იესოს ლოცვა

იესოს ლოცვა

ძვირფასო დედა ვალენტინა, ამ ბოლო დროს მე გადარჩენის გზა გამეხსნა, ეს მეზვერის მდგომარეობაა, არა მარტო ლოცვის დროს, არამედ ნებისმიერ სიტუაცაში.  ერთის მხრივ, ამაში ახალი არაფერია, ვინ არ იცის ფარისევლის და მეზვერის იგავი?

მაგრამ სულიერი დახვეწილობისათვის (განსაუთრებით იესოს ლოცვის დროს) ამ იგავს, უფრო ზუსტად მეზვერის მდგომარეობას, ჩემი აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ეცადე ყველგან და ყოველთვის  მთელი გულით აღავლინო იესოს ლოცვა. შენი დეპრესიული მდგომარეობა გიბიძგებს ახალი ნაცნობების შეძენისა მათთან ფუჭი საუბრებისკენ, იცოდე, ეს „მტრების“ (ეშმაკის) ერთ-ერთი ხრიკია.

ყურადღებით და მოწიწებით წარმოთქვი ლოცვა: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი.“ სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, ეცადე მუდმივად ილოცო. სასოწარკვეთა დაუშვებელია. უფალი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა გადასარჩენად მოვიდა. ჩვენი ვალია ყველანაირად თავი ავარიდოთ ცოდვის ჩადენას, ხოლო თუ მაინც შევცოდავთ, გულრწრფელად მოვინანიოთ და პატიება ვითხოვოთ. უფალი იწყალებს მონანულთ თუ ისინი აღარ სცოდავენ ან ცდილობენ აღარ შესცოდონ.

შენი დამძიმებული მდგომარეობა იესოს ლოცვის გასაძლიერებლად გამოიყენე. ასეთ მდგომარეობაში უფრო იოლია  ლოცვაში ჩაღრმავება, შვებასა და სიმშვიდეს ადვილად ჰპოვებ, მაგრამ ადვილათაც დაკარგავ (სიტუაციის გამოსწორების შემდეგ). ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგ. ციხეში იესოს ლოცვა თავისთავად მოდიოდა, შემდეგ კი გამიჭირდა.

არ დაგავიწყდეს, ყოველთვის და განსაკუთრებით ტაძარში იესოს ლოცვა ყურადღებით და გულშემუსვრილებით აღავლინო.

შეეცადე გრძელი მსახურებების დროს იესოს ლოცვა იკითხო. თავს დააძალე ნეგატიური დამოკიდებულება შეცვალო. შენ შენს დაცემულ ბუნებასთან ბრძოლის შესაძლებლობა გეძლევა. თუ ჩვენ გვსურს, რომ მავანმა თავი დასძლიოს და ჩვენს მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალოს, მაშინ პირველ რიგში ჩვენ თავად უნდა გავაძევოთ გულიდან მის მიმართ უარყოფითი განწყობა. და უფალი მას გულს და გონებას გაუნათებს. ის ჩვენი უფასო მასწავლებელია, მთელი სერიოზულობით მიიღე ეს დარიგება და საკუთარ თავს მოერიე.

„უფალო იესო ქრისტე…“, ეს ლოცვა რაც შეიძლება ხშირად ხმამაღლა და გულშიც გაიმეორე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას გული გთხოვს. (როცა ის ლოცულობს, ყველაფერი მიატოვე და ილოცე, სანამ გული არ დაგიმშვიდდება). როგორი ძლიერი და ყოვლისშემძლე იარაღი გვიბოძა უფალმა ბორტთან საბრძოლველად და თავის გადასარჩენად, ჩვენ კი მას არ ვიყენებთ. ჩვენ სულ ვდრტვინავთ, ეს ლოცვა კი ყველა მტერს და უქმადმეტყველს დაადუმებს. ხშირად მთელი ძალისხმევით გაიმეორე ის და ყველა გაჩუმდება, რადგან ძირიდათად მათი პირით ეშმაკი საუბრობს და არა ადამიანური ბუნება. არ გსურს ვინმესთან საუბარი? თქვენ შორის ჯვარი წარმოიდგინე და იესოს ლოცვა იმეორე. მოსაუბრეს კი მოკლე პასუხები მიეცი: არა-დიახ და ეს ადამიანი გაგეცლება.

რატომღაც უფლისგან ბოძებული ამ ძლიერი იარაღით არ ვსარგებლობთ.

შემდეგ კი ვიტანჯებით ვწუწუნებთ, უფალზე ვჩივით და ხალხს ვადანაშაულებთ, იმის მაგივრად, რომ მათთვის ვილოცოთ!

ვეცადოთ ხშირად გავიმეოროთ: „უფალო, ისეო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“.

 

იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)