,ის მოვლენა რასაც მე ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ქრისტიანობა“ ვუწოდე, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს როგორც ცოცხალი ფაქტი. ეს არის არასწორი აღქმა ეკლესიისა, სადაც იგნორირებულია ორი ძირითადი პრინციპი ეკლესიური ცხოვრებისა: ქრისტოცენტრულობა და სინერგია“
იღუმენი პეტრე მენშჩერინოვი.
ქრისტიანობას გააჩნია გარკვეული ფასეულობათა იერარქია, სახელდობრ: უმთავრესი მათში არის – თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნება.ის არის ,,ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ:1 , 8). ის არის გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე და აღდგომა.(იონ : 14 , 6-11,25) ,,მორმწუნესათვის ქრისტე – ყველაფერია“ – (წმ.მარკოზ მოღვაწე). მიზანი ქრისტიანობისა არის ის, რომ შეუერთდე ქრისტეს, იცხოვრო მისით და მასში, მიაღწიო გადარჩენასა და მშვიდობას, მარადიულ ბედნიერებას. მხოლოდ ამისათვის და არა სხვა რაიმე მიზნის გამო დაარსა უფალმა ეკლესია მიწაზე, რომელიც საიდუმლოებებთან ზიარებით და სულიწმინდის მეშვეობით მორწმუნე სულს აკავშირებს და აერთებს ქრისტესთან. ეკლესია – არ არის მხოლოდ ინდივიდუალური განწმენდის საშვალება. ქრისტეში ადამიანი ცხოვრების ჭეშმარიტ სისავსეს იძენს, ამის შესაბამისად კი სხვა ადამიანებთან ურთიერთობასაც. ეკლესიისათვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობს თუ გარდასულია მის მარადიულ სამყოფელში, ვინაიდან ეკლესიაში არ არის სიკვდილი. ეკლესია არ არის მხოლოდ მორმწუნეთა კრებული ან რაიმე სპეციფიური ორგანიზაცია. იგი თავისი არსით არის ქრისტეს სხეული. სწორედ აქედან გამომდინარეობს პრინციპი ქრისტეცენტრულობისა. ეს ნიშნავს, რომ ეკელსიაში გამონაკლისების გარეშე, ყველაფერი მიმართულია ქრისტე მაცხოვრისაკენ.
ეკლესიამ თავისი 2000 წლის არსებობის მანძლზე მოიხვეჭა უდიდესი სიმდიდრე – სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვ; რომელთა უდიდესი უმრავლესობა იძენდა სხვადასხვა ფორმებს და გამოვლინებებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ და ეხებიან დღესაც ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროს. და ყველა ეს საეკლესიო ფორმები და გამოვლინებები უთუოდ მხოლოდ იმისათვის არსებობენ, რომ ამა თუ იმ სახით ადამიანს მისცენ საშუალება ქრისტესთან დაკავშირებისა. თუკი ჩვენ რაიმე მიზეზით ამ ფორმებსა და გამოვლინებებს მიანიჭებთ რაიმე განსაკუთრებულ, თვითკმარ ღირებულებას ქრისტეს გარეშე, დაუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას. მთავარს ჩავანაცვლებთ-მეორეხასისხოვნით, არსობრივს- ფორმალურით,- ვინაიდან ქრისტეს გარეშე, ყოველივე უშინაარსო და აზრსმოკლებულია, თვით ეკლესიაშიც კი.
სიტყვა ,,სინერგია“ – ღვთისა და ადამიანის თანადროულ, ერთობლივ მოქმედებას ნიშნავს. მადლი ღვთისა, რომელიც მკვიდრობს ეკლესიაში, არასოდეს მოქმედებს ძალმომრეობით, ავტომატურად; უფალი პატივსმიაგებს ადამიანის თავისუფალებას და ელოდება მისგან გაცნობიერებულ და სრულიად თავისუფალ რელიგიურ მოქმედებებს, რომელიც გულიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპი შეინიშნება რელიგიური ცხოვრების ყველა ასპექტში. ეკლესიაში ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ ქრისტიანმა გააცნობიეროს მისი ვალდებულება. აქ რაც აღესრულება არაფერია ფორმალური და ,,ბრმა“, ,,თავისთავად“ რომ მოქმედებდეს ადამიანის პიროვნული ნების ავლით.
