ანტიმოციქული

ანტიმოციქული

როცა, ვნების შვიდეულის სახარებისეულ ტექსტებს ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ იესოს ფიგურა ასხივებს სინათლეს, ხოლო იუდას ფიგურა იძირება ღამეში. ართმევს რა თავის მასწავლებელს პურის ნატეხს, ის ტოვებს მას და გადის ბნელში “და იყო ღამე” (ინ. 13.30) და ამ ღამის სიბნელეში მისი ფიგურა ხდება შეუმჩნევი ძნელია უცებ მიხვდე რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. გასული პერიოდის ღმრთისმეტყველნი არც კი ცდილობდნენ ამოეგლიჯათ მისი ფიგურა სიბნელიდან და კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციით: ის მოღალატეა. (გამყიდველია).

მის გაგებას ცდილობენ პოეტები. დანტე (ალიგირესისთვის) ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია. შუასაუკუსაკუნოვანი ტრადიცია მთლიანობაში (როგორც დასავლური, ისე ბიზანტიური და სერთოდ აღმოსავლური) იუდაში ხედავს საშიშ დამნაშავეს. ასე ვთქვათ ანტიმოციქულს. სახარებაში ნათქვამია, რომ იესოს გაცემის აზრი მის გულში ეშმაკმა ჩანერგა (ინ. 13.2) და მერე სატანა შევიდა მასში (ლუკ. 22.1 და ინ. 13.27) პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი, ევანგელისტების აზრით, გარკვეულ წილად ირაციონალურია. რამე თუ ბიბლიის მიხედვით ადამიანზე სატანის მოქმედება მის განპიროვნებას იწვევს. და მისი ქმედებება ხდება არამოტივირებული. ბოროტება სართოდაც ირაციონალურია, დამანგრეველია და აუხსენელია. თუ კი ადამიანი მოქცეულია ბოროტების ძალუფლების ქვეშ მას საერთოდაც არა აქვს პასუხი, რატომ მოქმედებს ასე. ზუსტადაც ასეთია ბიბლიური კონცეფცია ბოროტებისა.

მიუხედავად ამისა მწერლები, განსაკუთრებით თანამედროვე პერიოდისა და მათ კვალად თანამედროვე ღმრთისმეტყველნიც ასე მსჯელობენ; იმისთვის რომ იესო დაეჭირათ, ვინმეს უნდა გაეცა. მოღალატეს გარეშე იესოს მსხვერპლი შეუძლებელია ე.ი იუდას გაცემის გარეშე იესო ქრისტეს ღვაწლიც შეუძლებელია და ე.ი. იუდა თავისებური ინსტრუმენტუმ პროვიდენ იარაღია განგების ხელში. ის რომლის გზითაც “ძე ღმრთისა” მიეცემა. თუმც ეს ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლების ბიბლიურ გაგებას, რომელსაც ეფუძნება ყოველი ადამიანის პიროვნების ღირებულება და უნიკალურობა.

***
იუდა არაა ბრმა იარაღი და ამავე დროს ის გასცემს იესოს. რატომ? როგორია მისი მოტივები ის განიხიბლა მასწავლებელში, რომელსაც ასეთი აღტაცებით მისდევდა (წაყვა თავიდან) ის იესოსთან სვიმონ კანანელთან ერთად მივიდა, შეიძლება იმათ რიცხვიდან ვინც ხელში იარაღით ებრძოდა რომალეებს პალესტინაში. ამაზე შეიძლება საუბრობს მისი ზედწოდებაც ისკარიოტელი – თუ კი მას არ გავიგებთ, როგორც “იშ კარიოტ” (ადამიანი კარიოტიდან) არამედ, როგორც არამეული “შიკარია” წარმომავალი ლათინურიდან შიცარიუს (“кинжалщик”) მეხმლე თუკი ეს ასეა ის ალბათ იმედოვნებდა, რომ მესია დაიწყებდა აქტიურ მოქმედებებს რომელთა წინააღდეგ და არ დაელოდა რა ამას, სიყვარულიდან გადავიდა სიძულვილზე, და მოწაფედან გახდა მოძულე.
შესაძლებელია სხვა ახსნაც მოუძებნოთ მისი ქმედების მოტივებს თუკი დავრჩებით, რომ წარმოდგენის ფარგლებში, რომ ის „მეხმლეა“. გასცემს რა იესოს იუდა ცდილობს, მის გადაყვანას აქტიურ ქმედებებზე, უნდა რა მოახვიოს მას თავს, და ე.ი. აქედან გამომდინარე ღმერთს, თავისი ადამიანური სცენარი. ასე ფიქრობენ დღეს თითქმის ყველანი — ღმრთის მეტყველნი, მწერალნი, ისტორიკოსნი თუ პოეტნი. მხოლოდ ნაწილი ხედავს ამ ნაბიჯში ურწმენოებას, თვითნებობას, საკუთარ სიმართლეში ჰიპეტროფირებულ გაჯიუტებას, რაც ნიშანია სულიერ სიბრმავისა. ხოლო სხვანი სიმამაცეს და გმირობას ადამიანისა — რომელიც თანახმაა გაწიროს თავი მარადიული შერცხენისთვის, რათა იესომ გადაგას საბოლოო ნაბიჯი გამარჯვებისკენ და მოიმოქმედოს ის რაც საკუთარი ცხოვრების მთავარ ამოცანად ესახებოდა.

