— უკაცრავად თქვენ იეჰოვას მოწმე ბრძანდებით?
— დიახ.
— შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ?
— დიახ.
— მე გავეცანი თქვენი ორგანიზაციის ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ და სხვა ლიტერატურასაც. თქვენი სწავლებით მკვდრეთით ყველა ვერ აღდგება, მათ შორის ვერც ადამი და ევა და ვერც სოდომ-გომორის მოსახლეობა, რომელიც ღვთის დაშვებით აღიგავა პირისაგან მიწისა, ასეა?
— დიახ ასეა. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ, მათ შეგნებულად შესცოდეს და ამიტომაც არ აღდგებიან.
— როგორც ვიცი თქვენი ორგანიზაცია ბიბლიაზე აფუძნებს სწავლებას, ხომ ასეა?
— კი.
— თქვენთვის ბიბლია უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და მსგავსი ლიტერატურა?
— იცით რა, ჩვენი ლიტერატურა ბიბლიას ეფუძნება.
— მხოლოდ ბიბლიით არ სარგებლობთ?
— არა, ვსარგებლობთ ბიბლიით და ასევე ორგანიზაციის პუბლიკაციებით.
— ანუ თქვენ მოძღვრებას მხოლოდ ბიბილია კი არა, არამედ ბიბლია და ორგანიზაციის ლიტერატურა უდევს საფუძვლად?
— დიახ.
— დავკონკრეტდეთ, ე.ი. მხოლოდ ბიბლიით არ სარგებლობთ?
— იცით, ბიბლიას განმარტება სჭირდება.
— გეთანხმებით. და ვის აქვს ბიბლიის განმარტების უფლება და შესაძლებლობა?
— ორგანიზაციის ხელმძღვანელ საბჭოს — „ერთგულ და გონიერ მონას“.
— თქვენ თვლით, რომ „ერთგულ და გონიერ მონას“ შესწევს უნარი გადაწყვიტოს ვინ აღდგება და ვინ არა?
— დიახ.
— მაგრამ ეს ხომ ბიბლიას ეწინააღმდეგება. ქრისტე ამბობს რომ ყველა აღდგება. ნახეთ იოანეს სახარებაში რა წერია: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი — განკითხვის აღდგომისთვის“(5:28-29). ამ ტექსტის მიხედვით ყველა გარდაცვლილი მოისმენს უფლის ხმას და მკვდრეთით აღდგება, ეთანხმებით?
— ვეთანხმები.
— ქრისტეს სწავლებით ყველა აღდგება, ხოლო თქვენი ორგანიზაციის მიხედვით არა, თქვენ ვის ემხრობით „ქრისტეს თუ ერთგულ და გონიერ მონას“ ?
— იცით, „ერთგული და გონიერი მონის“ სწავლება და ქრისტეს სიტყვები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
— თქვენ ასე კი ამბობთ, მაგრამ თვალნათლივ ჩანს, რომ ეს ორი სწავლება ურთიერთ გამომრიცხავია, სად წერია ბიბლიაში რომ ყველა არ აღდგება?
— პირადაპირ არ წერია.
— ირიბად წერია?
— მგონი სავსებით ლოგიკურია, რომ ადამი და ევა და სოდომ-გომორის მოსახლეობა არ აღდგეს; ადამმა და ევამ შეგნებულად შესცოდეს,ხოლო სოდომ-გომორელებმა კი ლოთის ქადაგებას არ უგდეს ყური.
— ასე წერია ბიბლიაში?
— არა.
— გამოდის, რომ ასწავლით იმას, რაც წმინდა წერილში არ წერია.მშვენივრად იცით, რომ ზემოხსენებულების აღდგომაზე ბიბლიაში არაფერი არ წერია; უფრო მეტიც,იქ საერთოდ არ არის ნახსენები რა კატეგორიის ადამიანები აღდგებიან.
— გპირდებით, რომ ამ საკითხს ჩვენ უფრო ღრმად გამოვიკვლევთ.
— კარგი, ახლა შემდეგი კითხვა. მკვდრეთით ამღდგარ ცოლ-ქმარს ისეთვე ურთიერთობა ექნებათ, როგორიც გარდაცვალებამდე ჰქონდათ?
— კი, რა თქმა უნდა.
— ქრისტე კი თქვენი მოძღვრების საპირისპიროს გვასწავლის, იხ. მარკოზი: „რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.“ (12:25) აქ უფალი სადუკეველების შეკითხვას პასუხობს, რომლებსაც მკვდერთით აღდგომის საერთოდ არ სწამდათ. ამაზე რას იტყვით?
