როდესაც ახალმოქცეული მოდის ეკლესიაში, ადრე თუ გვიან, მის წინაშე დგება საკითხი მოძღვრის არჩევისა. რათქმაუნდა, ნებისმიერ ტაძარში შეიძლება მოინახოს კარგი და პატიოსანი მღვდელი, მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ სახელდობრ ეს მღვდელი შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაფერისი სულიერი მამა და მოძღვარი? როგორ ყალიბდება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის?
მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება გეშინოდეს აირჩიო ,,ესა თუ ის მოძღვარი“, რადგანაც არჩევანი თანდათანობით ხდება სულიერი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთღებით პირველ ხანებში ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ ტაძარი, გამომდინარე იქიდან თუ რამდენად მოსახერხებელია მათთვის იქ სიარული და რამდენად ეუფლებათ მათ იმ ტაძარში ლოცვითი განყობა. ეს კი ხელს უწყობს მათი სულიერი ცხოვრების განვითარებას.
მოძღვარი არ განისაზღვრება უბრალოდ ადამიანური სიმპათიებით, თუმცა ამასაც თავისებური გავლენა აქვს, მითუმეტეს ადამიანის არჩევისას.ჩვენ მიჩვეულნი ვართ გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი წარმოდგენებიდან გამომდინარე სილამაზეზე, განსაკუთრებით, სულიერ სილამაზეზე, განათლებულობაზე და ქცევის წესზე. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მიდის მღვდელთან, რომელთანაც მას უადვილდება ურთიერთობა და ადვილად იხსნება მასთან აღსარებისას.
მოგვიანებით კი განისაზღვრება სულიერი გზა: თუ ,,ნეოფიტი“ ქრისტიანი გრძნობს, რომ მოძღვრის მიერ მიცემული სულიერი რჩევები, სწავლებები და მის მიერ აღსრულებული ლოცვები წარიმართება ადამიანის სულიერი ცხოვრების სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი სწორედ იქნა გაკეთებული მოძღვრის არჩევისას. აგრეთვე, თუ ადამიანი გრძობს, რომ ხდება მოძღვრის მხრიდან მისი მანიპულირება, ხდება გადაჭარბებული ტვირთის დადება, რაც აღემატება მის სულიერ მდგომარეობას, ხდება მისი თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და წართმევა მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობაზე და არჩევანზე.
მოძღვარი არ არის გარანტია ხსნისა და არც აუცილებელი წინაპირობა ცხონებისა, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის გამოყენებაც შეუძლია ადამიანს ცხოვრებაში, რომ იყოს ბედნიერი, თუ ის შეძლებს, იპოვოს მის სულთან ახლოს მყოფი მოძღვარი.ხდება ისეც, რომ ადამიანი არ საჭიროებს ამ ყოველივეს, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს თავად ეკლესია, არსებობს სახარება, აღესრულება საიდუმლოებანი, არიან მღვდლები, რომელნიც წარმოსთქვამენ ქადაგებებს და ამით გვასწავლიან სულიერ ცხოვრებას, არსებობს წმინდა მამათა ნაშრომები, რომელშიც თითქმის ყველაფერია ნათქვამი, გვაქვს გონება და საკუთარი თავისუფალი ნება, ეს ყოველივე კი საკმარისია ცხონებისათვის.(თუ ამის სურვილი გულწრფელად გვაქვს.) მოძღვარი კი რაღაც დამატებითია, მაგრამ იგი არ არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი გადარჩენისკენ სვლისა. იგი გარკვეული სახის ბონუსია, რომლითაც ეკლესია გვეხმარება.
როგორ მიხვდეს ადამიანი, მას თეთრი სამღვდელოების მოძღვარი უფრო ჭირდება თუ სამონაზვნო დასის?
ამას არ აქვს მნიშვნელობა. დამწყებისთვის მოძღვარი უფრო მეტად კატეხიზატორია ვიდრე სულიერი წინამძღოლი. ეს არის ადამიანი, რომელიც ეხმარება მას გადადგას პირველი ნაბიჯები სულიერ ცხოვრებაში ,რომელიც აძლევს მას ყველაზე მარტივ და უბრალო და საზოგადო სულიერ რჩევა-დარიგებებს. მოძღვრის მხრიდან ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, არ ,,გადაწვას“ ახალმოსული ზედმეტი ტვირთის დადებით (რაც გამოიხატება გაუცნობიერელად დიდი ლოცვითი კანონების დანიშვნით, უამრავი მეტანიებით და უპირობო მორჩილების მოთხოვნით.) რომელმაც შეიძლება სულიერად გატეხოს წელში ახალმოსული. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში სერიოზულ წინამძღვრობაზე საუბარი ზედმეტია.
ჩვენს გვესმის, რომ სულიერი ცხოვრების დაწყებიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ მოგვეპოვება გარკვეული სულიერი გამოცდილება, რომლის შემდეგ ნაკლებად ვსაჭიროებთ მოძღვრის განუწყვეტლივ დახმარებას. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი, დააგროვებს რა სულიერ გამოცდილებას, თავის სულიერ პრობლემას წყვეტს დამოუკიდებლად. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანი მყარ სულიერ ნიადაგზე დგას, მას უკვე თავადაც შეუძლია ილოცოს ,შეუძლია გაარჩიოს ღვთის ხმა ეშმაკის ხმისგან, თავისთავში ჩაღრმავებით შეუძლია გაეკრვეს, თუ რა არის მაცხოვნებელი და რა დამღუპველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გაერკვნენ რა არის ღვთის ნება, არა მხოლოდ მოძღვრის მეშვეობით, რომელიც ერთგვარი სულიერი კომპასია, არამედ თავადაც შეეძლოთ ამის მიხვედრა. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენთან (მართლმადიდებლებთან) სასულიერო პირების გარდა არავინ იცის და არავის შეუძლია ჩაწვდეს ღვთის ნებას, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა და ამას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლური ცხოვრების გამოცდილებასთან.
დეკანოზი ალექსი უმინსკი