უოლტერ მარტინი — დისპუტი «იეჰოვას მოწმეებთან»

უოლტერ მარტინი — დისპუტი «იეჰოვას მოწმეებთან»

ქრისტიანი: ნება მომეცით, მხოლოდ ერთი შეკითხვა დაგისვათ და მას შემდეგ, რაც პასუხს გამცემთ, მე ვუპასუხებ თქვენს ნებისმიერ კითხვას. უპირველეს ყოვლისა, მსურს რამდენიმე  საკითხს მოვფინო ნათელი. ახალი ქვეყნიერების თარგმანში იოანეს( 1:1)  შემდეგნაირად იკითხება: „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“. შემდეგ ესაიას( 9:6)-ში (ახალი ქვეყნიერების თარგმანი) ვკითხულობთ: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი.“ ამგვარად, იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთის ტოლია?

იეჰოვას მოწმე:  დიახ.

ქრისტიანი:  იესო არ არის იეჰოვა, ასეა?

იეჰოვას მოწმე: ასეა.

ქრისტიანი: იესო უდრის ძლიერ ღმერთს?

იეჰოვას მოწმე: დიახ.

ქრისტიანი: იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია თუ ცრუ ღმერთი?

იეჰოვას მოწმე:  იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია.

ქრისტიანი: იესო ჭეშმარიტი ღმერთია თუ ცრუ ღმერთი?

იეჰოვას მოწმე:  იესო ჭეშმარიტი ღმერთია.

ქრისტიანი: კარგი. აი, ჩემი შეკითხვაც: როგორ გწამთ ორი ჭეშმარიტი ღმერთის არსებობის მაშინ, როცა ბიბლია  მხოლოდ  ღმერთს  აღიარებს?  ამას ესაიას( 43:10-11)  (ახალი ქვეყნიერების თარგმანიც) ამტკიცებს: „…ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება.“ ასევე, ესაიას 44:6 (ახალი ქვეყნიერების თარგმანი) ამბობს: „…მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“

იეჰოვას მოწმე: ეს მონაკვეთი გვასწავლის, რომ არ არსებობენ სხვა ღმერთები, რომელთა სახელებიც დიდი ასოთი იწყება. (no capital “G” gods).

ქრისტიანი: ებრაულში არ არის დიდი ასოები, ამგვარად, ასო-ბგერა g-ის დიდი ასოთი (G) გამოსახვა ამ მონაკვეთში, ახალი  ქვეყნიერების მთარგმნელთა მიერ მიზნად ისახავს იმას, რომ დაგვაჯეროს, თითქოსდა ღმერთების ორი კატეგორია არსებობდეს. ეს იგივეა, მათ რომ სიტყვა „ყოვლისშემძლე“ ჩაესვათ ტექსტში. უფალს რომ სურვილი ჰქონოდა, განეცხადებინა: „არავინაა ჩემ გარდა ყოვლისშემძლე ღმერთი“, ნაცვლად იმისა, რასაც იგი სინამდვილეში ამბობს: „ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი“, ის, ამ მონაკვეთებში, ადვილად დაწერდა ესაიას მეშვეობით სიტყვას „ყოვლისშემძლე“, მაგრამ იგი ასე არ მოქცეულა.

იეჰოვას მოწმე: ჩვენ მხოლოდ ერთ ღმერთს ვცემთ თაყვანს.

ქრისტიანი: მე რომ მხოლოდ ერთი ცოლი მიყვარდეს, მაგრამ ორ ქალზე ვიყო დაქორწინებული, მე მაინც პოლიგამისტი ვიქნებოდი და თქვენი მრწამსი იმის შესახებ, რომ ორი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ მათგანს სცემთ თაყვანს, პოლითეისტად გაქცევთ. ბიბლია ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს.

იეჰოვას მოწმე: კი, მაგრამ ბიბლია სატანასაც ღმერთს უწოდებს.

ქრისტიანი:  სატანა ჭეშმარიტი ღმერთია თუ ცრუ?

იეჰოვას მოწმე: ცრუ ღმერთია.

ქრისტიანი: თქვენ მაინც ორი ჭეშმარიტი ღმერთი გყავთ.

