,,სტარეცი“- ამ სიტყვას ზოგიერთი მართლმადიდებელი ძალიან ხშრად წარმოსთქვავს. მორწმუნეთა ბაგეებიდან, უფრო იშვიათად შეიძლება გაიგონო ქრისტეს სახელი, ვიდრე საუბრები იმაზე, თუ როგორ განკურნა ვინმე ,,წმიდა სტარეცმა“ თავისი ჭვრეტის ნიჭის მეშვეობით, როგორ დაეხმარა იგი ლოცვებით ამა თუ იმ ოჯახს და იხსნა დანგრევისაგან , როგორ გადაუწყვიტა პრობლემები მათ ვისაც მოსატერში წასვლა ან ერში დარჩენა სურდა, როგორი რჩევა მისცა ავადმყოფს, იმკურნალოს საავამდყოფოში თუ არა? და ბოლოს აიღოს თუ არა ერისკაცმა რუსეთის პასპორტი.
პატივისცემა წმინდა მამებისა, თავისთავად ძალიან კარგი და სათნოა ადამიანმა წაიკითხა წმინდა მამები, ძველი ეგვიპტელი ,,სტარცების“ სულის სასარგებლო დარიგებები, და გაუჩნდა სურვილი იპოვოს თანამედროვე, არასრულყოფილ სამყაროში ისეთი სიწმინდე, რომელსაც ის მხოლოდ ეს ესაა წიგნებიდან გაეცნო.
მოთხოვნა შემოთავაზებას ბადებს და შებასამისად გამოჩდნენ მღვდლები ,,მჭვრეტი სტარცების“ სახით, რომელებსაც წამთ, რომ რადგან მათზე ხელდასხმა აღსრულდა და თან მცირეოდენი სამოძღვრო გამოცდილება აქვთ ეს ყოველივე მათ პრაქტიკულ წმინდანობაზე მეტყველებს. ასეთი ,,ცრუსტარცები“ ერისკაცთა გულის მოსაგებად, აძლევენ მათ საშუალებას მთელი მათი პასუხისმგებლობა გადაიბარონ. იძლევიან ბრძანებებს თუ ვინ შექმნას ოჯახი და ვინ მიატოვოს. აძლევენ ბრძანებებს მშობლებს, სკოლაში ატარონ ბავშვები თუ სადმე ჩრდილოეთის მიყრუებულ მონასტერში გაუშვან ერთი წლით, ან თუნდაც წმინდა მიწის მოსალოცად
ამ ე.წ ,,სტარცებში“ -მართლმადიდებლური ეკლესიის სრულიად არაადექვატური გამოვლინებებია. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ბერობას ,,სულიერ გენიალურობას“ უწოდებდა, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე ფლობს თუ არა ადამიანი სამღვდელო ხარისხს. უპრიანი იქნებოდა წაგვეკითხა რამოდენიმე გვერდი ,,ძველ პატერიკებიდან“, რათა დავრწმუნებულიყავით მის ამ გამონათქვამში. მოვიყვან ერთ მაგალითს: იყო ერთი ეგვიპტელი ,,სტარეცი“, რომელიც კელიაში მარტო ცხოვრობდა, მას ყავდა ერთი მოწაფე (მორჩილი), რომელიც დღითი-დღე უმჟღავნებდა მის აზრებს და ზრახვებს, იგი სხვადასვხა სახის მორჩილებებს აღასრულებდა, რომელთა შორისაც ბევრი აბსურდული იყო. მაგალითად: იგი 3 წელის განმავლობაში უსხავდა წყალს გამხმარ ტოტს, რომელიც ბოლოსდაბოლოს გაიფურჩქნა და ნაყოფი გამოიღო. ასეთი სახის
ურთიერთობები, მხოლოდ მონაზონთათვის არის დამახასიათებელი, რომელნიც უამრავი წლების განმავლობაში გვერდი-გვერდ ცხოვრობენ, ხოლო ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება გადმოტანილი იქნას ერის პირობებში, მღვდელსა და მასთან მომსვლელ ადამიანებს შორის.
ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს ,,სტარცად“ თუკი:
მოგიწოდებს უარი თქვა სახელმწიფო დოკუმენტაციაზე (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა.)
პირველ შეხვედრისთანავე ცდილობს მწვავედ ჩაერიოს თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, იძლევა რადიკალურ რჩევებს და რეცეპტებს.
გამოთქვავს იდეებს და აზრებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის, სახარებასთან, საეკლესიო სწავლებასთან, პატრიარქთან და წმინდა სინოდთან.
მოგიწოდებს გაყიდო შენი ბინა და გადახვიდე საცხოვრებლად მონასტერში ან სადმე სოფელში.
გირჩევთ არ შეიყვანოთ შვილები სკოლაში ან ინსტიტუტში.
აძლევს ყველას ერთნაირ მითითებებს.
თავის თავს უცნაურად წარმოაჩენს, ყველა მომსვლელისგან ეშმაკებს განდევნის. მკურნალობს ნემსის მაგვარი საგნით, გირჩევთ, რომ მისი ქადაგებების წიგნი დაიდოთ მტკივან ადგილებზე, ასახელებს მეორედ მოსვლის ზუსტ თარიღს.
რუსულ ეკლესიაში არსებობდა შემდეგი სახის პრაქტიკა, ,,სტარცობის“- მოღვაწეს სიცოცხლის ბოლო ხანს შეეძლო ეტვირთა ერისკაცთა მოძღვრობა. ასეთ შემთხვევებშიც, აღმსარებელნი და მასთან მომსვლელნი სხვადასხვა სახის რჩევებს იღებდნენ, თითოეული თავისი სულიერი მდგომარეობის შესაბამისს, ისინი მის სულიერ შვილებად არ ითვლებოდნენ და შესაბამისად არც თავიანთი ცხოვრების სრულად განკარგვას არ ითხოვდნენ მისგან (სტარეცისგან).
ჭეშმარიტი ,,სტარეცი“ არასოდეს აიძულებდა მომსვლელს მიეღო მისი რჩევა, თუ ეს თავად ადამიანს არ სურდა. ის არ აძლევდა ყველას ერთნაირ რჩევებს, არამედ ინდივიდუალურად, რომელიც ერთ კონკრეტულ მოვლენას ეხებოდა და არა იყო მორგებული მთელ მათ ცხოვრებაზე. მას თავისი თავი ერთადერთ ავტორიტეტად არ მიაჩნდა, იგი ყოველივეში მორჩილებდა იღუმენს და ეპისკოპოსს, თუ ეს უკანასკნელნი რამე სახარების საწინააღმდეგოს არ მოითხოვდნენ მისგან.
ასე რომ, მართლმადიდებლობა არ განიხილავს ,,სტარეცობას“, როგორც ტიპიურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. პირიქით ნორმად ითვლება მათი არ არსებობა. რადგან ,,სულიერი გენიალურობა“ არ შეიძლება იყოს გამოწვეული (ქიროტონიით) ხელდასხმით, ან რაიმე სამღვდელო და სამონაზვნო კურსების თეორიული გავლით. ეს ნიშნავს, რომ ძიება ,,ძლიერი“ მღვდლისა თუ მჭრვრეტი ,,სტარეცისა,“ გზაა საცდურისა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე კითხვა სახარებისა, წმინდა მამებისა, მიყოლა წმინდა კრებების დადგენილებებისა და პატრიარქისა, ეპისკოპოსისას და პირადი სულიერი მოძღვრისა. რადგან უმჯობესია იცურაო დიდი გემით, რომელსაც გამოცდილი კაპიტანი და დიდი ეკიპაჟი ყავს, ვიდრე გახვიდე შუა ზღვაში ნავით, რომელსაც გამოუცდელი და მხოლოდ გარეგნულად კაპიტნის მსგავსი, ცრუ კაპიტანი მართავს და თან გაურკვეველი მიმართულებით მიგაქანებს.
ანდრეი ზაიცევი