საბავშვო წიგნის „ბრმები და სპილო“-ს ავტორი, ლილიან კვიგლი მოგვითხრობს ძველ ინდურ იგავს 6 ბრმაზე, რომლებიც რაჯასთან სასახლეში მიდიან და პირველად ხვდებიან სპილოს. ყოველი მათგანი თითებით ეხება ცხოველს და თავის შეგრძნებებს შემდეგნაირად აღწერს: „პირველი ბრმა ხელით შეეხო სპილოს გვერდს:“ როგორი გლუვია! სპილო კედელს გავს.“მეორემ სპილოს ხორთუმს მოკიდა ხელი:“როგორი მრგვალია! სპილო გველს გავს“. მესამემ-ეშვს:“რა ბასრია! სპილო შუბს გავს.”მეოთხემ სპილოს ფეხს მოსინჯა:“ძალიან მაღალია! ხეს გავს“.მეხუთემ სპილოს კუდი ჩაიგდო ხელში და თქვა:“როგორი წვრილია! სპილო თოკს გავს“.
რაჯას სიბრძნით განათლებული ბრმები შეთანხმდნენ:“ყველა ჩვენთაგანმა ჭეშმარიტების მხოლოდ ერთი ნაწილი იცის.იმისთვის, რომ ის სრულად შევიცნოთ, ამისთვის საჭიროა ყველა ნაწილის შეერთება“.
ამ იგავს ხშირად იყენებენ ორიდან ერთი აზრის ილუსტაციისთვის. პირველი აზრი, რომელსაც რელიგიასთან აქვს შეხება გვამცნობს,რომ ნებისმიერი სწავლება ღმერთზე, დიდი ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. ყველა რელიგიაში ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილია და ყველა მათგანს საბოლოო ჯამში ღმერთთან მივყავართ,ოღონდ სხვადასხვა გზებით.აღმოსავლური რელიგიის მიმდევრებს უყვართ ამ იგავის ამ კუთხით გამოყენება.
მეორე აზრს სკეპტიკოსები იცავენ, მათი აზრით კულტურის გავლენამ ისე დაგვაბრმავა, რომ ვეღარასოდეს შევძლებთ საგნების ჭეშმარიტი ბუნების აღქმას.ეს აზრი, უნივერსიტეტულ წრეებშია მოდაში და მას „პოსტმოდერნიზმი“ ჰქვია.მსგავსი სკეპტიციზმი ჭეშმარიტების ყველა მხარეზე-რაციონალურზე, რელიგიურზე, ზნეობრივზე ვრცელდება. თავის მონოგრაფიაში FOLKWAYS, კულტურული ფარდობითობის თეორიის კლასიკურ გამოცემაში-ანტროპოლოგი უილიამ გრემ სამნერი ამტკიცებს, რომ ზნეობრიობა ობიექტური არ არის.“ნებისმიერი ცდა , დადგე გარე დამკვირვებლის პოზიციაზე და ამ პოზიციიდან გამოიყვანო ჭეშმარიტების და სამართლის აბსოლუტური ფილოსოფია, რომელიც უცვლელ პრინციპს ეყრდნობა- თავის მოტყუებაა“ წერს იგი.
სამნერი ცოდნაზე ძალიან კატეგორიულად მსჯელობს.ის ამბობს, რომ პრეტენზია აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოდნაზე მცდარია, ვინაიდან ყოველი ჩვენთაგანი თავისი კულტურის ტყვეა და არ ძალუძს საკუთარი ჩარჩოებიდან თავის დაღწევა, შესაბამისად, წერს სამნერი, ყველა კულტურას მისი ჭეშმარიტება აქვს და არავითარი ობიექტური სტანდარტი არ არსებობს. ამ იგავს სპილოზე სამი ნაკლი აქვს, მაგრამ სანამ მათზე ვიმსჯელებთ, ერთი პრინციპიალური საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.
მსჯელობასა და მტკიცებულებას შორის სხვაობაა. მსჯელობა ეს უბრალოდ შეხედულება-აზრია.მტკიცებულება-ეს დასაბუთებით გამყარებული შეხედულებაა,რომელიც მის სიმართლეს ამტკიცებს.
იგავი ბრმებზე და სპილოზე,უბრალო და ნათელი ილუსტრაციაა.მაგრამ ნებისმიერი ილუსტრაცია-ეს იგივე შეხედულებაა,მხოლოდ ხატოვნად გადმოცემული.ეს მტკიცებულება კი არა ზუსტად ჩამოყალიბებული მსჯელობაა,ის თავისთავად არაფერს ამტკიცებს,არ ადასტურებს ამა თუ იმ აზრის სამართლიანობას, ის უბრალოდ არსს გადმოგვცემს.
გაამყარო მტკიცებულებების სისწორე-ეს სულ სხვა საქმეა.ამისთვის ფაქტები და დადასტურებაა საჭირო.რის საფუძველზე უნდა ჩავთვალოთ,რომ იგავი ბრმებზე და სპილოზე საქმის ნამდვილ ვითარებას ასახავს? მე სამ მიზეზს დავასახელებ,რომლის მიხედვითაც ეს ილუსტრაცია,ჩემი აზრით ვერ ამტკიცებს ზემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამების ჭეშმარიტებას.
