ოპონენტი: კრიშნაიდები
ჩემმა მაცნობმა- ყოფილმა კრიშნაიდმა და ამჟამად ქრისტიანმა წერილი მომწერა. ცოტა ხნის წინ მეტროსთან ჩაიარა, მას ფხაგავატ-გიტით ახალგაზრდა მიუახლოვდა და საუბარი გაუბა:
- იოგა გაინტერესებთ?
- არც მაინცდამაინც.
- თქვენ უბრალოდ ჯერ მის არსს ვერ ჩასწვდით. ეს წიგნი იოგას მთავარი სახელმძღვანელოა, და თანაც უძველესი. წაგიკითხავთ?
- დიახ, წავიკითხე. თქვენი აზრით რამდენად ძველია იოგას ეს სახლმძღვანელო?
- ძალიან, ძალიან ძველია.
- „ძალიან-ძალიან“- შეგიძლიათ ეს ციფრები გამოხატოთ?
- 5000-ს წელზე მეტი ხნის წინ ჩაწერეს, რაც შეეხება მასში გადმოცემულ სწავლებას… ის მილიონობით წელს ითვლის.
- სად ინახებოდა მთელი ეს წლები ეს წიგნი?
- ინდოეთში.
- ის ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო, თუ მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ მისი წაკითხვა?
- რა თქმა უნდა შეეძლოთ, ინდოეთში მას ყველა კითხულობს. თქვენ ძალიან საინტერესო კითხვებს სვამთ!
- თუ ასე ძალიან მოგწონთ ჩემი კითხვები, იქნებ თქვენც უპასუხოთ ჩემ რამოდენიმე შეკითხვას, ეს არა მხოლოდ ბჰაგავატ-გიტას ტექსტი, არამედ მასზე კომენტარებიცაა?
- დიახ, სხვაგვარად მისი სწორად გააზრება რთული იქნებოდა.
- დიდი ხანია დაიწყეს მისი კომენტირება?
- ყოველთვის აკეთებდნენ ამას.
- დაწერის მომენტიდან მთელი 5000-სი წელი ?
- დიახ.
- პირველი კომენტატორი ვინ იყო?
- ნუ… უცებ გახსენება მიჭირს
- მოდი დაგეხმარებით. ეს შანკარა იყო. ის 8-9 საუკუნეებში ცხოვრობდა. ამ დროს კი ქრისტიანობა 8 საუკუნეს ითვლიდა.
- ნუუუ…
- თქვენთვის ცნობილია შანკარამდე ბჰაგავატ-გიტაზე დაწერილი თუნდაც ერთი კომენტარი?
- არ მახსენდება… მაგრამ იყო… ნამდვილად იყო…
- თქვენ ავტორების სახელები და დაწერის დრო დაგავიწყდათ, თუ არც არასდროს არ იცოდით?
- ნუუუ…
- მომისმინეთ. ოდესღაც თქვენც ასევე ქუჩაში ვიღაცამ შემოგაჩეჩათ ეს სიყალბე. თქვენ შეიძინეთ, წაიკითხეთ და დაიჯერეთ. მაგრამ დაგავიწყდათ პრაბჰუპადას ნაბოდვარი გადაგემოწმებინათ, ასეა? ახლა კი თქვენ თვითონ ავრცელებთ ამ შეუმოწმებელ სიცრუეს. არ გრცხვენიათ?
- უნდა წავიდე.
- სად? ბჰაგავატ-გიტას სიძველის გადასამოწმებლად?
- ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
- მართლა? თუ ეს სურვილიც ყალბია?
- კრიშნაიდი გაიქცა….
წყარო: ტატიანა ჩეხოვოის ბლოგი