრები პრიმიტივი წინაპრებისაგან იღებს. თუმცა მეჩვენება, რომ სწორედ ასე აიხსნება, თუ საიდან აქვთ ადამიანებს მისწრაფება მორალისა და სრულყოფილებისაკენ.
კოლინზი: თქვენი მცდელობა, ადამიანის კეთილშობილური მისწრაფებები როგორმე დარვინისტული ქცევების შეცდომად ასახოთ, ნიშნავს უსამართლოდ მოვექცეთ ჩვენში არსებულ აბსოლუტის შეგრძნებას, რომელშიც შედის სიკეთისა და ბოროტების გაგება. ევოლუციამ შესაძლოა განმარტოს მორალური კანონის ცალკეული ასპექტები, მაგრამ ვერ ახსნის, რა საჭიროა მას რაიმე მნიშვნელობა მივანიჭოთ. თუკი ეს მხოლოდ ევოლუციური უპირატესობაა, მაშინ უნდა უარვყოთ სიკეთისა და ბოროტების არსებობა. მაგრამ ჩემთვის ეს ასე არ არის. მორალური კანონი აქცევს დამაჯერებლად არსებობას არა ისეთი ღმერთის, რომელსაც უბრალოდ მოძრაობაში მოყავს სამყარო, არამედ ადამიანებზე მზრუნავი ღმერთის. რადგანაც ჩვენ უნიკალურები ვართ ამ პლანეტაზე, რადგან მაღალგანვითარებული მორალი გვაქვს. თქვენს მიერ გამოთქმული აზრი მიანიშნებს, რომ არა ევოლუციის პროცესით მართული ადამიანის გონებისთვის, სიკეთესა და ბოროტებას მნიშვნელობა არ აქვს. ეთანხმებით ამ აზრს?
დოკინსი: ჩემთვის უმნიშვნელოა თქვენი შეკითხვა. სიკეთე და ბოროტოება — არ ვცნობ იმის არსებობას, რასაც სიკეთეს და ბოროტებას უწოდებენ. მივიჩნევ, რომ არსებობს კარგი ამბები, ხდება ასეთები, მაგრამ ხდება, რომ ცუდი ამბების ხდება.
კოლინზი: ვფიქრობ, სწორედ ეს გახლავთ ჩვენს შორის ფუნდამენტური სხვაობა, მოხარული ვარ, რომ იგი ამგვარად დააკონკრეტეთ.
ტაიმი: დოქტორ კოლინზ, ცნობილია, რომ თქვენი წარმატება უკავშირდება ექსპერიმენტის განმავლობაში ღეროვანი უჯრედების ახალი ხაზის აღმოჩენას. ხომ არ მიანიშნებს ეს ფაქტი, რო რწმენა ადამიანებს აიძულებს გარისკონ ისეთი შთაბეჭდილების შექმნით, თითქოს რელიგია ხელს უშლის მეცნირებას ადამიანთა გადარჩენაში?
კოლინზი: ნება მიბოძეთ დავაკონკრეტო, რომ მე აქ კერძო პირს წარმოვადგენ და არა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის აღმასრულებელი ფილიალის თავმჯდომარეს. ის მოსაზრება, თითქოს მორწმუნე საზოგადოება ერთიანი ფრონტით ეწინააღმდეგება ღეროვანი უჯრედების კვლევის სფეროს, კვლევებით არი დადასტურებული. მრავალი ღრმადმორწმუნე ადამიანი ამ მეთოდს მორალურად მისაღებად თვლის.
ტაიმი: რამდენად არის ადამიანის რწმენა გონებაზე უპირატესი, რა პასუხი აქვთ ამაზე მეცნიერებს?
კოლინზი: რწმენა არ ეწინააღმდეგება გონებას. რწმენას სწორედ გონება უდევს საფუძვლად, ოღონდ ამას ემატება სხვა კომპონენტებიც. მეცნიერებსა და მორწმუნეთა შორის ამგვარი დისკუსიები საკმაოდ ხშირია. მაგრამ არც მეცნიერები, არც მორწმუნეები არ განასახიერებენ პრინციპულ სიზუსტეს. მეცნიერებს შესაძლაო ჰქონდეთ აზრთა დინება, რომელიც იბინდება მათივე პროფესიული მისწრაფებებით. რაც შეეხება ჭეშმარიტ რწმენას, რომელიც შეგიძლიათ წმინდა სულიერ წყლად მიიჩნიოთ (ჩათვალოთ) იღვრება დაჟანგულ ჭურჭელში, რომელსაც ადამიანს ვუწოდებთ…ეს ქმნის გარემოებას, როდესაც ყველაზე კეთილშობილური პრინციპებიც კი მახინჯდება და შედეგად შეუწყნარებლობას ვიღებთ.