პირველი სერიოზული ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ადამიანები ნამდვილად ბრმები არიან, არაა აუცილებელი სპილოც მუნჯი იყოს.ამ ვარიანტზე იგავი სდუმს. მაგრამ სპილომ რომ დაილაპარაკოს?
ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ადამიანი ღმერთზე ცოდნას ხელის ცეცებით არ იღებს.პირიქით ადამიანი შეიმეცნებს უფალს იმდენად, რამდენადაც ამას ის თვით ისურვებს.ღმერთი არ იღებს უტყვი და გულგრილი დამკვირვებლის პოზიციას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიმარჩიელოთ როგორია ის, იგი თვითონ გვამცნობს როგორია და რა უნდა ჩვენგან.
თუ ღმერთი საუბრობს, ეს ყველაფერს ცვლის. ყველა საპირისპირო შეხედულება აზრს კარგავს, ყველა ვარაუდი უსარგებლო ხდება.უფალი გაგვეხსნა ჩვენ, მოგვცა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა შევაფასოთ ყველა რელიგიური მტკიცებულება.იგავი ბრმებზე კი ამ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მაგრამ სწორედ ამაზე საუბრობს მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგია:ქრისტიანობა, იიდაიზმი და ისლამი.
ამ იგავს სხვა წუნიც აქვს. მის საფუძველში დევს ვარაუდი, თითქოსდა ქრისტიანები პლურალიზმს უარყოფენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა რელიგიებს არ იცნობენ საფუძვლიანად.ისინი ცდებიან ისევე, როგორც ბრმები ცდებოდნენ, როცა სპილოს ცალკეულ ნაწილებს ეხებოდნენ. ბრმები სპილოს სხვა ნაწილებსაც რომ გასცნობოდნენ, მაშინ თავის შეცდომებს მიხვდებოდნენ.რატომღაც ითვლება, რომ ქრისტიანები ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას. სინამდვილეში ეს ესე არ არის.ქრისტიანები პლურალიზმს კიდევ იმიტომ უარყოფენ,რომ სხვადასხვა რელიგიების ძირითადი სწავლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. საქმე არასრულ ცოდნაში კი არა,ლოგიკურ წინააღმდეგობაშია.
იუდაიზმი ამტკიცებს,რომ იესო მესია არ იყო.ქრისტიანობა-პირიქით.იესო ან მესიაა-ან არა. არ შეიძლება ორივე რელიგია ერთდროულად მართალი იყოს.მტკიცება იმისა რომ ქრისტიანობა და იუდაიზმი ერთნაირად მართალია,ისეთივე უაზრობაა,როგორც კვადრატული წრის ხატვა.
რა მოხდებოდა სპილო ისეთი პატარა ყოფილიყო,რომ ბრმისთვის მისი მუჭში დაჭერა ყოფილიყო შესაძლებელი? მერე მეორე ბრმას რომ ეთქვა:“სპილო უფრო დიდია,ვიდრე ეს სასახლე“მაშინ პირველს ყველა პირობა ექნებოდა ამაზე არ დათანხმებულიყო.რატომ? იმიტომ,რომ შეუძლებელია სპილო თან ისეთი პატარა იყოს,რომ მუჭში ეტეოდეს და ამავდროულად უზარმაზარიც-როგორც რაჯას სასახლე.
ვერავითარი მომავალი აღმოჩენები ვერ შეცვლის იმ ფაქტს,რომ სხვადასხვა რელიგიები შეურიგებელნი არიან.პირიქით,ახალი სწავლებები პრობლემებს აღრმავებენ.რაც უფრო მეტს იგებს ადამიანი სხვადასხვა რელიგიების ძირითად სწავლებებზე,მით უფრო უჭირს მათი შეთანხმება.
„ოქროს კანონის“მსგავსი უნივერსალური კანონების არსებობა,რომელიც ყველა რალიგიას აქვს,არაფერს ამტკიცებს.ეს მხოლოდ ზნეობრივი პოსტულატია,რომელიც თითქმის არაფერს ამბობს ამა თუ იმ რელიგიის მსოფლმხედველობაზე.ღრმა წინააღმდეგობები სხვადასხვა რელიგიების ფუნდამენტალურ დოგმებში არ მოისპობა, თუნდაც მსგავსი ზნეობრივი მითითებებით. ურთიერთ გამომრიცხავი მტკიცებულებები არ შეიძლება ამავდროულად სიმართლეს ასახავდეს. ამ ფაქტს შემდგომ კვლევებთან საერთო არაფერი აქვს.რელიგიური პლურალიზმის არსებობა შეუძლებელია არა სუბიექტური, არამედ ობიექტური მიზეზების გამო.
მესამე არგუმენტი ყველაზე სერიოზულია.ჭეშმარიტების ძიებისთვის ამ იგავის გამოყენება სრული აბსურდია. ეს შეხედულება თვითმკვლელურია, ის თავის თავს ეწინააღმდეგება და აი, როგორ.