მაგრამ აქ ისმის კითხვა: იყო იუდა საერთოდ მოღალატე? ჯერ ერთი იესო სიკვდილზე მიდიდს საკუთარი ნებით (მთ. 26.24) „ვითარცა წერილ წერილ არს…” და მეორეც და ეს უმნიშვნელოვანესია – ის საკმაოდ კარგადაა ცნობილი და არც ცდილობს რომ დაიფაროს: “ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხვედით მახილითა და წათებითა შეპკყორბად ჩემდა დრღითი დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვდექ და ვასწავებდ და არა შემიპყართ მე” (მთ. 26.55) აქედან გამომდინარე არც არანაირი აუცილებლობა არ იყო მოღალატეშიც – ეს ძალიან მნიშნელოვანია! იუდას მონაწილეობის გარეშეც იესო ესევე იქნებოდა შეპყრობილი და ჯვარცმული. და მაინც იუდა რაღაცას აკეთებს. საინტერესოა მაინც რას?

არის ორი სახის მოღალატეები, ერთნი ციხის ჭიშკარს აღებენ ღამით ქალაქში მტრის შესაშვებად. მათი ღალატი – თუმცა მინუსი ნიშნით, მაგრამ მაინც საქმეა (გმირობაა) სხვანი კი უკვე მათი დახმარების გარეშე, ქალაქში შემოსული მტრების მხარეს გადადიან და ამტკიცებენ, რომ მუდამ მათ მხარეს ვიყავითო და ამას აკეთებენ რომ მოცემული სიტუაციიდან მცირედი, მაგრამ მაინც გამორჩენა ნახონ. ასეთი სახის ღალატი არის ნიშანი უსასტიკესი უძლურებისა და რაღაციც მეტად ავადმყოფურისა. მაგრამ ამავე დროს არის საოცრად თანამედროვე და მახასიათებელია ზუსტადაც ჩვენი ეპოქისა. მოღალატენი პირველი ტიპისა ამჟამად აღარ მოიპოვებიან, ხოლო მეორენი უხვად არიან.

იუდა – მეორეთა რიგშია, ის ღალატობს არა მასწავლბელს არამედ საკუთარ თავს. საკუთარ მოწეფეობას საკუთარ ერთგულებას იესოსადმი და ყველასადმი ვინც კი მის გარშემოა ის ხედავს როგორ აეწყო სიტუაცია (ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს იმას, რომ მოხუცებულნი და მღვდელმთავარნი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აუცილებლად მოლკლან იესო. დიდიხნით ადრე მანმადე ვიდრე მივა მათთან იუდა! და ის რაღაც მომენტში ცდილობს ჩაეწეროს სცენარში და რაღაც გამორჩენა მაინც მოიპოვოს ამ შექმნილ სიტუაციიდან და ამიტომ არცაა აუცულებელი ვიფიქროთ ის განიხიბლია იესოში. პირიქით – ის მას ძველებურადაც უყვარს. ის ძაან შორსაა რომ თავს მოახვიოს მას საკუთარი სცენარით მოქმედება (მას ხომ არც არანაირი სცენარი არა აქვს) და რა თქმა უნდა ის არ იძიებს შურს იმაზე, რომ იესო არ აღმოჩნდა მკაცრი და მიზანდასახული არამედ “მდაბალი და მორჩილ” არს. არამც და არამც.

ის უბრალოდ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ – ხვდება რა, რომ იესოს უკვე ვეღარავინ უშველის. იმასაც იაზრებს, რომ აქვს შესაძლებლობა შექმნილი ვითარებიდან საკუთარი თავისთვისაც ნახოს ხეირი. ის მიდის და იღებს ფულს მცირედს, ვინაიდან ამ ტიპის ღალატში ბევრს არ იძლევიან, ბრუნდება თავისთან ფულით და გონს მოდის: “ვცოდე, რამეთუ მოგეც სისხლი მართალი” (მთ. 27.4) საფიქრებელია, რომ არ არიან მართალნი თანამედროვე ღმრთისმეტყველნი და მწერლები, რომლებიც იუდას თავში სხვდასხვა, მაგრამ ყოველთვის საკმაოდ თამამ იდეებს ეძებენ, არამედ მართალია ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი დამწერი ამისა; “ოდეს ბოროტგანმზრახი იუდა ვერცხლის მოყვარებისა ცოდვითა დაბნელებული შენ მართალსა მსაჯულსა მიგცემდა”. -ზუსტადაც მან ამოიცნო სწორედ, თუ რა მოტივმა აიძულა ის ღალატზე წასულიყო. ის გასცემს არა მასწავლებელს, არამედ საკუთარ მოწაფეობას. ძაან უყვარდა მას ფული. რომელსაც გვადრუცით დაატარებდა და ერქვა გვადრუცს – გლოსსოკომონ.