ზემოთ დასახელებული პრინციპები ეკლესიაში სპეკულაციის გამო კი არ არსებობენ, არამედ როგორც ყველაფერი ეკლესიაში, სიცოცხლისათვის. ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს აუცილებლობა ზნეობრივ-სულიერი შრომისა რათა მოხდეს ქრისტესთან დაკავშირება, შეერთება. ისევე, როგორც ძველი ადამისაგან ჩვენ გადმოგვეცემა დაცემული ბუნება, ჩვენ ვსაჭიროებთ მუდმივ წინააღმდეგობას მის მიმართ, საკუთარი თავის იძულებას ღვთის მცნებათა შესასრულებლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანი იღებს(ითვისებს) ქრისტეს მადლს. ბევრ ადამიანს ამგვარი ქრისტიანობა არ აწყობს. არ შევეცდები ეხლა ამ მიზეზების გარკვევას და ჩამოთვლას, თუ რატომ ხდება ასე – ეს არის შიში თავისუფლებისა, გაუფასურება ზნეობისა, მორალისა და სხვ. ამგვარი ,,რთული“ ქრისტიანობის საპირისპიროდ არსებობს ბევრად უფრო გავრცელებული სხვა ქრისტიანობა; რომელიც ხასიათდება ორი სახით , კერძოდ: დუალისტური (ორმაგი) რწმენით – ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმით – ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივ-სულიერი შრომის გარეშე.
დუალიზმი (ორმაგი რწმენა) – ტრადიციული გამოვლინება რუსებში (და არა მარტო მათთან-ს.ფ.), ხასიათდება მართლმადიდებლური წესებისა და რიტუალური მხარის მიღებით, შერწყმით, თუმცა სული კვლავაც რჩება წარმართული.
ეკლესიის 70 წლიანი დევნისა და ადამიანების მიერ ელემენტარული საეკლესიო განსწავლულობის დაკარგვის შემდეგ დუალისტური რწმენა ჯერ კიდევ არ აღმოფხრილა და პირიქით, მოძღვართა მიზანმიმართული ძალისხმევითა და ხელშეწყობით მან უფრო ფართო გარვრცელება ჰპოვა.
დუალისტური რწმენა ჩვენს დროში – ეს უკვე, არაიმდენად ცეცხლზე გადახტომაა ჭიაკოკონობისას და ან ,,წმინდა მკითხაობა“ (სლავური ტრადიციის თანახმად, ისინი შობის ღამე მკითხაობდნენ მომავალზე /მთარგმნელისაგან/) რამდენადაც ცხოვრების ვექტორი. ისგანაყენებს ჩვენი რელიგიიდან ქრისტეს და მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს ადგენს. ამ სისტემაში შეხედულებათა მიზანი და მიმართულება არა უშუალოდ ქრისტე და მასში ცხოვრება, არამედ საშუალება მის მიერ მიწიერ სიკეთეთა მიღებისა; თავად უფლით და მისი მცნებებით არავინ ინტერესდება. საგულისხმოა, რომ თავად ეკლესიური ფორმებიც ამ დროს კარგავენ თავიანთ სისავსესა და შინაარს და ნახევრადწარმართულად გარდაიქცევიან.