ამაში დარწმუნების მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს, მაგრამ ჩვენი კულტურული და რელიგიური ჩარჩოები ხელს გვიშლის იმ გლობალური ჭეშმარიტების დანახვაში,რომ ყველა რელიგიას საბოლოოდ ღმერთთან მივყავართ. ამაზე ჩვენ სხვა უნდა გვესაუბროს-ისეთი, რომელიც ნათლად და ცრურწმენების გარეშე ხედავს.მაგრამ იგავი სპილოზე გვარწმუნებს, რომ მსგავსი ობიექტურობა შეუძლებელია.
მაგ. უილიამ გრემ სამნერი-იმისთვის, რომ ზნეობის შესახებ გამონათქვამების ილუზიურობამდე მივიდეს, ჯერ თვით უნდა განთავისუფლდეს ილუზიისგან.მან სინამდვილე ისეთი უნდა დაინახოს, როგორიც ის ნამდვილად არის, მთელი თავისი სისავსით-ისევე, როგორც რაჯა ხედავდა აივნიდან ბრმებს და სპილოს.რაჯას ჭეშმარიტების დანახვის განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდა, იგი ყველალაფერს მკაფიოდ ხედავდა და ამიტომ შეეძლო შესწორებინა უსინათლოებისთვის.
მაგრამ რელიგიური პლურალიზმი და პოსტმოდერნიზმის რადიკალური სკეპტიციზმი სწორედ ასეთ განსხვავებულ შეხედულებას უარყოფენ.
ამ სწავლების მიმდევრები ამტკიცებენ,რომ სრულიად ობიექტური შეფასების შესაძლებლობა ილუზიაა.ჭეშმარიტება ცალკეული აზრების თანწყობას წარმოადგენს,ან ყველაზე რადიკალური სკეპტიკების აზრით ის ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის მიუწვდომელია.მაგრამ სწორედ რომ იგავი სპილოზე აქარწყლებს ამ მტკიცებულებებს.
სკეპტიკოსების შეხედულებებს თავისთავად პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე და სამყაროს სწორედ აღქმაზე.ეს იგივეა, რომ თქვა:“ჩვენ ყველა ბრმები ვართ“,-ხოლო შემდეგ დავსძინო:“მაგრამ მე გეტყვი, როგორ გამოიყურება სამყარო სინამდვილეში“.ეს აშკარა წინააღმდეგობაა.
პრობლემის დანახვაში ადამიანს შემდეგნაირად უნდა დაეხმარო. ჰკითხე:“ამ იგავში ვის ნაცვლად გყავს თავი წარმოდგენილი?როცა ამ იგავს ჭეშმარიტების ძიებისთვის იყენებ, ვინ ხარ, რაჯა თუ ერთერთი ბრმა?“
ეს ამოუხსნელი დილემაა. თუ მთხრობელი ერთერთი ბრმაა და ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ ხელის შეხებით შეუძლია, რა დარწმუნებულია, რომ სხვებიც ბრმები არიან და ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილი იციან?და თუ ფიქრობს, რომ რაჯაა-როგორ მოახერხა განთავისუფლებულიყო ილუზიისგან,რომელიც ყველა სხვას აბრმავებს?
იგავი სპილოზე- სინამდვილის ანარეკლი რომ იყოს,აგნოსტიციზმის გასამართლებად გამოდგებოდა,მაგრამ არანაირად რელიგიური პლურალიზმის. ერთადერთი დასკვნა, რაც აქედან გამომდინარეობს-ყველა ჩვენგანი ბრმებივით დავბორიალობთ, მაგრამ არც ერთმა არ ვიცით სიმართლე. პრინციპში ამის ზუსტად ცოდნა შეუძლებელია.
თუ მართლა ყველა ბრმაა, შეუძლებელია იცოდე, ვინ მართალია და ვინ მტყუანი.მხოლოდ ის, ვინც სრულად ფლობს ჭეშმარიტებას, შეუძლია მიხვდეს,რომ სხვები ცდებიან. იგავში ამის შესაძლებლობა მხოლოდ რაჯას აქვს-მეტი არავის.
და ყველაზე საინტერესო- იგავი 6 ბრმაზე და სპილოზე საკმაოდ კარგად ასახავს სინამდვილეს, უბრალოდ მას არასწორად იყენებენ.
ჩვენ მართლა ვგავართ ბრმებს, ბორძიკით რომ მიუყვებით ცხოვრებას და ვეძებთ პასუხებს ძირითად ცხოვრებისეულ კითხვებზე. ხანდახან რაღაც ნამდვილს, ჭეშმარიტს ვაწყდებით, უფრო ხშირად კი ისევე ვცდებით, როგორც ბრმები იგავში.
საიდან ვიცი? მეფემ თქვა ასე. ის ზეცაშია,ჭკუას გვარიგებს, შეცდომებზე მიგვითითებს და ასწორებს მათ. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: მზად ვართ კი მის(ღმერთის) მოსასმენად?