- თავის ძირითად სამეცნიერო ნაშრომს’’სახეობების წარმოშობის შესახებ’’(1876წლის მე-6 გამოცემა). ჩარლზ დარვინი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: ‘’ არის ერთგვარი სიდიადე ამ თვალსაზრისში, რომლის მიხედვითაც სიცოცხლეს მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებით შემოქმედმა სული შთაბერა ერთ ან გარკვეული რაოდენობის ფორმას, ამასობაში კი პლანეტა აგრძელებს ბრუნვას უცვლელი მიზიდულობის კანონის თანახმად და ამ უბრალო საწყისისგან განვითარდა და აგრძელებს განვითარებას ურიცხვი რაოდენობის ულამაზესი და საოცარი ფორმა.’’( დარვინი ‘’სახეობათა წარმოშობის შესახებ’’)
- ‘’მეორე წყარო ღმერთის არსებობის რწმენისა, არის წყარო დაკავშირებული არა გრძნობასთან, არამედ გონებასთან და ის ჩემზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს. ძნელია და თითქმის შეუძლებელიც, წარმოიდგინო როგორც ბრმა შემთხვევითობა ეს თვალუწვდენელი და საოცარი სამყარო ადამიანის ჩათვლით,-რომელსაც მიეცა ნიჭი ჩაიხედოს შორეულ წარსულსა და მომავალში. ამ აზროვნებით მე იძულებული ვარ მივმართო პირველმიზეზს, რომელსაც რაღაც ხარისხში ადამიანის დონის ინტელექტი გააჩნია, ე. ი. ვიმსახურებ თეისტის სახელს. (Darvin 1995,60)3. ჩემი აზრით, იმის მიხედვით რაც ჩვენთვის ცნობილია შემოქმედის მიერ მატერიაში აღბეჭდილ კანონებზე, დედამიწის ძველ და ახალ ბინადართა წარმოშობა-გაქრობა გამოწვეულია მეორადი მიზეზებით, რომლებიც არსებათა დაბადებისა და კვდომის მიზეზთა მსგავსია.’4. ‘’ რაც შეეხება საღვთისმეტყველო საკითხს-ეს ჩემთვის საკმაოდ რთულია და მაბნევს. მე არ ვაპირებდი ამის ათეისტურ ჭრილში განხილვას. ვსწავლობდი რა, ამ საოცარ სამყაროს და განსაკუთრებით ადამიანის ბუნებას, არ მაქვს უფლება მას უხეში ძალის მოქმედების შედეგი ვუწოდო. მე უფრო ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დადგენილი წესების მიხედვით შეიქმნა, მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანი-ცუდიც და კარგიც- მინდობილია იმას, რასაც შეიძლება შემთხვევითობა უწოდო.’’(Darvin 1993,224)
5. 1879 წელს, სიკვდილამდე 3 წლით ადრე, დარვინი წერდა: ‘’მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი იმ გაგებით, რომ ვუარყოფდი ღმერთის არსებობას.’’( дарвин цит, по:Bowden 1998,273)
6. 1873 წელს დარვინი ამბობდა: ‘’ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს თვალუწვდენელი და საოცარი სამყარო, ისევე როგორც ადამიანი შემთხვევით წარმოიშვა. ეს მე ღმერთის არსებობის მთავარ არგუმენტად მიმაჩნია.’’(Дарвин цит, по Bowden 1998,273)