როდესაც რაიმე ეკლესიურს ეხება წარმართობა (უფრო სწორედ წარმართული დამოკიდებულება), იწვევს მის პროფანაციას, გაუსახურებასა და გავულგარულებას, აქედან გამომდინარე ბევრი ადამიანი ეკლესიაში მოიაზრებს არასაკუთრივ ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ,,ყველიერს“ , ‘’ გიორგობას“ “წითელ კვერცხს“ , “ პასქას“ , ‘’შვიდგზის ზეთისცხებასაც კი“ და სხვა საერო თუ რელიგიურ ელემენტებს.აქედან გამომდინარეობს ე.წ ,,ჩიტის ენა“ (რაც გულისხმობს საუბარში უცნაური ტერმინოლოგიის გამოყენებას, რომელიც უცხოა ბევრი ადამიანისათვის ან საერთოდ ყველასათვის) რომელმაც ასე აღაშფოთა მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი ქალბატონი…
დაფიქრდით ძვირფასო მკითხველებო: შესაძლებელია ჩვენი გადარჩენა იყოს თაფლივით ტკბილი? ანუ გზა რომელიც უნდ გავიაროთ ცხონებისაკენ იყოს ფუფუნებით და მხიარულებით აღსავსე? შეიძლება უფალ იესო ქრისტეს,ჩვენს მხსნელს უწოდოთ ,,ყვითელი პრესის (ბულვარული)“ ღმერთი? აი ეს კი ნამდვილად გახლავთ ჭეშმარიტი,, ბულვარიზმი“, როდესაც ნაცვლად სერიოზული და ადამიანთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა: ბენდიერებაზე, მარადიულობაზე, ადგილს იკავებს საუბრები პასკისა და კულიჩის გამოცხობაზე ან, კვერცხების შეღებვაზე და სხვა მსგავს მეორეხარისხოვან საკითხებზე…
მაგიური თვალსაზრისის თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია, ადამიანი მისი პასიური ნაწილია, დეტალია, მექანიკური სათამაშოა, მიღმიერი სამყაროს უხილავი ტალღებისთვის… თუმცა ერთის მხრივ შესაძლებელია იმოქმედო ამ სამყაროზე და ამ მოქმედებას მისცე ისეთი მიმართულება, რომელიც მოიტანს სასურველ შედეგს. ამისათვის განკუთვნილი ადამიანი, მჩხიბავი ან მაგი ვალდებულია ზუსტად შეასრულოს ესა თუ ის წესი და მაგიური მოქმედება და თუ ეს რიტუალი ზედმიწევნითად იქნება შესრულებული, თუ კი ყველა სიტყვა იქნება სწორედ წარმოთქმული, შედეგი გარანტირებულია, ადამიანის შინაგანი სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებებისა და მისი საქმეების მიუხედავად. მთავარია ყველაფერი იყოს სწორედ და სკურპულოზურად აღსრულებული,ყველა მოქმედება და ყველა წესი იმ ადამიანის მიერ, ვისაც ხელეწიფება ამ გარკვეული მოქმედებების აღსრულება.
როდესაც მაგიზმი ჟონავს ეკლესიაში, იგი საძირკვლიანად რყვნის ქრისტიანობას, აქედან გამომდინარე იგი ფაქტიურად კარგავს თავის იგივეობრიობას და შინაარს, თუნდაც რომ გარეგნულად ადამიანი ჩანდეს ეკლესიური. მაგიზმი ყველაზე უწინ რყვნის ურთიერთობას და დამოკიდებულებას ადამიანსა და ღმერთს შორის, რყვნის თავად აზრს და წარმოდგენას ღმერთის შესახებ. ღმერთი ხდება არა მოსიყვარულე მამა, არამედ რაღაც აბსტრქატული (განყენებული) პრინციპი, პირველყოვლისა შთამაგონებელი არა შვილობრივი სიყვარულისა, არამედ შიში და ძრწოლა, დამორჩილება უცხო მბრძანებლისადმი. ღმერთსა და ადამიანს შორის შეუძლებელი ხდება უშვუალი, პიროვნული ურთიერთობა, არადა სწორედ მასშია ჩვენი რელიგიის არსი; ყალიბდება ფორმალური და იურიდიული დამოკიდებულება. ღვთისსათნომყოფელობა ქრება ზნეობრივ-სულიერი სფეროდან და დაიყვანება გარკვეული წესებისა და მოქმედების უპირობო შესრულებაზე. მაგიური თვალსაზრისის მიხედვით, ღმერთს სჭირდება ჩვენი მხრიდან მხოლოდ გარეგნული წესები , გარკვეული მოქმედებების დროული და ზუსტად შესრულება , სხვამხრივ ადამიანი არაფრით არის ვალდებული ღვთის წინაშე, ამგვარად ცოცხალი დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის იფიტება და კვდება.
