„მე და ჩემი მეუღლე მრავალი წელი ვიყავით იეღოვას მოწმეები და ამასთან ერთად მე ამ ორგანიზაციის ხუცესიც ვიყავი. ვისწრაფვოდით რა, საუკეთესო მოწმეები გავმხდარიყავით, ჩვენ ბიბლიის კითხვა დავიწყეთ. ამის ნაცვლად კი იესო ვიპოვეთ შევიყვარეთ და მოვინდომეთ გავყოლოდით მას. ნელ-ნელა მივედით დასკვნამდე,რომ შეუძლებელია ერთდროულად გაყვე ქრისტეს და თან საგუშაგო კოშკის განკარგულება აღასრულო. რაც უფრო ღიად ვსაუბრობდით ქრისტეზე სამეფო დარბაზში, მით უფრო მძაფრად რეაგირებდნენ ხუცესები და კრების ორგანიზატორები. საბოლოოდ იმისთვის, რომ გავეჩუმებინეთ, ჩვენ ორგანიზაციის რიგებიდან გაგვრიცხეს. ამან კი საშუალება მოგვცა უფრო დიდი აუდიტორიისთვის მიგვემართა ამჯერად რუსულენოვანისთვის. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ეს წიგნი დაეხმაროს ხალხს თავი დააღწიონ ადამიანის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მარწუხებს და ჭეშმარიტი სიმშვიდე და ხსნა ჰპოვონ იესო ქრისტეში“
-დიახ,თქვენ კი ალბათ მისის ბესკომბი-რეჯინალდის დედა?
-სწორი ბრძანდებით. ვიცი ეს უჩვეულოა როცა ჯერ კიდევ მეცადინეობის დაწყებამდე ერთ-ერთი მშობელი აღმზრდელთან შეხვედრას ითხოვს. მაგრამ მე ამის განსაკუთრებული მიზეზი მაქვს.
-ნუ მებოდიშებით. მე ყოველთვის მოხარული ვარ ასეთი შეხვედრების. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ საკუთარ შვილზე ზრუნავთ.როცა მშობლები და აღმზრდელი ერთ გუნდად მუშაობენ, ჯამში ეს ბავშვზე კარგად ისახება.
-იმედი მაქვს გამიგებთ,მისის სმიტ.საქმე იმაშია,რომ მე ვცდილობ რეჯი იეღოვას მოწმედ ავღზარდო და ამიტომ გარკვეულწილად ის ისე ვერ მოიქცევა,როგორც სხვა ბავშვები.
-დიახ! მე გამიგონია რომ იაღოვას მოწმეები დროშას პატივს არ მიაგებენ. პრობლემა არ არის მისის ბესკომბ. პირადად მე ამერიკის პატრიოტი ვარ, მაგრამ ვაცნობიერებ რომ უმცირესობების თავისუფლების გარანტიები,ეს ის მომენტია, რაზეც ჩვენი სიდეადე დგას.მითუმეტეს, თუ ამ დროშას სურვილისამებრ კი არა იძულებით ესალმებიან, მე ამაში აზრს ვერ ვხედავ.
-ძალიან მიხარია რომ თქვენ ასე ფიქრობთ, მისის სმიტ.მეორე მსოფლიო ომის დროს იეღოვას მოწმეებს დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი პატივს არ მიაგებდნენ დროშას. ამის გამო უამრავ ბავშვს სკოლაში დასცინოდნენ და სჯიდნენ, ხანდახან რიცხავდნენ კიდეც მაგრამ იეღოვას მოწმეები იცავდნენ თავის უფლებებს და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასამართლოსაც კი მიმართეს.
-დრო შეიცვალა! თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.გამიგონია, რომ თქვენ შობას არ აღნიშნავთ. ალბათ გინდათ, რომ რეჯი საშობაო მზადებისგან გავანთავისუფლო?
-მართალი ბრძანდებით! იცით, იესო სადღაც პირველი ოქტომბრისთვის დაიბადა ამიტომ 25 დეკემბერი და 7 იანვარი არასწორი თარიღებია.
-ე.ი. თქვენ შობას ოქტომბერში აღნიშნავთ?
-არა. მართალი გითხრათ ეს წარმართული დღესასწაულია, რომელიც სათავეს ძველი რომის სატურნალიებიდან იღებს, ამიტომ ჩვენ მას საერთოდ არ ავღნიშნავთ. ნუ შესთავაზებთ რეჯის გააფერადოს საშობაო ნახატები,გააკეთოს სათამაშოები და იმღეროს საშობაო ჰიმნი. ხოლო როცა ბავშვები საშობაო საღამოზე შეიკრიბებიან, რეჯი იმ ოთახში არ უნდა იყოს.
