მოკლებულნი არიან თუ არა უნათლავი ყრმები ცათა სასუფეველს ?

მოკლებულნი არიან თუ არა უნათლავი ყრმები ცათა სასუფეველს ?

უნათლავი ყრმების ბედზე, რომლებიც დედის წიაღში ან დაბადების შემდეგ გარდაიცვალნენ, გვესაუბრება დეკანოზი ალექსი უმინსკი.

უნათლავი ყრმების გარდაცვალების შემდგომ მარადიულ ხვედრზე ჩვენთვის არაფერია ცნობილი, ასევე უცნობია მონათლული ადამიანების სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც. „ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.“ (მარკ 16: 16) სახარების ეს სიტყვები რა თქმა უნდა ნათლობის აუცილებლობაზე, როგორც რწმენის აღიარებაზე მიგვითითებს. გადარჩება არა ის ვინც მოინათლა, არამედ ის ვინც ირწმუნა. შემდეგ ნათქვამია: ვინც არ ირწმუნა ის დაისჯება.

ფაქტია, რომ ნათლობა ადამიანს სასჯელისაგან არ ათავისუფლებს.

ამიტომაც უნათლავი ყრმების საკითხი, რომლებიც პასუხს არ აგებენ თავის რწმენაზე, ეკლესიაში მუდმივი დავის საგანია. ჩვენთანაც არსებობდა ნეტარი ავგუსტინეს სწავლებიდან საკმაოდ კატეგორიული აზრი პირველქმნილ ცოდვაზე, რომელიც უნდათლავი ჩვილების გადარჩენის შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავდა. დღემდე ამ შეხედულებას ბევრი იზიარებს არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მარლთმადიდებლებშიც.

მაგრამ ადრეულ ეკლესიაში ამ საკითხზე სხვა შეხედულებებიც არსებობდა.

ეს ეკლესიის საიდუმლოა, მაგრამ გარდა ამისა ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ადამიანის საბოლოო ხვედრს ეხება, ჩვენთვის საიდუმლოდ რჩება.

ჩვენს ეკლესიაში არ ტარდება არც ერთი ღვთისმსახურება, რომელიც უნათლავი ბავშვებისათვის ლოცვას აღავლენს. რამდენიმე წლის წინ, ეპარქიალურ სხდომაზე პატრიარქ კირილეს დაუსვეს ეს კითხვა და მაშინ მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ აუცილებელია უნათლავი ყრებისათვის ლოცვითი კანონის შემუშავება. დღემდე პატრიარქის ეს ბრძნული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰაერშია გამოკიდებული და არა მგონია, ამაზე ვინმე ზრუნავდეს.

                                                                         

წყალობის იმედად ყოფნა

ღვთის მოწყალების იმედი უნდა ვიქონიოთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ პატრისტიკის ოქროს ხანაში, ასევე- მე- IV,მე- V,მე — VI საუკუნეებში ქრისტიანულ ოჯახებში ბევრი უნათლავი ბავშვი იყო, ისინი მოწიფულ ასაკში ინათლებოდნენ.ყველა დიდი მღვდელმთავარი 30 წელს გადაცილებული ინათლებოდა. გავიხსენოთ შემთხვევა მღვდელმთავარ ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან, როცა მისმა ღვიძლმა ძმამ სატირმა, (რომელიც სხვათა შორის დასავლეთში წმინდანად არის შერაცხული) გემის დაღუპვისას (იმ მომენტისთვის ის მონათლული არ იყო) რწმენის აღსანიშნავად ყელზე წმინდა ნაწილები შეიბა; ის გადარჩა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა უნათლავი დამხრჩვალიყო.

ვერ დავიჯერებ, თითქოსდა იმ დროინდელ ეკლესიას შეეძლო მშვიდად მიეღო ის ფაქტი, რომ უამრავი ადამიანი რომელიც სახარებისეულად, ქრისტიანულად ცხოვრობდა და თავისი ურყევი რწმენის დასტურად ნათლობისათვის ემზადებოდა, ქრისტესთან არანაირ კავშირში არ იმყოფებოდა და საიქიოში მხოლოდ უკუნი და კბილთა ღრჭენანი ელოდა.