რა გამოდის პრაქტიკულად ამ ყოველივესაგან? ის, რომ ეკლესია გარეგნულად გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ადამიანისათვის არ არის ადვილი , ქრისტესთან ერთად მუდამ კომფორტულად იყოს. იგი (მაცხოვარი) მცნებად გვიდებს ,, გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით – პირველი მცნება“ (მარკ.12 – 30). ეს კი მოითხოვს, როგორ უკვე ზემოთ ავღნიშნეთ მორალურად და ზნეობრივად დაძაბულობას, გონების სიფხიზლეს, გულის სწრაფვას უფლის მიმართ. ადამიანებს ეს არ აწყობთ, თუმცა სამწუხაროდ მქადაგებელთაგანაც ვერ მოისმენთ ამას ხშირად.. სულიერი მოძღვარნი ხშირად გამოდიან ქურუმების როლში – გადაიხადოს პარაკლისი და შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი ლოცვები და აიღოს გასამრჯელო და ამ ყოველივეთი სრულდება ეკლესიის შემოქმედებითობა.
ადამიანებს ურჩევნიათ და ეადვილებათ დაანთონ სანთლები, დაწერონ მოსახსენებლები, შეასრულონ ყველა წეს-ჩვეულებანი იმ იმედით,რომ ისინი ავტომატურად,მაგიური ზემოქმედების შედეგად, აღმოჩნდებიან დადებით შედეგს მომტანი – ვიდრე გააცნობიერონ თავიანთი ცხოვრების აზრი,სულიერი მდგომარეობა და იცხოვრონ სახარების შესაბამისი ცხოვრებით.
ნამდვილი, ეკლესიური, სახარებისეული, წმინდა მამათა ნაქადაგები მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღესრულება ადამინის შიგნით – გულში, მოკრძალებულად, უხმაუროდ, არაპროფანირებულად, დაფარულად ადამიანთა წინაშე. მისთვის უცხოა გართობა, ცდილობს სწორად ცხოვრებას და საკუთარ თავზე დაკვირვებას. გაკრვეულ შემთხვევაში ეს მშრალი და მოსაწყენია. თუ ადამიანი არ ცხოვრობს მისით (ქრისტეთი) , მისთვის ჩნდება საჭიროება გარეგნულად გაამრავალფეროვნოს, გააეფექტუროს (თუნდაც რელიგიური სახით) ,,სიმშრალე და მოწყენილობა“.
ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად წერს 19-ე საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი: აქედან წარმოიშვება – სასწაულის, ნიშის, წინასწარმეტყველება ქვეყნის აღსასრულზე, ,,სტარეცების“ ძიება, იაფფასიანი აპოკალიპტიკა, ნაციონალიზმი და სხვ. და ეს ყოველივე სავსებით შეესაბამება ,,ყვითელი პრესის (ბულვარულ)“ ქრისტიანობის სტატუსს. ეს ფიქსირდება მრავალრიცხოვან ისტორიულ გადმოცემებში წერილობითი და ზეპირი სახით დაკავშირებით იმასთან,რაზეც ჯერ კიდევ პავლე მოციქული წერდა I საუკუნეში : ,, ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.“( 1ტიმ. 4-7)
მაშასადამე ზემოთქმულიდან გამომდინარე: ყვითელი პრესის (ბულვარულ) ქრისტიანობა არის პროფანაცია , გარეგანი შინაგანის გარეშე , ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე , ეკლესიური ცხოვრება ზნეობრივ- სულიერი ღვაწლის გარეშე.
