ამერიკის შტატ ტეხასის ქ. კეტიში საბავშვო ბაღის ორი ქრისტიანი თანამშრომელი -მადელინ კერკზი და აკეშა ბოგანი უაიტი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს 6 წლის გოგონას მისივე „გეი-მშობლების“ მოთხოვნით როგორც ბიჭს, ისე მოქცეოდნენ და ბიჭის სახელით მიემართათ. ბაღის პერსონალი უკვე იცნობდა ახალ დადგენილებას- „როგორ მოვექცეთ ტრანსექსუალ ბავშვებს“.
მთელი ქვეყნის პედაგოგები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: ან თავისი რწმენის, ან ახალი „ვალდებულებების“ ერთგულები დარჩნენ.
ეს ნორმატივები დაწესებულების მოსამსახურეებს ავალდებულებს „ დაიცვან ამგვარი ბავშვების ღირსება“. მ. კერკზმა და ა. უაიტმა ეს მოთხოვნები თავისი რელიგიური მრწამსის საწინააღმდეგოდ და მიუღებლად მიიჩნიეს. ქალბატონებმა ადვოკატს მიმართეს და საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე შრომითი კანონდებლობის უხეში დარღვევის მუხლით აღძრეს.
კერკზიმ განაცხადა, რომ სისასტიკეა დააძალო 6 წლის ბავშვს შეცვალოს თავისი „გენდერული როლი“, როგორც წესი, ასეთ ბავშვს თანატოლები დასცინიან და ამცირებენ, რაც თავის მხრივ ქაოსს და არეულობას იწვევს. ქალბატონმა ყველას, ვისთვისაც ეს სულ ერთი არ არის გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რათა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებები აღიკვეთოს.
„პოლიტკორექტულობა იქამდე მივიდა, რომ საბავშვო ბაღის უდანაშაულო მოსამსახურეები სამსახურიდან დაითხოვეს… ლგბტ-ს განსაზღვრული ( შემოფარგლული) ჯგუფის უფლებების განსაკუთერებული დაცვით, სხვა დანარჩენი ადამიანების სამოქალაქო უფლებები ირღვევა“ — აღნიშნა მ. კერკზის ადვოკატმა ენდი ტეილორმა.
ე. ტეილორმა სახელი გაითქვა იმით, რომ ქ. ჰიუსტონის ხელისუფლებას, რომელიც ტრანსექსუალი მამაკაცებისთვის ქალების საუნით, გასახდელით და შხაპით სარგებლობის უფლების მიცემას აპირებდა, სასამართლოში უჩივლა და ეს პროცესი მოუგო.
წყარო:პორტალი — ” Breibart.com”