დოკინსი: პირადად ჩემთვის, ღეროვანი უჯრედების კვლევებთან დაკავშირებით მორალური საკითხის დაყენება გამორიცხულია იმის მიუხედავად, იწვევს ეს ტანჯვას, თუ არა. ამ შემთხვევაში არაფერია ნათელი. ნაყოფს არ გააჩნია ნერვული სისტენა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. კითხვა იმაში მდგომარეობს, არიან თუ არა ისინი ადამიანები? თუ თქვენ აბსოლუტური მორალისტი ბრძანდებით, მაშინ თქვენ იტყვით: „ეს ადამიანის უჯრედებია, და ამდენად, ისინი იმსახურებენ ადამიანურ მოპყრობას“. აბსოლუტური მორალი რელიგიიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა, როგორც წესი, სწორედ იქ იღებს სათავეს. ჩვენ ვხოცავთ ცხოველებს ფერმაში, რომელთაც აქვთ ნერვული სისტემა, მაგრამ მორწმუნეები მათი ტანჯვით რატომღაც არ ინტერესდებიან.
კოლინზი: ვფიქრობ, ადამიანებს რამდენადმე განსხვავებული მორალური ღირებულება გვაქვს საქონელთან შედარებით, ასე არ არის?
დოკინსი: ადამიანებს, უბრალოდ მეტი მორალური პასუხისმგებლობა გვაწევს მხრებზე. შესაძლოა, რადგან მათ ინტელექუალური უნარები აქვთ.
ტაიმი: შეძლებთ, შეაჯამოთ ზემოთგამოთქმული აზრები?
კოლინზი: მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მეოთხედი საუკუნეა ერთოდროულად მეცნიერიც ვარ და მორწმუნეც. შემიძლია გითხრათ — ვერ ვხედავ ვერანაირ შეუსაბამობას სამყაროს შესახებ რიჩარდის მიერ გამოთქმულ პრაქტიკულ ყველა დასკვანასა და იმ მტკიცებას შორის, რომ ჯერ კიდევ დავუშვა, არსებობს კითხვები, რომელთათვისაც პასუხის გასაცემად მეცნიერება უძლურია ბუნებრივი სამყაროს ფარგლებში. პასუხი იმაზე, თუ „რატომ“ ხდება ესა თუ ის მოვლენა, და არა იმაზე თუ „როგორ“ ხდება. მე მაინტერესებს, „რატომ“. მრავალ კითხვებზე პასუხებს სწორედ სულიერ სფეროში ვპოულობ. ეს არაფრით აკნინებს ჩემს შესაძლებლობას, წმინდა მეცნიერულად ვიაზროვნო.
დოკინსი: ჩემი გონება დახშული არ არის, როგორც უნებლიედ წამოგცდათ, ფრენსის. ჩემი გონება გახსნილია მომავალ შესაძლებლობათა ბევრად უფრო საოცარ სფეროში, რომლის შესახებ ოცნებასაც ვერ ვბედავთ ვერც მე, ვერც თქვენ, ვერც ვერავინ. მაგრამ სკეპტიკურად განმაწყობს აზრი, რომ როგორი (განსაკუთრებული) შესანიშნავი აღმოჩენებიც არ უნდა გააკეთოს მეცნიერებამ, ის მაინც იქნება დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ რელიგიასთან, რომელიც ადამიანებმა შემთხვევით გამოიგონეს. როდესაც სამყაროს საწყისი და ფიზიკური მუდმოვობის შესახებ საუბარი დავიწყეთ, ვფიქრობ, დამაჯერებელი არგუმენტები წარმოვადგინე ზებუნებრივად გონიერი შემოქმედის შესაძლო არსებობის წინააღმდეგ და ეს საკმარისად მესახება, ეს ღირებული იდეაა. შესაძლოა, იგი უარყოფილ იქნას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეტისმეტად შთამბეჭდავი, რათა ჯეროვნად იქნას დაფასებული. მე არ ვთვლი ამ სიდიადის ღისრად არც ოლიმპიურ ღმერთებს, ისევე, როგორც ჯვარზე გაკრულ იესოს — ეს მრევლისთვის განკუთვნილად მიმაჩნია. თუ არსებობს ღმერთი, ის ბევრად უფრო გრანდიოზული, ბევრად უფრო შეუცნობელი იქნებოდა, ვიდრე ღმერთები, რომლებზეც ყველა რელიგიის ყველა თეოლოგი გვესაუბრება.