-კარგი
-საახალწლო დღესასწაული რომაული ორსახოვანი ღმერთის იანუსის საპატივსაცემოდ წარმოიშვა, ამიტომ ჩვენ არც მას არ ავღნიშნავთ.
-მესმის
-რამდენადაც ვიცი, შემდეგ თვეში თქვენ კოლუმბის დღის აღსანიშნავად ბავშვებს უნდა ახატინოთ?
-დიახ
-მაგრამ რეჯი არც ამაში მიიღებს მონაწილეობას.
-მაპატიეთ, არ ვიცოდი, რომ თქვენ კოლუმბის დღის აღნიშვნის წინააღმდეგი ხართ.
-დიახ ვართ. ჩვენ გაურბივართ ყველა დღესასწაულს, რომელიც ადამიანს განადიდებს. მაგ.როგორიცაა ლინკოლნის და ვაშინგტონის დაბადების დღე.
-გასაგებია
-რახან დაბადების დღეს შევეხეთ, თქვენ აღნიშნავთ კლასის ბავშვების დაბადების დღეებს?
-დიახ! ჩვენ ყველა ბავშვის დაბადების დღეს ვზეიმობთ.
-რას იზამ, რეჯი ვერც ამაში მიიღებს მონაწილეობას. ის ვერ იზეიმებს ვერც საკუთარ და ვერც სხვა ბავშვის დაბადების დღეს.
-ვერა? რაში ეწინააღმდეგება დაბადების დღე თქვენ რელიგიას?
-ბიბლია გვამცნობს, როგორ აღნიშნავდნენ თავის დაბადების დღეს ეგვიპტის ფარაონი და და ცოდვილი მეფე ჰეროდე ამ დღეს ორივემ სხვა ადამიანებს წაართვეს სიცოცხლე. ამ მიზეზით ჩვენ არ ვიხდით დაბადების დღეს, ეს წარმართული ჩვეულებაა.
-კარგი. რეჯი არ მიიღებს ამაში მონაწილეობას.
-კიდევ აღდგომა. სინამდვილეში ეს დღესასწაულიც წარმართულია,ისევე როგორც წმ.ვალენტინის, დროშის, დედის და მამის დღეები. არცერთ მათგანს ჩვენ არ ავღნიშნავთ.
-მე შევნიშნე,რომ თქვენ მადლიერების დღე არ დაასახელეთ, როგორც მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ლოცულობენ, თქვენ ალბათ ამ დგეს აღნიშნავთ,არა მისის ბესკომბ?
-არა, ჩვენ ყოველ დღე ვწირავთ მადლობას უფალს. ამას გარდა, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოდ ღმერთ იეღოვას ცრუ რელიგიების მიმდევრებს. ასე რომ რეჯი ამ დღესაც არაფერში არ მიიღებს მონაწილეობას.
-გასაგებია, მაგრამ მისის ბესკომბ, თქვენ მიერ დასახელებული დღესასწაულები და კლასის ბავშვების დღეები წელიწადში 30 დღეზე მეტია, გამოდის,რომ რეჯი პრაქტიკულად ყოველ კვირა გამოთიშული იქნება საერთო ღონისძიებებიდან.
-რას იზამ! სანამ წავალ, ერთი ბროშურა მინდა მოგცეთ. „სკოლა და იეღოვას მოწმეები“. ყველა ის საკითხი, რასაც ჩვენ შევეხეთ და არ შევხებივართ, მასში უფრო დაწვრილებითაა განხილული.
-(ა!)ე.ი. თქვენი აზრი დროშაზე და სხვა დღესასწაულებზე თქვენი პირადი აზრი არ არის?
-ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მე საგუშაგო კოშკის საზოგადოება დამეხმარა. ჩვენი ხელმძღვანელი კორპორაცია ბრუკლინშია, ხოლო ნიუ-იორკში ეს არის ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის იერუსალიმის თორმეტ მოციქულთა მსგავსი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამ ყველაფერს ბიბლიაზე დაყრდნობით გვასწავლიან და გვეხმარებიან ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ღმერთ იეღოვას სურს.
-მისის ბესკომბ, რას მირჩევთ,რითი დავაკავო რეჯი, სანამ სხვა ბავშვები იმ ღონისძიებებში იქნებიან ჩართული, რომლების წინააღმდეგიც თქვენ ხართ?
-ალბათ მარტომ უნდა ითამაშოს ან ოფისში გაგზავნეთ. თუ თქვენ მას მისცემთ საშუალებას არ მიიღს მონაწილეობა იმაში, რაც ღმერთ იეღოვას არ სურს, დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.
