ჯვარსა და კომფორტზე

ჯვარსა და კომფორტზე

„ … შენ ჩემო გოგონა სულიერ გაურკვევლობაში ხარ და ცხოვრებაში ღმერთს კი არა, როგორც ამბობენ სულიერ კომფორტს ეძებ — გსურს, რომ თავს მშვიდად გრძნობდე… შენ ღმერთთან ჯვრის გარეშე გინდა ყოფნა, მაგრამ ასე არ ხდება.“ — წერდა არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი თავის სულიერ შვილს. მოდი და ნუ დაეთანხმები…

თვით ქრისტე შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და საშინელი სიკვდილით დასაჯეს. ასევე ექცეოდნენ ქრისტეს მიმბაძავ წმინდანებს — დევნიდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. ქვეყნიერება დაავადებულია ცოდვით, ის ვერ ეგუება სიწმინდეს, ებრძვის მას და ესწრაფვის გაანადგუროს ყველაფერი, რაც მის არანორმალურობას — არასიჯანსაღეს ამხელს. როცა ამაზე ფიქრობ ძალაუნებურად საკუთარ თავს უსვავ კითხვას — და მე მზად ვარ? მე ხომ არც კი მივახლოვებივარ სიწმინდეს და ამიტომ სამყაროც არ მეხება. ნორმის ფარგლებში და საერო კრიტერიუმებით ვცხოვრობ; ვმუშაობ, შვილებს ვზრდი და ეკლესიაში დავდივარ. არაფერი, რამაც შეიძლება ქვეყნიერებასთან დამაპირისპიროს, ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. ვცხოვრობ მშვიდად, შეიძლება ითქვას კომფორტლადაც. მაგრამ შეიძლება ქრისტიანმა ბოროტებით გაჟღენთილ სამყაროში მშვიდად იცხოვროს ? განა თვით ქრისტემ არ ბრძანა, რომ მისი მოწაფეები ამ ქვეყნად განსაცდელში იქნებიან ? რა განსაცდელები მაქვს მე ? რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრება ია-ვარდით არ არის მოფენილი და განსაცდელებიც არ მაკლია. მაგრამ თუ ჩავუღრმავდები აღმოვაჩენ, რომ ეს ჩემი ცოდვების გამოა და არა ბოროტებაში ჩაძირული სამყაროს მიერ ჩემი სიწმინდის არ აღიარების. როგორც ჩანს ჩემი ქრისტიანობა ჯერ კიდევ ჩანასახშია. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრებისეული გარემოებებით ღმერთი ბევრად უფრო სერიოზულისა და მნიშვნელოვანისთვის მამზადებდა, ანუ როცა აუცილებლობა დადგება არჩევანი გავაკეთო ჯვარსა და კომფორტს შორის. დაე მომცეს უფალმა სწორი გადაწყვეტილების მიღების რწმენა, ძალა და გონება!

 

ავტორი ალექსანდრე ტკაჩენკო