იეჰოვას მოწმე: გამოსვლათა 4:16-ში (ახალი ქვეყნიერების თარგმანი) ნათქვამია, რომ მოსეს ეუბნება ღმერთი: „შენ კი ღმერთი იქნები მისთვის  აარონისთვის.“

ქრისტიანი: აქ წერია, რომ მოსე „ღმერთივით“ იქნებოდა. ამ მუხლის სხვა თარგმანში ნათქვამია, რომ მოსე „ღმერთის მსგავსი“ იქნებოდა მისთვის. ხედავთ განსხვავებას გამოთქმებს: „ღმერთივით“, „ღმერთის მსგავსად“ და  ჭეშმარიტ  ღმერთად ყოფნას შორის? მაგ. მე თუ ვიტყვი, რომ ხანდაზმული ქალი ჩემთვის „დედასავით“ იყო, ეს იმის მიმანიშნებელი არ იქნება, რომ მე მისი მუცლიდან გამოვედი, ასეა? ხედავთ განსხვავებას?

იეჰოვას მოწმე: კი, მაგრამ სიტყვა „ღმერთი“ ხომ მხოლოდ სახელწოდებაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ აღსანიშნავად, ვინც ღმერთის მხარესაა.

ქრისტიანი: მაშინ ბევრი ჭეშმარიტი ღმერთი იქნებოდა, მაგრამ იოანეს 17:3 (ახალი ქვეყნიერების თარგმანი) ამბობს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.“ ეს თუ მართალია, მაშ  როგორ ამბობთ, რომ იესო ჭეშმარიტი ღმერთია?

იეჰოვას მოწმე: როგორც გითხარით, ჩვენ მხოლოდ ერთ ღმერთს ვცემთ თაყვანს.

ქრისტიანი: მე არ გეკითხებით რამდენ ღმერთს სცემთ თაყვანს, მე გეკითხებით რამდენი ღმერთია ჭეშმარიტი  თქვენი აზრით.ღმერთი თუ „ერთადერთი ჭეშმარიტი“ ღმერთია, მაშინ  ნებისმიერი სხვა ღმერთი ცრუ ღმერთი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ სულ ცოტა ხნის წინ მითხარით, რომ ორივე- იეჰოვაც და იესოც,ჭეშმარიტი ღმერთია და გამოდის, რომ ორი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს…

იეჰოვას მოწმე:( 1 კორ. 8:4-6-ში) ნათქვამია: „…არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. თუმცა არიან ე. წ. ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“ — ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ.“ ხედავთ, მამაა ღმერთი და არა იესო.

ქრისტიანი: კი, მაგრამ თქვენ ხომ უკვე დამეთანხმეთ, რომ ორი ჭეშმარიტი ღმერთია და ეს მონაკვეთი კი გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს.

იეჰოვას მოწმე: თქვენ სამების შესახებ საუბრობთ.

ქრისტიანი: არა, მე იმაზე მიგითითებთ, რომ იეჰოვას მოწმეები პოლითეისტები არიან, რომელთაც სწამთ, რომ ერთზე მეტი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობის შესახებ გვამცნობს.

იეჰოვას მოწმე: ჩვენ საკამათოდ არ მოვსულვართ. [რა?]

ქრისტიანი: კარგი, თუ გნებავთ ვინმე მოიყვანოთ თქვენთან ერთად, მე მათთან საუბრის მოხარული ვიქნები. [ეს ჯერ არ მომხდარა.]

ეს უმარტივესი ლოგიკაა. თუ ერთი ღმერთი არსებობს და თუ ბიბილიაში სამი პიროვნებაა მოხსენიებული ღმერთად, მაშინ  სამი პიროვნება უნდა იყოს ერთი ღმერთი. გასაკვირი არ არის, რომ ჯერ თანმიმდევრული პასუხი არ მომისმენია. ერთ იეჰოვას მოწმესთან ვაწარმოებდი დიალოგს ელექტრონული ფოსტის საშუალებით და რამდენიმე თვის შემდეგ ამ ქალბატონმა ჩვენი დისკუსია  შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „თქვენ ერთი მიზანი გამოძრავებთ,რომ ჩვენი რწმენა შეარყიოთ!“

რა?

სხვათა შორის, მე მართლაც არ ვაძლევ მათ  შეკითხვის დასმის უფლებას, თუკი ისინი ჯერ ჩემს კითხვას არ უპასუხებენ,რადგან იეჰოვას მოწმეებს საოცარი ნიჭი აქვთ შეცვალონ საუბრის თემა მაშინვე, როგორც კი ხვდებიან რომ ჩიხში მოექცნენ. ეს  ამ კულტის წარმომადგენლების დამახასიათებელი ნიშანია (მე ეს ბილ ცეტნარისგანაც მსმენია).

(ტიტ. 2:13) : „და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას“.

ამინ.