                                                                                       

გადაფასება

ხშირად ბავშვები დედის წიაღში უნათლავად იღუპებიან და არა დედის მიზეზით (მუცლის მოშლა, საშვილოსნოს გარე ორსულობა და ა.შ.) რომ არაფერი ვთქვათ იმ შემთხვევაზე, როცა დედა- შვილის სიცოცხლის შეუთავსებლობის გამო მშობელი იძულებული ხდება ოპერაციაზე დათანხმდეს (ანუ აბორტი გაიკეთოს). ეს საკითხები ჩვენი ეკლესიის ძირეულ სოციალურ კონცეფციებში არის განხილული. ხდება, რომ ბავშვები მონათვლადმე ვერ ცოცხლობენ. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მშობლები ჩვენი ეკლესიის წევრები არიან და ცოცხალ ღმერთთან აქვთ ურთიერთობა. ქრისტე მუდამ სუფევს ამ მშობლების და ამ ოჯახის ცხოვრებაში. ეს ქრისტიანული ქორწინებაა, რომელსაც ჩვენ ეკლესიას-მცირე ეკლესიას ვუწოდებთ და რადგან ასეა, ამ მცირე ეკლესიაში სულიწმიდაა დავანებული.

ეს კი ნიშნავს, რომ ჩვილი, რომელიც ამ ოჯახში ჩაისახა, უკვე მუცლად ყოფნისას ეზიარება ეკლესიურ ცხოვრებას თავისი ქრისტიანი მშობლების მეშვეობით, რომლებიც ლოცულობენ, აღსარებას აბარებენ და ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს ეზიარებიან. ე.ი. ჩვილის სიცოცხლე უკვე სავსეა სულიწმიდის მადლით, ის უკვე კავშირშია ქრისტესთან. ამის იგნორირება და არ გათვალისწინება ვფიქრობ უხეში შეცდომა და უაზრობაა.

ჩვენ მაღლა ვაყენებთ ქრისტიანული ოჯახის გააზრებას და ის კი გვავიწყდება, რომ ჩვილი მუცლად ყოფნის დროს უკვე მცირე ეკლესიის წევრია. და თუ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ადამიანს სული ჩასახვის თანავე ენიჭება, ე.ი. ის უკვე ცოცხალი ადამიანია. და მაშინ როგორ ეთიშება ეს სული საერთო ეკლესიურ ცხოვრებას? ეს წარმოუდგენელია! ან სწავლება ოჯახზე და ჩვილის მუცლად ყოფნის განვითარებაზე უნდა გადაიხედოს და ეს ჩვილები ადამიანებად არ ვაღიაროთ.

არ არის მართებული, რომ ჭეშმარიტ, ქრისტიანულ ოჯახს არ ჰქონდეს მანუგეშებელი, საეკლესიო ლოცვა გარდაცვლილი შვილისთვის, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ნათლობა არ ეღირსა.

ეს უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება ასეთ მშობლებს ცალკე ლოცვა შესთავაზო, თითქოს ეუბნები: „ ეკლესიას ეს არ ეხება, ეკლესიისთვის თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ, ილოცეთ სახლში და იქნებ ღმერთმა შეისმინოს თქვენი ვედრება“. ჩვენს რეალობაში ეს საკითხი გადახედილ უნდა იქნას.

ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალების შემდგომ მდგომარეობაზე ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია. არც ვინმეს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში გაგზავნაა ჩვენი საქმე, ეს უბრალოდ სისულელეა.

ეკლესიის საქმე- ნუგეში, თანაგრძნობა, ლოცვისთვის გეზის მიცემა, მშობლებისათვის ამ ლოცვით და ეკლესიის შეწევნით, როგორც სიყვარულის ერთობის, როგორც ქრისტეს ოჯახისთვის-ქრისტესთან და მათი შვილითან მიმავალი გზის გაკვლევაა.

ავტორი: დეკანოზი ალექსი უმინსკი