ერთი კაცი სადალაქოში მივიდა, რომ ჩვეულებისამებრ თმა გაეკრიჭა და წვერი გაეპარსა. მას და დალაქს შორის საუბარი გაიმართა, ლაპარაკობდნენ სხვადასხვა თემებზე და ბოლოს საუბარი ღმერთს შეეხო.
დალაქმა თქვა:“ რაც არ უნდა თქვათ,მე არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს!“
— „რატომ?“-ჰკითხა კლიენტმა.
— ეს ხომ ისედაც ნათელია,საკმარისია ქუჩაში გახვიდე,რომ დარწმუნდე ღმერთის არარსებობაში.ერთი მითხარით,თუ ის არსებობს სადიან არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი?ამდენი უპატრონო ბავშვი? ის რომ ნამდვილად იყოს, არ იქნებოდა არც ამდენი ტანჯვა და არც ამდენი ტკივილი.ძნელია წარმოიდგინო კაცთმოყვარე ღმერთი,რომელიც ყოველივე ამას უშვებს.
კლიენტი ცოტა ხანს დაფიქრდა,შემდეგ კი გადაწყვიტა კამათში არ აჰყოლოდა დალაქს.
დალაქმა თავისი საქმე დაასრულა და მამაკაცმაც სადალაქო დატოვა,ქუჩაში გამოსულმა დაინახა გაბურძგნული კაცი,რომელიც დიდი ხნის გაუკრეჭავ-გაუპარსავი სჩანდა.
მაშინ მამაკაცი სადალაქოში შებრუნდა და დალაქს მიმართა:
— “რაც არ უნდა მითხრათ, დალაქები არ არსებობენ.“
— „ეს როგორ?“- გაუკვირდა დალაქს . “კი მაგრამ მე? მე ხომ დალაქი ვარ.“
— „არა“- წამოიძახა მამაკაცმა, დალაქები არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამდენი გაუპარსავი და გაბურძგნული ადამიანი, აი, თუნდაც ასეთი ქუჩაში რომ მიდის.
— „მაგრამ ჩემო კარგო, დალაქი რა შუაშია? ისინი თვითონ არ მოდიან ჩემთან“….და უცებ დუმილი ჩამოვარდა.