ვანგა

ვანგა

ჩემი აზრით “ყოფილი ათონელი ბერი” არ არსებობს. თუ ადამიანი ათონის მთის ბინადარი იყო და იქ ბერად აღიკვეცა, ის სამუდამოდ იქაურად რჩება. სადაც არ უნდა მოუწიოს მსახურება, იქნება ეს სალონიკში როგორც წმ. გრიგოლ პალამა, თუ შორეულ რუსეთში-ღირსი მაქსიმე ბერძენი, მოლდავეთში-პაისი რელიჩკოველი, ან ბულგარეთში -ჩემი მოთხრობის გმირი მიტროპოლიტი ნათანაელ ნევროკოპსკელი-ასკეტი ბერი, ნამდვილი მწყემსი, რომელსაც უყვარს თავისი სამწყსო და მზად არის მისთვის თავი გასწიროს. (სხვათაშორის ის ამმბა ლონგინოზის-სარატოვის და ვოლსკის ეპისკოპოსის მასწავლებელი იყო).

მიუხედავად თავის მაღალი წოდებისა, მეუფე ძალიან თავმდაბალია და მზად არის ნებისმიერ ადამიანს ემსახუროს. არასდროს დამავიწყდება როგორ მომაჩეჩა თავის საეპისკოპოსო კვერთხი და მთის დამრეც კალთაზე აძვრა, რათა ჩემი ბრონქიტის სამკურნალო ბალახი დაეკრიფა.

მოკლედ, ცნობილი “ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი”-ვანგა, ნევროკოფსკის ეპარქიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა რომლის მეუფეც გახლდათ ზემოთ ხსენებული ნათანაელი. დღემდე ბევრი თვლის, რომ ვანგა მართლმადიდებელი იყო და ეკლესიის კურთხევით და თანხმობით მოქმედებდა. სწორად ასეთ ადამიანებს ვუძღვნით ამ ამბავს.

ერთხელ ვანგას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მიტროპოლიტ ნათანაელს ვანგას შიკრიკები ეახლნენ და ვანგას თხოვნა გადასცეს. მას ძალიან ესაჭიროებოდა მეუფეს რჩევა და უმორჩილესად სთხოვდა მეუფეს მისი ხანდაზმულობისა და ასაკისთვის პატივი ეცა და სტუმრად მისულიყო. იმ იმედით, რომ ვანგას მონანიება სურდა, მეუფემ თანხმობა განაცხადა. რა თქმა უნდა ეს კეთილი მწყემსის საქციელია, რომელიც თავის სულიერ და მითუმეტეს გზააბნეულ შვილებზე ზრუნავს. რამოდენიმე დღეში ეპისკოპოსი ვანგასთან ჩავიდა. მას ხელთ ჯვარი ებყრა რომელშიც ცხოვლისმყოფელი ჯვრის ნაწილი იყო ჩადებული სანაწილეში. ოთახში უამრავი ადამიანი ირეოდა, ვანგა კუთხეში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. გამორიცხულია მას ოთახში კიდევ ერთი ადამიანის შესვლა გაეგონა და მით უმეტეს მიმხვდარიყო ვინ იყო ეს ადამიანი! უცებ ვანგა დადუმდა და შემდეგ შეცვლილი, დაბალი და ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა : “აქ ვიღაც შემოვიდა, ახლავე დააგდოს იატაკზე “ის!” “რა არის?” იკითხეს გაოგნებულმა ადამიანებმა და უცებ ვანგა გაცოფებულ კივილზე გადავიდა: ”ის! მას ხელში ის უკავია! ის მე ხელს მიშლის! მის გამო მე ვეღარაფერს ვხედავ! მე არ მინდა რომ ის ჩემს სახლში იყოს!”-გაჰკიოდა ვანგა, თან ირწეოდა და ფეხებს აბაკუნებდა.

მეუფე ჩუმად მიტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

 

სტატიის ავტორი: ალექსანდრე დვორკინი