იუდა არაა პეტრეზე მეტად მოღალატე, თუმცა მოტივები მათთან სხვადასხვაა. პეტრე უარყოფს იესოს ლაჩრობით, შიშით-სრულიად ბიოლოგიურით და იმპულსურით. ხოლო იუდა ემორჩილება მიზანდასახულობას გამორჩენისას. თვლის რა, რომ ეს გონიერია და დღევანდელ დღეს ყოვლად საშურია. ისე ის ბევრად მეტად რაციონალურია ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა ყველასაგან.

***
ამიტომაც შეზარდა სიცოცხლე იუდას! ის რომ მართლაც ძირითადი ფიგურა ყოფილიყო იესოს დატყვევებაში, ის არ მოისწრაფავდა სიცოცხლეს, არამედ იგრძნობდა თავს გამარჯვებულად. მაგრამ მან არავის უღალატა გარდა საკუთარი თავისა. ის მხოლოდ ცდილობდა ხელის მოთბობას, მის დაჭერასა და სიკვდილზე და ამიტომაც ვეღარ შეძლო, როგორც პეტრემ, ეტირა მწარედ და ასევე გაერღვია საკუთარი სისუსტე და უძლურება და გამხდარიყო ის პეტრე, რომელსაც პატივით განვადიდებთ აგერ უკვე 2000წ-ია.

იუდა ერთერთი უახლოესი მოწაფეა იესოსი ისევე, როგორც პეტრე. ის ერთერთია თორმეტთაგან (მკ. 14.20) როგორც იტყვის იესო “რომელმან შთამიყოს ჩემ თანა ხელი” (მთ. 26.23) ანუ მოწაფე საიდუმლო სერობისა. ის, რომელსაც იესომ რქუა: “რომელსა მე დავაწო პური და მივსცე” (ინ. 13.26) საერთოდაც აქ ნახსენები პსომიონ (ნატეხი) ლათინური სიტყვაა და მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში დღემდე აღნიშნავს ქრისტეს სხეულად ნაკურთხ პურს, რომელიც მიეცემათ ხოლმე მართლებს.

ის, მყოფი მასწავლებელთან ესოდენ ახლო. ის – არაა საშიში ბოროტმოქმედი და საკაცობრიო ისტორიაში უდიდესი ავაზაკი, როგორც ეგონა ეს დანტე ალიგიერს. ის არაა გმირი ტრაგიკული რომანისა, არამედ ის არის პატარა კაცუნა, რომელიც ვერ გაუმკლავდა საკუთარ პატარა ვნებებს.

აი ვინაა ეს იუდა ისკარიოტელი, აი ამიტომაცაა მისი ღალატი საოცრად საშიში. მისი სახელი კი სიმბოლო ყველაზე მდაბალი და ნაძირლური ქმედებისა. არადა არაა გამორიცხული, რომ თითოეული ჩვენგანი აღმოვჩნდეს მის მდგომარეობაში.
***

დავძენ იმასაც, რომ ო. ბულგაკოვი სახარებას ადარებს ხატს, სადაც გამოსახულია იესო მოწაფეებით. თუმც ის გამოსახულია აქ არა საღებავებით, არამედ სიტყვებით. არის აქ ადგილი იუდასთვისაც და ის აქ გამოისახა არა იმისთვის რომ გვძულებოდა ან შეგვზიზღებოდა (სახარება არც ერთს და არც მეორეს არ გვასწავლის) ის დგას აქ სადღაც გვერდზე უჩუმრად ბნელში, როგორც საგზაო ნიშანი, რომელიც გვაფრთხილებს ყველა ჩვენგანს “არ იმოძრაო იმ მიმართულებით რომელიც ჩემია”. არ უღალატო შენს მოწაფეობას, ჩათვლი რა რომ შენზე არც არაფერია დამოკიდებული. არ გასცე შენი მოწაფეობა, თუმცა კი ხანდახან ეს ძალიან ძნელია.

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი

 

პირველად გამოქვეყნდა მე-5-6 ნომრებში ჟურნალ “новый ковчег” 2005 წ.