— გამარჯობა. როგორც შევთანხმდით დღეს ვისუბრებთ ცრუწინასწარმეტყველების შესახებ.
— კი რა თქმა უნდა.
— დასაწყისისთვის ზოგადად ცრუწინასწარმერტყველისა და ცრუწინასწარმეტყველების შესახებ საერთო აზრს თუ ჩამოვაყალიბებთ, ვფიქრობ კარგი იქნება.
— დიახ, გისმენთ.
— თქვენ, როგორც იეჰოვას მოწმეს მინდა გკითხოთ: თუ რომელიმე მართლმადიდებელი მღვდელი იწინასწარმეტყეველებს წუთისოფლის აღსასრულს და დაასახელებს თარიღს, მაგალითად 2013 წლის 13 აგვისტოს, და მისი წინასწარმეტყველება არ აღსრულდება; ბიბლიის თანახმად არის თუ არა ის ცრუ წინასწარმეტყველი?
— კი, არის.
— თუ მე, მართლმადიდებელი მორწმუნე დავიწყებ ამ სასულიერო პირის შეცდომის გამართლებას იგავ. 4:18-ის გამოყენებით, ამ შემთხვევაში რას მიპასუხებდით? მოდით წავიკითხოთ ეს ბიბლიური მუხლი: „ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე“ — იგავ.4:18. „მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე“ — იგავ. 4:18(ბიბლიის ტარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002წ). „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“ — იგავ.4:18 (ახალი ქვეყნიერების თარგმანი, 2006წ). თქვენ კარგად იცით ბიბლიის ეს ტექსტი და მე რომ გითხრათ, იცით იმ მღვდელს ჭეშმარიტების შემეცნება ნელ-ნელა უნათდება, როგორც იგავის 4:18 წერია, ამიტომ ნუ ჩათვლით მას ცრუ წინასწარმეტყველად. დაგაკმაყოფილებთ ასეთი პასუხი?
-თქვენ რაღაც მახეს გვიგებთ… არა, არ დამაკმაყოფილებდა ასეთი პასუხი.
-კარგი. ახლა მოდით ერთად წავიკითხოთ, თუ რას გვასწავლის ბიბლია ცრუ წინასწარმეტყველის ამოცნობაზე: „და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს? თუ ილაპარაკოს წინასწარმეტყველმა უფლის სახელით და არ ასრულდეს ის სიტყვა და არ ახდეს, მაშინ ეს ის სიტყვაა, რომელიც არ უთქვამს უფალს. თავხედურად უთქვამს იგი წინასწარმეტყველს, — ნუ გეშინია მისი“ — მეორე რჯული18:21-22.
-ჩემი შემდეგი კითხვაა- მეორე. რჯლ. 18:21-22 თანახმად არის თუ არ ის სასულიერო პირი ცრუ წინასწარმეტყველი?
-დიახ არის. იეჰოვას სიტყვის თანახმად ასეა.
— ახლა ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე პირადიპირ გკითხავთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. საჯაროდ ცნობილია თქვენი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული თარიღების დასახელება (1925წ, 1975წ), როდესაც ე.წ. „ერთგული და გონიერი მონის“ აზრით უდა აღსრულებულიყო მათ მიერ დაზუსტებული მოვლენები. დროის სიმცირის გამო შემოვიფარგლები მხოლოდ ორი უკვე დასახელებული თარიღით. „ერთგული და გონიერი მონის“ მტკიცებულებით 1925 წ. მკვდერთით უნდა აღმდგარიყო აბრაამი, ისაკი, იაკობი- რაც არ მოხდა. ეს რუტერფორდის ნაშრომში წერია, ის ორგანიზაციამ გაიზიარა და მიაწოდა თავის წევრებს, როგორც სულიერი ჭეშმარიტება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ(Д.Ф.Рутерфорд, «Миллионы теперь живущих никогда не умрут», 1920г, 89,90,97стр. ) დ.ფ.რუტერფორდი, „დედამიწაზე მილიონობით მაცხოვრებელი არასოდეს მოკვდება“, 1920წ, 89,90,97გვ.).
-იცით რა, თქვენ აშკარად კრიტიკულად ხართ განწყობილი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიმართ.
