სერგეი ხუდიევი ავტორიტეტების არსსა და მარადიულ გადარჩენაზე
მეორეს მხრივ, როდესაც ეკლესიის ავტორიტეტის დაცემით გვემუქრებიან, ან უკვე ღიად აცხადებენ ამ ფაქტზე — რა აქვთ მხედველობაში? რომ ვიღაც ადამიანები თვლიდნენ ეკლესიას ავტორიტეტულად და შემდეგ დაკარგეს თავისი რწმენა? არ დადიოდნენ ეკლესიაში და შემდეგ, გაბრაზდნენ რა რაღაცაზე, სულაც ხელი აიღეს იქ წასვლაზე?
და საერთოდაც, რა არის ავტორიტეტი? ადამიანი, ანდა პირთა ჯგუფი, რომელთა სიტყვებს ვუსმენთ? მაგრამ ეს ჩვენივე სურვილია, ყური ვუგდოთ რამეს თუ არა, ესაა გადაწყვეტილება, რომელიც რაღაცითაა ნაკარნახევი, რაღაც ჩვენი მისწრაფებითა და ინტერესებით. ავტორიტეტი რაღაცაშია ხოლმე. გამოჩენილ ავტორიტეტს ატომურ ფიზიკაში შეიძლება არაფერი ესმოდეს გასტროენტეროლოგიაში.
მყავს თუ არა ავტორიტეტები, მაგალითად, აქადური ენის შესაწავლის სფეროში? არა. ჩემი ინტერესი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მიმართ — ძალიან ზედაპირულია და სამოყვარულო დონეზეა, მე ვკმაყოფილდები პოპულარული მონათხრობით და სულაც არ მაქვს ინტერესი ჩავუღრმავდე საკითხს, თუ როგორ განმარტავენ სპეციალისტები წინასარგონისეული პერიოდის ამა თუ იმ წარწერას. ალბათ, ამ სფეროშიც არიან ავტორიტეტული სპეციალისტები, მაგრამ მე მათი სახელებიც კი არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს აქადური ენა. ავტორიტეტი მხოლოდ მაშინაა ავტორიტეტი, თუკი ეს საგანი გვაინტერესებს და მისით გატაცებული ვართ.
რა სფეროს ავტორიტეტია ეკლესია? მარადიული გადარჩენის სფეროში. როგორც ამას წამდაუწუმ გვახსენებს პატრიარქი, ეკლესია შექმნილია ადამიანების მარადიული გადარჩენის მიზნით. კითხვა კი — ავტორიტეტულია თუ არა ეკლესია ამ სფეროში- გვიჩნდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ მარადიულ გადარჩენაზე სერიოზულად დავფიქრდებით.
არის თუ არა ღმერთი? წარვსდგები თუ არა მის წინაშე? როგორ ვიმართლო თავი მის წინაშე და როგორ დავამყარო ურთიერთობა მასთან? როგორ მოვიპოვო მარადიული სიცოცხლე? ავტორიტეტები მარადიული გადარჩენის სფეროში იმაზე ადრე არც მაინტერესებს, ვიდრე არ გავაცნობიერებ სიკვდილისა და სამსჯავროს უცილობლობას, და საუბარი “ეკლესიის ავტორიტეტზე” მხოლოდ ამ კონტექსტში ხდება გააზრებული. ამის აღნიშვნის შემდეგ გადავიდეთ სხა საკითხზე — რაზეა ის დაფუძნებული და საიდან მოდის?
დრო და დრო ადამიანები აცხადებენ, რომ ეკლესია “კარგავს ავტორიტეტს” იმის გამო, რომ უარს ამბობს დაიცვას მათი უფლებები ან მიიღოს მათი იდეოლოგია. მაგრამ ავტორიტეტი რა სფეროში? როგორ შეიძლება მარადიული გადარჩენა დამოკიდებული იყოს მორიგ სამართლებრივ საქმეზე? გახსოვთ, რაში მდგომარეობდა კონფლიქტი ფარისევლებსა და იროდიანელებს შორის? ხალხი კი ამას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად თვლიდა თავის ცხოვრებაში, იტანჯებოდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ…და რომელ მათგანს დაუჭირა ქრისტემ მხარი? არცერთს.
ხოლო ეკლესიის ავტორიტეტი — იესო ქრისტეა, და მას არ გააჩნია სხვა ავტორიტეტი. თუკი იესო ის არაა, რადაც თავს აცხადებს სახარებაში, თუკი ყოველივე მხოლოდ უზარმაზარი შეცდომაა, თუკი მორწმუნეთა მთელი თაობები ცხოვრობდნენ ილუზიების ტყვეობაში, და გარდაცვალების შემდეგ არაფერი შეუძენიათ, გარდა არარაობისა, მაშინ ეკლესიის ნებისმიერი შესაძლო ავტორიტეტი — ესაა გზამკვლევთა ავტორიტეტი არარსებულ ქვეყანაში. გზამკვლევები შეიძლება იყვნენ სასიამოვნო, მეგობრული და ზრდილობიანი — მაგრამ საუბარი მათ ავტორიტეტზე უცნაურია.