— იცით აქ 144 000-ზეა საუბარი.
— განა მანდ წერია რომ ქრისტე 144 000 გულისხმობს?
— არა.
— მაშინ რატომ ამატებთ სახარებას თქვენს მოსაზრებას?
— ამ საკითხსაც გამოვიკვლევთ.
— გამოდის, რომ გამოუკვლეველ საკითხებზე ქადაგებთ, არა?
— როგორ არ გამოგვიკვლევია, მაგრამ კიდე უფრო ღრმად შევისწავლით ამ საკითხს. ახლა კი გვეჩქარება.
— როდის შევხდეთ, რომ სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ?
— ვერ ვხედავ თქვენთან შეხვედრის აზრს, რადგანაც ძალიან კრიტიკული ხართ და კამათის სულით საუბრობთ.
— ანუ თქვენი აზრით შეკითხვის დასმა კამათის სულით საუბარს ნიშნავს?
— არა. უბრალოდ თქვენ იცით ჩვენი მოძღვრება და აკრიტიკებთ მას. თქვენ ჭეშმარიტება კი არ გაინტერესებთ, არამედ ჩვენი კრიტიკა. ამიტომ ჯობია აღარ შევხდეთ. ნახვამდის.
— რატომ მარიდებთ თავს, მე კიდევ მაქვს კითხვები.
— არა, არა, ჩვენს საუბარს აზრი არა აქვს.
— თქვენ ახლა ისე იქცევით, როგორც ნომინალი თვითმარქვია „მართლმადიდებელი“, რომელიც გაურბის რელიგიაზე და მით უმეტეს თქვენთან საუბარს. რა შთაბეჭდილება გრჩებათ, როდესაც თავიდან გიშორებენ?
— რა თქმა უნდა არ გვსიამოვნებს.
— მინდა გითხრათ ანალოგიურად იქცევით და მაფიქრებინებთ, რომ მხოლოდ უმეცარ ხალხთან შეგიძლიათ საუბარი ბიბლიურ საკითხებზე.
— არა, ეს ასე არ არის!
— აბა რატომ აღარ გსურთ ჩემთან შეხვედრა?
— ამაზე პასუხი უკვე გაგეცით. წავედით დავით ძმაო. კარგად იყავით…
ასეთი დიალოგის შემთხვევა მრავალია და ნებისმიერ თემაზე, რომელშიც იეჰოვას მოწმეები მოსაუბრეს ოპონირებას ვერ უწევენ, სხვადასხვა „დიპლომატური“ ხერხით გაურბიან მასთან კამათს. ხოლო თუ წმინდა წერილის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანს გადააწყდებიან, ცდილობენ მალე დაასრულონ საუბარი და უხერხულ შეკითხვებს გაექცნენ. სინამდვილეში გაუცნობიერებლად და უფრო ხშირად გაცნობიერებულად ისინი ბიბლიურად უმეცარ ადამიანებს ეძებენ, თვითონ ასწავლიან, თვითონ უსვამენ შეკითხვას და უკრიტიკებენ რელიგიას, რომელსაც მათი ქადაგების სუბიექტი ფორმალურად მაინც აღიარებს. ეს არის იეჰოვას მოწმეების მთავარი სტრატეგია და ტაქტიკა. მოკლედ რომ ვთქვათ უმეცარი ადამიანი იეჰოვას მოწმეებისთვის იოლი სამიზნეა. თუმცა ისინი უმეცარ ადამიანს გულწრფელს უწოდებენ, ხოლო ოდნავ განათლებულს და ცოტა მოაზროვნეს- კრიტიკოსს და კამათის სულისკვეთებით გამსჭვალულს, რომელსაც მათი რწმენის დანგრევა სურს. მიუხედავად ამისა მაინც საჭიროა მათთან დიალოგი, მეგობრულ და უშუალო გარემოში საუბარი, რადგან არ ვიცით, რომელ მათგანს დააფიქრებს შეკითხვები, რომელთაც ჩვენ მათ ვუსვამთ! და როდესაც ვხედავთ საქადაგებლად მოსიარულე იეჰოვას მოწმეებს ღირს და აზრიც აქვს, რომ მიუახლოვდეთ და მოწიწებით დავუწყოთ საუბარი:
— უკაცრავად თქვენ იეჰოვას მოწმეები ხართ?
— დიახ….

სტატიის ავტორი: ლაშა ბართია.
საკონტაქტო ნომერი: 599 704 705; 555 444 822; 568 809 789;