-კი, კრიტიკული ვარ და ვცდილობ შევამოწმო არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია ღვთივკურთხეული. ამის უფლებას მე იოანე მოციქულის წერილი და მთლიანად წმინდა წერილი მაძლევს : „საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში“ – 1იოან.4:1. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს ცრუცინასწარმეტყველების მოსვლის შესახებ მათ7:15-23. -ბიბლიის თანახმად გვაქვს თუ არა უფლება სიფრთხილით შევამოწმოთ ის, ვინც უფლის სახელით მოდის ჩვენთან?
-დიახ გვაქვს უფლება.
-აბა რატომ გწყინთ, როდესაც მე ვცდილობ თქვენი ორგანიზაციის სწავლების შემოწმებას ბიბლიის საშუალებით?
-არა, არ გვწყინს…. გავაგრძელოთ საუბარი.
-ახლა რაც შეეხება 1975 წელს. ე.წ. „ერთგული და გონიერი მონა“ ასწავლიდა, რომ 1975 წელს არმაგედონი მოხდებოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მტკიცებულებით ცდომილება შესაძლოა მომხდარიყო თვეებში ან კვირებში, მაგრამ არა წლებში. ეს თქვენს ჟურნალში, „საგუშაგო კოშკში“ წერია. შეგიძლიად გადაამოწმოთ, მე მაქვს ამონარიდი ამ ჟურნალიდან: („საგუშაგო კოშკი, 15 აგვისტო, 1968წ, 499გვ.) სავარუდოდ „საგუშაგო კოშკი“ 1968 წელს ქართულად გამოცემული არ იქნებოდა, მაგრამ ინგლისურად და რუსულად იყო. ორგანიზაცია ამ წინასწარმეტყველებაში შეცდა. ახლა 2013 წელია, ჩვენ ვსაუბრობთ და ვიცით რომ 1975 წელს არავითარი არმაგედონი არ მომხდარა. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ჭეშმარიტების ერთადერთი არხი და იეჰოვას წინასწარმეტყველია შეცდა. რას იტყვით ამაზე?
-იცით, ჩვენ ყველანი არასრულყოფილები ვართ და ვცდებით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციასაც არასრულყოფილი ადამიანები ხელმძღვანელობენ და სრულიად ლოგიკურია, რომ მათაც აქვთ შეცდომები. და მეორე; „ერთგულ და გონიერ მონას“ საკუთარი თავი წინასწარმეტყველად არ მიაჩნია. ის თავმდაბლურად აღიარებს და არ მალავს თავის შეცდომებს.
-მინდა გითხრათ, რომ შეცდომა წინასწარმეტყველურ და სწავლებით საკითხში არ შეიძლება უბრალო შეცდომებთან გავაიგივოთ, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს. წინასწარმეტყველურ საკითხში შეცდომას ბიბლია ცრუწინასწარმეტყველებას უწოდებს და მას ვინც სიყალბეს წინასწარმეტყველებს ცრუწინასწარმეტყველი ჰქვია(მეორე.რჯლ18:21-22). ამაზე უკვე ვისაუბრეთ. თქვენ ბრძანეთ, რომ „ერთგულ და გონიერ მონას“ საკუთარი თავი წინასწარმეტყველად არ მიაჩნია, ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემთვის ცნობილ თქვენი „საგუშაგო კოშკის“ ორ სხვა და სხვა ნომერში ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იეჰოვას წინასწარმეტყველად იწოდება, თან მაქვს ციტატები ამ პუბლიკაციებიდან, გთხოვთ წაიკითხოთ: (საგუშაგო კოშკი, 15 ივნისი 1964წ, 365გვ.)] ასევე (საგუშაგო კოშკი 1 აპრილი, 1972წ, 197გვ.)
-იცით, ჭეშმარიტება ნელ-ნელა ნათდება. ეს იგავების 4:18 წერია.
-ვერც ამ საკითხში დაგეთანხმებით, რადგან იგავის 4:18- ში მართალის ცხოვრების წესსზეა საუბარი და არა იმაზე (იგავის 4 თავი მართალი და არა მართალი ცხოვრების წესის შედარებაზე და მის შედეგებზე არის მიძღვნილი), რომ მოძღვრებითი და სწავლებითი საკითხი სახეცვლილებას განიცდის ე.წ. „განათების თეორიის“ თანახმად. სხათაშორის თქვენს ადრეულ ჟუარნალში, რომელსაც „სიონის საგუშაგო კოშკი“ ერქვა, (1881წ, თებერვლი, 3 გვ,) წლიური ერთობლივი გამოცემის 188 გვერდზე ნათქვამია, რომ ახალი ჭეშმარიტება ძველს არ ეწინააღმდეგება და თუ ეს მოხდება ორგანიზაცია ჭეშმარიტ ღვთის არხად აღარ ჩაითვლება. ორგანიზაცია შეცდა წინასწარმეტყველებაში და როგორც თქვენ ბრძანეთ „ის თავმდაბლურად აღიარებს თავის შეცდომებს“, ანუ აღიარებს, რომ როდესაც ორგანიზაცია უფლის სახელით ასწავლიდა 1925 წ, 1975 წლების შესახებ, ფაქტიურად ღვთის მეშვეობით არ საუბრობდა და შესაბამისად ორგანიზაცია არ იყო იეჰოვას ჭეშმარიტი არხი. ახლა კი ამტკიცებთ, რომ ორგანიზაცია იეჰოვას ჭეშმარიტი არხია. არ შეიძლება ზოგჯერ იყო ღვთის ჭეშმარიტი წარმომადგენელი და ზოგჯერ არა. იაკობი ამბობს, რომ ერთი წყაროდან არ უნდა მოედინებოდეს მწარე და ტკბილი წყალი (იაკ.3:11). ჭეშმარიტება არ არის პროგრესირებადი და ცვალებადი. პავლე წერს, ვციტირებ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან: „მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს“ — გალ.1:8. როგორც ვხედავთ, წინასწარმეტყველებაში შეცდომას და სულიერ საკითხში სწავლების, ანუ მოძღვრების შეცვლას ბიბლია არცერთი მუხლით არ ამართლებს.
-თქვენ აშკარად კამათის სულით ხართ შეპყრობილი, აგრესიულად დაობთ ჩვენთან. ასე საუბრის გაგრძელება არ შეიძლება. თქვენ შურაცყოფას აყენებთ ჩვენს ორგანიზაციას, რადგან მათ ცრუ წინასწარმეტყველებას აბრალებთ. წავედით გიორგი, წავედით…
-განა მე ვაბრალებ?! „ერთგული და გონიერი მონა“, როგორც თქვენ თქვით, ხომ „თავმდაბლურად“ თვითონვე აღიარებს თავის შეცდომებს. მე უბრალოდ ბიბლიის საშუალებით ვაანალიზებ (მეორე.რჯლ.18:21-22; 1იოან.4:1; გალ.1:8;).
-არა, არა, ასეთ რეჟიმში ვეღარ გავაგრძელებთ საუბარს. ნახეთ პავლე რას წერს ტიმოთეს „უფლის მონა კი არ უდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს…“ – 2ტიმოთ.2:24. თქვე როგორც მართლმადიდებელ მორწმუნეს უფლის მონად ხომ მიგაჩნიათ საკუთარი თავი?
-კი.
-მერე რატომ არღვევთ უფლის პრინციპს და დაობთ ჩვენთან? ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება.
-მე არ ვდავობ თქვენთან, ვსაუბრობ პატივისცემით და აგრესიის გარეშე. თქვენ აშკარად მაბრალებთ ამ ყველაფერს.
-კარგით ლაშა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ახლა ჩვენი წასვლის დროა.
-კიდევ როდის შევხდეთ?
-არა ჩვენ არა გვაქვს თქვენთან შეხვედრის სურვილი. ნახვამდის. წავედით გიორგი, წავედით…
სამწუხაროდ ასე მთავრდება იეჰოვას მოწმეების საუბარი მეტ-ნაკლებად მომზადებულ ადამიანთან, რომელიც მათ უხერხულ შეკითხვებს უსვამს. როცა არგუმენტი არ აქვთ, ცოტა დემაგოგია აგრესიაზე და დიპლომატიური წასვლა საუკეთესო გამოსავალია. ერთადერთი იმედი რჩება, რომ იქნებ იეჰოვას მოწმეებთან მშვიდობიან გარემოში განხორციელებულმა დიალოგმა მათ მეხსიერებაში დადებითი მოგონება დატოვოს და სინდისის ძახილი გააძლიეროს მათ სულში.
ავტორი: ლაშა ბართია