2010-წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ერთსულოვნად დაამტკიცა ახალი „ჰომოფობიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაცია“. რუსეთის დელეგაცია, რაღა თქმა უნდა ამ რეკომენდაციის ტექსტს დაეთანხმა. ალბათ ძალიან უნდათ ევროკავშირში მოხვედრა.
რა განსაზღვრავს ევროპის იდენტურობას? გარკვეულ მომენტამდე პასუხი ნათელი იყო—გერმანელმა პოეტმა და მოაზროვნემ ნოვალისმა თავის მთავარ ნაწარმოებს „ქრისტიანული სამყარო, თუ ევროპა“ უწოდა. ქრისტიანული სამყარო რა თქმა უნდა ევროპაზე დიდია, მაგრამ ის, რაც ევროპას ევროპის სახეს უქმნის, რის გამოც პარიზის, ბერლინის, ვარშავის და თუნდაც მოსკოვის მოსახლეობა, მიუხედავად უზარმაზარი სხვაობის, კონფლიქტების და უთანხმოებებისა მაინც ერთ კულტურულ სივრცეს მიეკუთვნება—სწორედ რომ ქრისტიანობაა.
დღეს—ევროპული კულტურის წარმომდაგენელი ურწმუნო ადამიანის, თუნდაც შეურიგებელი ათეისტის მენტალიტეტი ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციით არის ჩამოყალიბებული. იყო პერიოდები, როცა ევროპა საკუთარი თავის უარყოფის და თავისი ქრისტიანული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლებს განიცდიდა, აღმოცენდნენ ძალები, რომლებიც ევროპული იდენტურობის სახეცვლილებისკენ ისწრაფვოდნენ, ხოლო მათში ყველაზე შესამჩნევი იყო და არის მოძრაობა, რომელიც „რაციონალიზმად“ არის წოდებული.
თანამედროვე გაერთიანებული ევროპის იდეოლოგია დღეს თავის თავს „რაციონალისტურს“ უწოდებს და თავისი იდენტურობა განმანათლებელთა ეპოქის ხარისხში აჰყავს. ამ იდეოლოგიის ჩარჩოებში „გონება“- „რწმენას“, ხოლო „რაციონალურობა“-„დოგმას“ უპირისპირდება. ღმერთის რწმენა და ზნეობაში ქრისტიანული ნორმების დაცვა აღიქმება, როგორც დაბრკოლება ადამიანური კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე, როგორც უაზრო ცრუ რწმენების და აკრძალვების კრებული, რომლებიც ადამიანს სისცოცხლეს უწამლავს.
ამგვარი რაციონალიზმი შეიძლება ბიბლიური გამოცხადების კუთხით გააკრიტიკო, მაგრამ პირველ ყოვლისა სჯობს ყურადღება მიაქციო იმას, რომ პრაკტიკულად ის თვითონვე არ შეესაბამება საკუთარ კრიტერიუმებს. ილაშქრებს რა, დოგმების წინააღმდეგ რაციონალიზმის სახელით, ამავდროულად გასაოცარ დოგმატურობას და ირაციონალურობას ამჟღავნებს. ჩვენ ამას კომუნიზმის დროსაც ვხედავდით. კომუნისტებისთვის მათი სწავლება ადამიანის გონების უმაღლეს მიღწევად ითვლებოდა, „არა დოგმად, არამედ მოქმედების სახელმძღვანელოდ“, გვერდიდან კი ის ძალიან დოგმატურად და არა გონივრულად აღიქმებოდა.
ევროპის საბჭოს დღევანდელი იდეოლოგია მისი მიმდევრებისთვის საკმაოდ რაციონალური, ადოგმატური და ადამიანის საკეთილდღეოდ მიმართულია, მაგრამ ასეა კი სინამდვილეში? ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები მოგვიწოდებენ წავახალისოდ და მხარი დავუჭიროთ ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილს და სხვა სახის დახმარებებთან ერთად „შევაგროვოთ LGBT-ს დისკრიმინაციის და მათ მიმართ ზიზღით გამოწვეული ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა“, ამავდროულად „შევწყვიტოთ მონაცემთა შეგროვება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის მქონე მოქალაქეებზე და საქმის წარმოებაში ამ მონაცემთა გამოყენება“.
ეს წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან! როგორ შეიძლება ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა შეაგროვო და არ მოიძიო სტატისტიკა თვით ჰომოსექსუალებზე. ამ აკრძალვის მიზეზი ნათელი ხდება, როცა ვიგებთ, თუ რა ირკვევა სტატისტიკის შეგროვების პროცესში. მაგ. ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაციის „დავადებების კონტროლის ცენტრი“-ს (CDC) კვლევით, მამაკაცებს, რომლებიც მამაკაცებთან ამყარებენ სექსუალურ ურთიერთობას, შიდსის დიაგნოზი 44-ჯერ მეტად უფიქსირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ მამაკაცებს და 40-ჯერ ხშირად ვიდრე ქალებს. სიფილისი-46-ჯერ მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ მამაკაცებს და 71-ჯერ ხშირად ვიდრე ქალებს.
ავღნიშნოთ—ადამიანები რომლებიც ჰომოსექსუალურ ცხოვრებას ეწევიან 44%-ით კი არ ინფიცირდებიან არამედ 44-ჯერ უფრო მეტად. და აი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ერთსულოვნად მოგვიწოდებს ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ და წინსვლაში დავეხმაროთ ასეთი ცხოვრების სტილს, რომელიც ცალკეული ადამიანების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობისათვის კატასტროფულ შედეგებს იწვევს, რუსეთის დელეგაცია კი ამას დაეთანხმა. რა ხდება? ნუთუ რუსეთის დელეგაცია თვლის, რომ მათ ქვეყანა მჭიდროდ დასახლებულია და ამ პრობლემის გადაჭრა შიდსის დახმარებით უნდათ? არამგონია, რომ ეს მათი გონივრული გადაწყვეტილება იყოს. ვფიქრობ ევროპელი რაციონალისტები, მიუხედავად თავისი სახელისა, ნაკლებად განწყობილნი არიან იაზროვნონ და თუ მეცნიერული კვლევები მათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება, ისინი უბრალოდ ამ კვლევების აკრძალვას ითხოვენ. აი, ეს არის რაციონალიზმი (თუ კი არ იცოდით) და თუ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ, ეს იმიტომ რომ ფანატიკოსი ხართ, რომელიც ბრმად მისდევს მოძველებულ დოგმებს.
მაგრამ ჩვენ გონებას უნდა მოვუხმოთ. რადგან ამ დამთრგუნველი სტატისტიკის უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, რომლებიც დაავადნენ, ზიანი მიაყენეს თავის და სხვის ჯანმრთელობას, ბევრი მოკვდა —ან მალე მოკვდება. თქვენ თუ ადამიანის უფლებები გაღელვებთ—ის სიცოცხლის უფლებით იწყება!
ავტორი: დიმიტრი ხუდიევი