ყოველწლიურად ათასობით ასეთ საუბარს მოისმენთ მშობელ-იეღოვას მოწმეებსა და საჯარო სკოლის მასწავლებლებს შორის.მონაცემები იმისა, თუ რამდენი ბავშვია იეღოვას მოწმეების ორგანიზაციაში, არ არსებობს, მაგრამ 9 მილიონში (14 მილიონი-1998წ.-რედ.შენ.), რომლებიც სამეფო დარბაზის კრებებს ესწრებიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ბავშვია. სკოლაში ყველა ამ დაბრკოლებების გარდა, ნორჩი იეღოვას მოწმეები ვალდებულნი არიან გაყვნენ მშობლებს კარდაკარ „ქადაგებებზე“, ბავშვობიდან ავრცელებენ ჟურნალ“საგუშაგო კოშკს“, „გამოიღვიძეთ!“ და სხვა ლიტერატურას.
მოწმეების კრებებზე არ არის საკვირაო სკოლები, ახალგაზრდული ურთიერთობების და სხვა პროგრამები ბავშვებისათვის. ამის მაგივრად სხვადასხვა ასკის ბავშვები იძულებულები არიან კვირაში ერთხელ, მშობლებთან ერთად, უფროსებისთვის განკუთვნილ 5 საათიან კრებას დაესწრონ. მათი უმეტესობისთვის ეს 5 საათი დასჯის და მუჯლუგუნების დროდ იქცევა.
მოზარდებს მოუწოდებენ ზაფხულის არდადეგები საგუშაგო კოშკის გავრცელებაში გაატარონ,როგორც „შვებულების საერთო პიონერ“ მა ან „პიონერის დამხმარე“ მ.ხოლო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამუდამოდ ჩაეწრონ “საერთო პიონერი“-ს რიგებში. მათ, ვისაც 20 წელი შეუსრულდა, ურჩევენ ვევილში მიღებაზე დაწეროს განცხადება, საიდანაც მათ მოხალისე მუშებად ანაწილებენ საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის ფაბრიკებში ბრუკლინსა და სხვა ადგილებში. (ფაბრიკის შტატი-რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალისაგან შესდგება, რომლებსაც ეხლახან შეუსრულდათ 20 წელი)
მხოლოდ „სუსტი“ მოწმეები აგზავნიან შვილებს უნივერსიტეტებში. მოწმეები უმაღლეს განათლებას არ სწყალობენ, რადგან თვლიან, რომ ეს არის (1) წვლილის შეტანა უზნეო სისტემაში, რომელსაც ღმერთი მალე გაანადგურებს, (2) საფრთხე რწმენისა და მორალისათვის და (3) დროის ფუჭი ფლანგვა.
საბედნიეროდ, ზრდასრულ ასაკში, იეღოვას მოწმე ბავშვების მცირე ნაწილი რჩება სექტის აქტიურ წევრად. ნაწილი, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ოფიციალურად ტოვებს ორგანიზაციას. სხვებს რიცხავენ სიგარეტის მოწევის, ნარკოტიკის მოხმარების, ჯარში მსახურების, არჩევნებში მონაწილეობის მიღების,სექსუალური აღვირახსნილობის და დღესასწაულების აღნიშვნის გამო. (ორგანიზიაციაში ჩემი იეღოვას მოწმის ხუცესობის დროს, მე ბევრ დროს ვატარებდი სამართლებრივ კომიტეტში, სადაც ვსჯიდით და ვრიცხავდით ახალგაზრდებს).
მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდები მშვიდად დგებიან განზე,ხდებიან „პასიურები“,სულ უფრო იშვიათად ესწრებიან კრებებს და საბოლოოდ შეუმჩნევლად მიდიან.
ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ ნაწილი სხვა ეკლესიაში მიდის, მაგრამ უმეტესობა დამახინჯებული ბავშვობის ნაჭდევებით რჩება. მათ მწარედ ახსენდებათ სამეფო დარბაზის მაგარ სკამებზე გატარებული საათები და მისტირიან იმ დაკარგულ ბედნიერებას, რომელიც ნებისმიერი“საერო“ბავშვისთვის იყო ხელმისაწვდომი. ბევრი მათგანი ნანობს, რომ კოლეჯში არ ჩააბარა და პროფესია არ შეიძინა. მაგრამ გაცილებით მეტია ისეთი, რომელსაც სინდისის ქეჯნა და ეჭვი ღრღნის-ვაი თუ, საგუშაგოს კოშკი მართალია?არმაგედონი მართლა იქნება და ყველა არა მოწმე დაიღუპება? და მე დავისჯები იმიტომ, რომ დავტოვე ღმერთი და მისი ორგანიზაცია?
ასე რომ, იეღოვას მოწმეების ბავშვები, დატოვებენ სექტას, თუ მასში დარჩებიან, განწირულნი არიან თავის უბედური ბავშვობა ზრდასრული უბედური ადამიანის ცხოვრებით შეცვალონ.
( დ. რიდ საგუშაგოს კოშკის კულისებს მიღმა).