რელიგია ადამიანს იმონებს. — ღმერთო ჩემო, რამდენჯერ გვაქვს მოსმენილი ეს მტკიცებულება, რომელიც ანტი-რელიგიური პროპაგანდის არსს წარმოადგენს!
საკმარისია გადავხედოთ საზოგადოებას და მის მსოფმხედველობას, რომელიც როგორც იქნა გათავისუფლდა რელიგიისაგან და შუასაუკუნოვანი ტვირთი ჩამოიხსნა; რომ დავინახოთ, სწორედ ამ თავისუფლებით და ეკლესიის ვიწრო ჩარჩოებში მოქცევით დაიწყო ადამიანის დამორჩილება, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს.
დამონება კი გამოიწვია იმან, რომ საზოგადოებამ, რომელმაც უარი თქვა ადამიანის რელიგიურ აღქმაზე, საბოლოოდ თავის თავი გამოაცხადა უმაღლესს და აბსოლიტურ ფასეულობად. ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება- ღმერთი საზოგადოებით ჩანაცვლდეს.
ამიტომაც ადამიანი ვალდებულია, რომ ამ საზოგადოებას ემსახუროს, მისი განუყოფელი ნაწილი გახდეს და რაც მთავარია თაყვანი სცეს. ვინაიდან საზოგადოება-ძალიან ბუნდოვანი და განყენებული მოვლენაა, მისი სახელით სახელმწიფო ან პარტია ლაპარაკობს.
გამოდის, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი (სახელმწიფო ან პარტია) უაპელაციოდ თვლის, რომ ის წარმოადგენს მთელ საზოგადოებას. იგი აცხადებს, რომ საუბრობს ჩვენს მაგივრად და ჩვენი სახელით, ვინაიდან ჩვენ ერთნი ვართ და თუ ასეა, მხოლოდ მან ( სახელმწიფომ ან პარტიამ) იცის ჩვენთვის რა არის კარგი, საით მიგვმართონ და რა მიზანი დაგვისახონ, რადგან მათდამი სრული მორჩილებით ჩვენ უკეთესი მომავლისაკენ მივდივართ. და ამიტომაც არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ — ეს თქვენ ვართ! აი, საზოგადოების საშიში ლოგიკა, რომელიც ბოლომდე და განუყოფლად თავის თავს აბსოლუტთან აიგივებს და ამიტომაც მას ადამიანი საბოლოდ სრულ მონობამდე მიჰყავს.
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი