ამერიკელმა პოლიციელებმა ხმის დახმარებით, რომელიც მათ საშველად უხმობდა პატარა ბავშვი გადაარჩინეს.

ამერიკელმა პოლიციელებმა ხმის დახმარებით, რომელიც მათ საშველად უხმობდა პატარა ბავშვი გადაარჩინეს.

ამერიკელი პოლიციელები უცნაური შემთხვევის მოწმენი გახდნენ. იუტას შტატში მეთევზის დახმარებით მათ ავარიის შედეგად წყალსაცავში გადავარდნილი ავტომობილი აღმოაჩინეს. ოფიცრებს მანქანაში ცოცხლების აღმოჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ- წერს„ Huffington Post“ -ი.

ავტომობილიდან პოლიციელებს უცნაური ხმა შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა. მათ და გასაოცრად ოფიცრებმა იქ წლინახევრის გოგონა აღმოაჩინეს , რომელიც 14 საათი გაჩინულ წყალში იმყოფებოდა და გადარჩა! ბავშვის დედა ავარიაში დაიღუპა, ის მანქანით ცემენტის ბარიერს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა.

ამჟამად ექიმები პატარას სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ხუთივე პოლიციელი კი მზადაა დაიფიცოს, რომ გოგონა გადაარჩინა ხმამ (პოლიციელების ირწმუნებიან, რომ ეს ხმა ბავშვს არ ეკუთვნოდა! ) რომელიც შველას ითხოვდა.