ავსტრალიის იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია კიდევ ერთი ჯგუფია, რომელმაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემსწავლელი სამეფო კომისიის ყურადღება მიიპყრო. მომდევნო თვეს სიდნეიში კომისია სკანდალურად ცნობილი რელიგიური ჯგუფის-იეჰოვას მოწმეების საჯარო დაკითხვას გეგმავს. ამ მოსმენაზე განცხადებებით გამოვლენ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცდეს ავსტრალიური იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ძალადობა. კომისია შეისწავლის, თუ რა რეაგირებას ახდენდა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია და მისი იურიდიული სახე-ავსტრალიური საგუშაგო კოშკის საზოგადოება, მათ რიგებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საჩივარზე. შტატ ვიქტორიაში უკვე ჩატარდა გამოძიება იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ სხვადასხვა ეკლესიები ბავშვებზე სექსუალური ძალადობის განცხადებებზე. კომისიამ ყოფილი იეჰოვას მოწმეებისაგან დიდი რაოდენობით საჩივრები მიიღო, სადაც აღნიშნულია პედოფილიის, სექსუალური ძალადობის, შანტაჟის და მკვლელობით დაშინების ფაქტები.
წყარო: — The Sydney Morning Herald, 22.06.2015