„ჩვენთვის უცნობია, როგორ ქმნიდა უფალი სამყაროს. იქნებ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმები თვალის დახამხამებაში შეიქმნა? შეიძლება. ან იქნებ ამას ღმერთი ეტაპობრივად ქმნიდა, 6 პერიოდში? ან სულაც სიცოცხლის ერთი ფორმა შექმნა და მის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი?
მან აღნიშნა, რომ თანამდროვე კამათები, მძაფრი სტატიები, მტკიცებულებები ზარების რეკვით:“ მხოლოდ კრეაცია“ ან „ არა, ტეიარ დე შარდენმა თქვა, რომ ევოლუცია“-პატარა ბიჭების კამათის შთაბეჭდილებას ტოვებს, „მრგვალია ეს, თუ კვადრატული“? ხოლო რა არის „მრგვალი“ და რა „ კვადრატული“? არ იციან…“ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ წარმოიშვა უსიცოცხლოსგან-ცოცხალი, ასეთი საოცარი სრულყოფილება და სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნება“-ხაზგასმით აღნიშნა ღვთისმეტყველმა.
„ მსგავსი დებატები-ეს ჩვენი დროის სამწუხარო მოვლენაა. ფუნდამენტალისტმა-კრეაციონისტებმა არ იციან ერთი უბრალო რამ, ღვთისმეტყველებისთვის კამათი კრეაციონიზმზე და ევოლუციონიზმზე უაზრობაა. იმათთვის, ვინც ღმერთის არსებობას აღიარებენ და იციან, რომ ის არსებული სამყაროს პირველწყაროა, ეს კითხვა აზრს მოკლებულია. ეს უფლის ნებაა როგორ შექმნას: ყველა სახეობა სრულად და ერთდროულად, თუ საფუძველი ჩაუყაროს სამყაროს განვითარებას. სასაცილოა მიაწერო ღმერთს ესა თუ ის შეხედულება. თითოეული ვერსიის მომხრეებს თავისი არგუმენტები აქვთ. მაგრამ არგუმენტი მტკიცებულება არ არის. აუცილებელია მშვიდად შევხვდეთ ისეთ კითხვებს, რომლებსაც ჩვენთვის საციცოცხლო მნიშვნელობა არ გააჩნია“-თქვა ოსიპოვმა.
მისი სიტყვებით „ თვითონ ცხოვრების აღქმას არა აქვს ზუსტი განმარტება. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სიცოცხლე-მატერიალური ელემენტების კონკრეტული წარმონაქმნია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მტკიცდება. მეცნიერებმა შეაღწიეს ატომის გულში, რა არ იპოვეს იქ, მაგრამ იდეა რომ სიცოცხლე-ეს გარკვეული ელემენტების ერთობლიობაა, არ დამტკიცდა. არავის არ შეუძლია ცოცხალი უჯრედის შექმნა და რა არის სიცოცხლე, მეცნიერებამ არ იცის“-დასძინა ღვთისმეტყველმა.
„ბევრი მეცნიერი მივიდა აზრამდე, რომ სიცოცხლე-ეს რაღაც განსაკუთრებული ელემენტია. ანუ ეს არის მოვლენა არა მატერეალური, არამედ სულიერი. ე.ი. არსებობს რაღაც სულიერი. უხეში მატერიალური სამყარო გამსჭვალულია სულიერების სინამდვილით. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს მეცნიერება მივა იმ აზრამდე, რომ სული-ყველაფერი არსებულის პირველწყარო, პირველადი რეალობაა, რომელსაც სიცოცხლის ყველა ფორმა ეფუძნება. და მე ვშიშობ, მეცნიერება მივა იმ აზრამდეც, რომ არსებობს ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი-სამყაროს პირველწყარო“-აღნიშნა ა. ოსიპოვმა. მან განაცხადა, რომ ამის ეშინია იმიტომ, რომ როცა ადამიანმა არ იცის და არ სწამს, იგი სასიკვდილო ცოდვას არ სჩადის. „მონა რომელმაც თავისი ბატონის ნება არ იცის, ნაკლებად დაისჯება, ხოლო რომელმაც იცის-გაცილებით მკაცრად. მე ვშიშობ, რომ მეცნიერება ღმერთს უარყოფს-არ მოუნდება ადამიანს სულიერება. აღიარო ღმერთი, ე.ი. აღიარო, რომ ნამდვილი ფასეულობა, რომელიც ადამიანს ბედნიერებას აძლევს-სულიერი ცხოვრებაა. მაგრამ ეს ფასეულობები მოითხოვს ადამიანისგან უფასური, საპნის ბუშტების უარყოფას, რომელიც მხოლოდ წუთიერ სიამოვნებას ანიჭებს.“-ამ სიტყვებით დაამთავრა ინტერვიუ ა. ოსიპოვმა.