თუკი სახარება ღაღადებს ჭეშმარიტებას, რომ ეკლესიის ავტორიტეტი უზრუნველყოფილია მისი დამაარსებლით — და მხოლოდ მისით “მე დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას”(მათე, 16,18)”ქრისტემ დააფუძნა ეკლესია მის მიერ არჩეულ მოციქულებზე, ქრისტემ უანდერძა შეესრულებინათ საიდუმლოებანი, ქრისტე შეპირდა, რომ იქნებოდა მოციქულებთან და მის მემკვიდრეებთან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ეს ავტორიტეტი არაა დამყარებული ცალკეული მღვდლისა თუ ეპისკოპოსის პირად ავტორიტეტზე და ვერც იქნება განადგურებული მათ მიერ.
ეკლესიური ადამიანები, მათ შორის კლირიკები, სცოდავენ — და ამით ეწინააღმდეგებიან ეკლესიის სწავლებას, მაგრამ ამით ისინი ვერ ანადგურებენ ვერც ეკლესიის სწავლებას, ვერც მის ავტორიტეტს. მე ვერაფრით გავანადგურებ მედიცინის ავტორიტეტს, თუკი ცხოვრების არაჯანსაღ წესს მივსდევ. მძიმე შემთხვევებში ისინი შესაძლებელია მწვალებლობაშიც ჩავარდნენ, მაგრამ ესეც არანაირად არ ანადგურებს ეკლესიის ავტორიტეტს. წყალში გადავარდნა — არ ნიშნავს გემის დაღუპვას.
აღთქმა იმაზე, რომ ეკლესიას ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი არ ნიშნავს, რომ ადამიანები ვერ ჩაიდენენ ცოდვას, თუკი მოინდომებენ. ეს ნიშნავს, რომ რწმენისა და გადარჩენის მაძიებელი ადამიანები, ყოველთვის იპოვიან მას — ეკლესიაში.
და აქ უკვე აუცილებლად ჩვენს წინაშე წამოიჭრება კითხვა, რას ვეძებთ? მე ხშირად ვაწყდები პოსტებს ეკლესიური ადამიანების რეალური თუ გამოგონილი ცოდვების შესახებ, რასაც თან ერთვის აღტაცებული კომენტარები “და აი ეს ხალხი ცხვირში ჩიჩქნას გვიკრძალავს!” რას ვიზამთ, თუკი თქვენ ეძებთ ცხვირში ჩიჩქნის შესაძლებლობას და ამით გსურთ შეიმსუბუქოთ ამ პროცესთან დაკავშირებული ღელვა, ალბათ, ძიების შემდეგ, მეგობრებსაც კი გაიჩენთ, თანამზრახველებს თქვენს უბედურებაში. მაგრამ აქ ორი რამ უნდა აღვნიშნოთ.
პირველი, ცხვირში ჩიჩქნას ეკლესია არ კრძალავს — ის არ ადგენს უფლის მცნებებს, ის მხოლოდ გვამცნობს, თუკი თქვენ ინტერნეტით წაიკითხეთ იმის შესახებ, რომ ვიღაც ექიმი დათვრა, იგინებოდა და მოგლიჯა ხე, ეს არაფრით არ არყევს მედიცინის სწავლებას ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ. ცოდვილი ბერები, რაღა თქმა უნდა, წარსდგებიან უფლის წინაშე. საშინელ სამსჯავროზე შუასაუკუნეების ფრესკების ერთ-ერთი მუდმივი სიუჟეტია — უღირსი ბერები და ეპისკოპოსები, რომელთა გზა ჯოჯოხეთშია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც არ წარვსდგებით იმავე სამსჯავროზე — ჩვენც არ გვაწყენდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავიმსახუროთ ღმერთის პატიება.
მეორე, თუკი თქვენი მიზანია — ლინგვისტიკაში ლექციების გაცდენა და შინაგანი ღელვის ჩახშობა, რომელსაც გამოიწვევს ეს საქციელი, თქვენ ვერაფრით გეყოლებათ ავტორიტეტი აქადური ენის სფეროში. თქვენ ვერ გეყოლებათ ავტორიტეტი იმ სფეროში, რომელიც არ გაინტერესებთ.
ეკლესია ვერ იქნება ავტორიტეტი მათთვის, ვინც არ ეძებს მუდმივ გადარჩენას, ხოლო მათთვის, ვინც ეძებს, მისი ავტორიტეტი დაფუძნებულია იესო ქრისტეზე — და მეტზე არავისზე.