რაში მდგომარეობს მისი მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნული წესები და განსაკუთრებით კი ფოლკლორულს აქვთ უფლება არსებობისა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: თუ ეს ყოველივე თავის ადგილზე დგას ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქიაში. თუკი ეს იერარქია ირღვევა, მაშინ ხდება ის, რაზეც საუბრობს მაცხოვარი: მარილი ეკლესიისა კარგავს თავის ძალას.(მათ;5). ისევ და ისევ ეს არ გახლავთ უბრალო აბსტრაქტული მსჯელობა. ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ მომიწია შეხება შემდეგ მოვლენასთან: ცხოვრობს ადამიანი, მისი ცხოვრება ერთი შეხედვით სწორად არის მოწყობილი მოწყობილი, მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათი და ზარი,სანთელი, მოსახსენებლები და ლოცვების კითხვა. მაგრამ როდესაც ეუფლება რაიმე სერიოზული განსაცდელი, სულიერი გამოცდა, გარეგანი ბრძოლა, მაგალითად : ნარკომანია, ნათესავების ალკოჰოლიზმი, ან შინაგანი რწმენის გაგრილება, სულიერი დაღლილობა და ა.შ . ადამიანი ამყარებს იმედს ეკლესიაზე, მიბრუნდება მისკენ და ხვდება,რომ ეს ყოველივე : გუმბათი, ზარი, სანთელი, მოსახსენებლები, სტარეცებიც მისი სტერეოტიპული რიტუალები მას ვერ შველიან ? სხვას არაფერს მიეჩვია ადამიანი ეკლესიაში. მას არ აუხსნეს, რომ ეკლესიისათვის ეს ყოველივე გარეგანია – ,, ანტურაჟია“, რომელიც მოქმედებს იმდენად, რამდენადაც ის იქნება გამოვლინება ადამიანის შინაგანი სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობისა, რომელიც ამ პიროვნებისავე ძალისხმევით მიმართული უნდა იყოს ქრისტესაკენ. მას არ აუხსნეს არა იმიტომ, რომ ქონდათ ბოროტი განზრახვა , არამედ იმიტომ, რომ უმთავრესი მნიშვნელობა თანამედროვე საეკლესიო იდეოლოგიაში, ბევრ მოძღვარს, N – რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურაში, სწორედაც რომ გააჩნია ე.წ ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველივე ცრუ, ამგვარი ქრისტიანობაც რეალობასთან შეხებისას განიცდის ფიასკოს, ადამიანები იმედგაცრუებულნი რჩებიან ეკლესიის მიმართ , განეშორებიან მას , რასაც ჩვენ ვამჩნევთ არამხოლოდ თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებაში, არამედ ისტორიული პროცესების მასშტაბით .
რა ვიღონოთ? ამაში ჩვენ დაგვეხმარება ზემოხსენებული მოსკოვის ეკლესიის მრევლი ქალბატონის წერილი. განათლებისა და ინტელექტუალიზმის დონე ადამიანში ჯერ კიდევ არაფერს ამბობს ღვთისშემეცნებაზე ( უფრორე პირიქითაც არის) .
აი ამ მოსაზრებას მე არ შემიძლია დავეთანხმო. მას შეიძლება ვუწოდო ,,ობსკურანტიზმი „ – რაც ნიშნავს განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფას. სამწუხაროდ, ამგვარი სულიერ-ზნეობრივი სიმახინჯე ფართოდ არის გავრცელებული საეკელსიო წრეში. რატომღაც ბევრს მიაჩნია , რომ გონებრივი მუშაობა ( მოაზროვნეობა) ზიანს აყენებს ეკლესიური ცხოვრების სიწმინდეს. ერთი ცნობილი მოძღვარი გამოდიოდა რა რადიოში , განაცხადა : ,, მე მოხარული ვარ იმისა,რომ არ ვარ განათლებული’’. წმინდა მამები – მეტი რაღა არის საჭირო ქრისტიანისათვის ? – მაგრამ სწორედაც რომ წმინდა მამები იყვნენ თავიანთი დროის განათლებული ადამიანები , დიდი სიწმინდისა და სულიერების მიუხედავად,იყვნენ ინტელექტუალიზმის უმაღლეს დონეზე.
ეკლესიამ ჩამოაყალიბა დიდი კულტურა, ფილოსოფია, მეცნიერება. ობსკურანტიზმს არ ძალუძს რაიმე შექმნას, იგი თავისი ბუნებითა და არსით მარგინალური მოვლენაა, მას მხოლოდ ძალუძს ყოველივეს კონსერვატიული არსი შესძინოს და ეკლესიის საყოველთაოობა, მრავალფეროვნება და მისტიციზმი დაიყვანოს ,,ყვითელი პრესის (ბულვარულ)“ ქრისტიანობამდე. და პასუხი კითხვაზე – რა ვიღონოთ? მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ამ სიბრტყეზე. უნდა მოხდეს განათლების, კულტურისა და ცოდნის შეძენა, თანამედროვეობის შეთავსება სახარებისეულ და ეკლესიურ სულთან , დასრულდეს ადამიანებისა და სამყაროს ყურება ვიწრო შავთეთრი და ბნელი ჭუჭრუტანიდან, დასრულდეს ,,ბულვარული ქრისტიანობის“ ჭვრეტა და შემეცნება! …
ავტორი: იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი