პედიატრების ამერიკული კოლეჯის პრეზიდენტმა-დოქტორმა მიშელ კრეტელლამ თავის განცხადებაში გამოთქვა მოსაზრება, რომ ა.შ.შ-ს უმაღლესი სასამართლოს დადგენილებას ერთსქესიანი „ქორწინების“ ლეგალიზაციის შესახებ, ამერიკელი ბავშვებისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. „ამერიკელი ბავშვებისთვის ეს ტრაგიკული დღეა. უმაღლესმა სასამართლომ ეს-ესაა გაანადგურა კაცობრიობის ისტორიის ერთადერთი უდიდესი ინსიტუტი სადაც ბავშვები იღებდნენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ-ტრადიციული ოჯახი. ფაქტიურად უმაღლესმა სასამართლომ ზრდასრული ადამიანების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაღლა დააყენა.“- განაცხადა მ. კრეტელლამ. როგორც აღნიშნავენ, პედიატრების კოლეჯმა ასევე განაცხადა, რომ ჩატარებული მრავალი კვლევის მიხედვით, „ერთსქესიანი ქორწინება შეგნებულად ართმევს ბავშვს დედას ან მამას და დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.“ როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, პედიატრების კოლეჯმა არაერთგზის განაცხადა, რომ ვითომდა არსებული „სამეცნიერო კონსესუსს“, რომლის თანახმადაც „ერთი სქესის მშობლების“ მიერ აღზრდილი ბავშვის კეთილდღეობას საფრთხე არ ემუქრება, არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. კოლეჯის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა სერიოზული კვლევა რომელიც ბავშვისთვის ორი ერთი სქესის მშობლის ყოლის „უვნებლობას“ აბათილებს ყოველთვის იგნორირებულია იმ პოლიტიკოსებისა და მეცნიერების მიერ, რომლებიც სოდომურ კავშირებს უჭერენ მხარს. ამას გარდა პედიატრების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გეი ოჯახების შექმნის თაობაზე გამოკითხულების მცირე რიცხვოვან, ტენდენციურ არჩევანზეა დაფუძნებული და არ გამოხატავს მთელი ქვეყნის მოსახლეობის აზრს. ამ ფაქტის იგნორირებას უკეთებს სასამართლო, და მასზე საჯაროდ არ საუბრობენ. სამაგიეროდ ფაქტს აღიარებენ სამეცნიერო შეხვედრებზე და სამეცნიერო გამომცემლობები.
წყარო: «Breitbart».