ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა “მუცლადმოწყვეტილი ჩვილის” დღე დააწესა

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა “მუცლადმოწყვეტილი ჩვილის” დღე დააწესა

ამის შესახებ წმინდა სინოდი 9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით იუწყება და აბორტების წინააღმდეგ თავისი პოზიცია ოფიციალურად დაადასტურა. საოლქო ეპისტოლეში (№ 5721/2018) ხაზგასმულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია ბავშვის დაცვა და ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

მოძრაობამ «მომეცი სიცოცხლის საშუალება«, რომელმაც შესაბამისი ინიციატივა გამოიჩინა, განაცხადა: «ელადის ეკლესიის წმ. სინოდის მიერ შობის შემდგომი პირველი კვირის მუცლადმოწყვეტილი ჩვილის დაცვის დღედ დაწესებას სიხარულითა და მადლიერებით ვეგებებით. ჩვენი მოძრაობა სახარებისა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემის ერთგულია და იუწყება სიმართლეს იმის შესახებ, რომ მუცლადმოწყვეტილი ბავშვი არის ადამიანი და ღვთის ხატია ჩასახვის მომენტიდანვე; ჩვენ მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყოველგვარი შეზღუვებისა და წინაპირობების მიუხედავად ვებრძვით.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც სავარაუდოდ წინააღმდეგობას გამოიწვევს, განსაკუთრებით, ქალების მხრიდან და არა მხოლოდ იმ ქალების, რომლებიც აბორტის უფლებას იცავენ«

წყარო: https://www.romfea.gr/ekklisia-ellados/30547-imera-agennitou-paidiou-kathierose-i-iera-sunodos?fbclid=IwAR3bGtfqpISVgifwUHRm6KJ8__0VsgC6mOQ0j7hFdW6KaTJcc8MtCjQQBf4