მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო

მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო

ალეპო 3 მარტი 2015 წელი მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო კლინიკური სიკვდილიდან გამოსული და ბერების მიერ გადარჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ცოდვებს ინანიებს, იღებს ქრისტიანობას და სირიის ჩრდილოეთში მდებარე კათოლიკურ მონასტერში სახლდება.

როგორც თვითმხილველები გვიამბობენ 32 წლის მამაკაცი, რომელიც მისი დაჯგუფეპის და სახელმწიფო ჯარის სისხლიანი შეტაკების შემდეგ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თანამებრძოლეებმა დაჭრილი უდაბნოში დატოვეს.მას გადარჩენის შანსი არ ქონდა, მაგრამ ბედად წმ.დომენიკის ბერებმა იპოვეს და გადაწყვიტეს, რომ შესაფერისად დაეკრძალათ. ამით ბერებმა, რომლებმაც ის უახლოეს დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს, ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს. მოხდა სასწაული- დაჭრილი კლინიკურ სიკვდილს დაუსხლტა და გადარჩა. მამა გერმანე ჯრუშლინის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მამაკაცმა გამოფხიზლების თანავე თავის ხილვაზე დაიწყო საუბარი (საბოლოოდ ამ ხილვებმა ის ქრისტიანად აქცია). „მეგონა, თუ ბრძოლაში დავიღუპებოდი ეს მე სამოთხის კარს გამიღებდა. მაგრამ როცა სინათლისკენ ზესვლა დავიწყე, ჯინები გამომეცხადნენ და ჯოჯოხეთში ჩამიყვანეს! იქ ის უდიდესი ტკივილი ვიგრძენი, რაც მე სხვა ადამიანებს მივაყენე მთელი ამ წლების განმავლობაში… განსაკუთრებულ სასჯელად კი ჩემი მსხვერპლების თვალებით მათი სიკვდილით დასჯის ყურება დამიდგინეს. ეს საშინელი სურათები მთელ ჩემ შემდგომ ცხოვრებას დაამძიმებენ“ — უთხრა ყოფილმა ტერორისტმა ღვთისმსახურს. შემდეგ მამაკაცს ჩაესმა ხმა, რომელმაც მას მომავალი ამცნო. „მას უთხრეს, რომ როგორც ადამიანი ის დამარცხდა და სიკვდილის არჩევის შემთხვევაში ის სამოთხეში ვერ მოხვდება.მაგრამ თუ სიცოცხლეს აირჩევს მას ეძლევა შანსი, რომ შიცვალოს და ცოდვები გამოისყიდოს. ჯარისკაცმა სიცოცხლე აირჩია.“-გვიამბო მღვდელმა. დღეს ახლად მოქცეული ქრისტიანი იმ მონასტერში ცხოვრობს, რომლის ბინადრებმაც ის სიკვდილს გადაარჩინეს. ექიმების გასაკვირად ის ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა. „გაიაზრა რა თავისი შეცდომა, მან გადაწყვიტა, რომ რელიგიურ ასპექტში მას მთელი ცხოვრება ატყუებდნენ.ახლა მამაკაცს (ჯარისკაცს) სურს, რომ მისი ისტორია გაფრთხილება იყოს სხვა რადიკალებისათვის, რათა გადარჩნენ და იქნებ ისინიც ჭეშმარიტ ღმერთს და შემოქმედს მიუბრუნდენენ.“-ასე დაასრულა მამა გერმანემ თავის ინტერვიუ.