იეჰოვას მოწმეების კავშირი გაეროსთან

იეჰოვას მოწმეების კავშირი გაეროსთან

სექტას ბრალს სდებენ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, რომლის დემონიზირებასაც თავად ახდენდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდეს გამოეკვლია, თუ რატომ მიანიჭა მან  ა.შ.შ.-ში დაფუძნებულ იეჰოვას მოწმეთა ფუნდამენტალისტურ სექტას ასოცირებული ორგანიზაციის სტატუსი, მაშინ როდესაც იეჰოვას მოწმეების სექტაგამოცხადების წიგნი წინასწარმეტყველების მიხედვით გაეროს „დიდ მეძავს“ უწოდებს. რელიგიური ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიოში 6 მილიონ, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 130,000 მიმდევარს ითვლის, უკმაყოფილო წევრებმა მოწმეების მმართველ ორგანოს პირმოთნეობაში დასდეს ბრალი, რადგან ამ უკანასკნელმა კავშირები დაამყარა ორგანიზაციასთან, რომელზეც აპოკალიპტიკური ტერმინებით საუბრობს.

გუშინ გაერომ თავად აღიარა, რომ მისთვისაც გაუგებარია, თუ როგორ იმყოფება ბოლო 10 წლის მანძილზე სექტა, ოფიციალური სახელწოდებით — ბიბლიის საგუშაგო კოშკი და — Tract Society of New York მის არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში.

ყოფილმა წევრმა განაცხადა: „საგუშაგო კოშკი გაეროს უკეთურ ორგანიზაციად იხსენიებს და ამავდროულად ფარულად ამ ორგანიზაციის კეთილგანწყობა მოპოვებას ცდილობს, ეს აშკარა წინააღმდეგობაა. საგუშაგო კოშკი წევრებს რომ ასეთ კავშირების შესახებ სცოდნოდათ, იმედგაცრუებულნი იქნებოდნენ“.

„სრულიად წარმოუდგენელია, რომ საგუშაგო კოშკი გაეროს ქარტიის იდეალებს იზიარებდეს, თუ არ დავუშვებთ იმას, რომ ღმერთის მიერ გაეროს განადგურება ხსენებულ ქარტიას შეესაბამება“.

მოწმეებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხში გარკვევას ცდილობენ, პირად საუბრებში რწმენის არასიმტკიცეში სდებენ ბრალს.

იერარქია თავის მიმდევართ სისხლის გადასხმას უკრძალავს, ამ დროს კი ა.შ.შ.-ში მოწმეების მსახურების მიერ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები იფარება.

მიმდევრები, რომლებიც მოწმეების ლიდერებს აკრიტიკებენ ან მათ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ, ორგანიზაციიდან სისტემატურად ირიცხებიან და თავიანთი ოჯახებითურთ გარიყულნი რჩებიან ორგანიზაციიდან.

ბოლო პერიოდში ნიუ-იორკის იერარქიამ საკმაოდ ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მან სისხლის გადასხმების აკრძალვაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა; თითქოსდა, ღმერთმა გამოუცხადა მათ, რომ სისხლის ზოგიერთი კომპონენტების გადასხმა დასაშვებია, თუ ამას შემდგომში მონანიება მოყვება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაგვიანებული აღმოჩნდა ასობით მიმდევრისთვის, რომლებიც ამ აკრძალვის გამო დაიღუპნენ.

რაც შეეხება ბაშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს, იერარქია ამტკიცებს, რომ იმისთვის რომ გამოძიება დაიწყოს ასეთ შემთხვევების ორი მოწმე უნდა მაინც ჰყავდეს, ეს კი თითქმის შეუძლებელია.

საგუშაგო კოშკის საზოგადოება 80 წლის მანძილზე უარყოფდა გაეროსა და მის წინამორბედ ორგანიზაციას, რადგან მათ გამოცხადების წიგნში ნაწინასწარმეტყველებ მსოფლიო ცრუ რელიგიის იმპერიად მიიჩნევდნენ.

გაეროს სიაში აღმოჩენამდე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც გაეროს „ღმერთისა და ერის თვალში სისაძაგლედ“ იხსენიებდა.

თავის შიდა დოკუმენტში საგუშაგო კოშკი საკუთარ პოლიტიკას „თეოკრატიული ომის სტრატეგიას“ უწოდებს. ორგანიზაცია წერს: „სულიერი ბრძოლის ეპოქაში მტერი სიმართლის დამალვით უნდა დავაბნიოთ. ამაში ეგოისტური არაფერია და ეს არავის ვნებს; პირიქით, ამას დიდი სიკეთე მოყვება“.

გაეროს მიერ მისი არასამთავრობო ორგანიზაციად აღიარება — სხვა 1500 ორგანიზაციის მსგავსად — მხოლოდ სტატუსს იძლევა და არა გრანტებს.

კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი გაეროს ქარტიის იდეალებს იზიარებენ, არაკომერციულ საფუძველზე მოქმედებენ, „დაინტერესუბულნი არიან გაეროს საკითხებით და გააჩნიათ უნარი, ფართო ან კონკრეტულ აუდიტორიას მიაწვდინონ ხმა“ და გაეროს აქტივობაზე ეფექტური ინფორმაციის მიწოდების მიზანი და საშუალება გააჩნიათ.

უკმაყოფილო მოწმეებს მიაჩნიათ, რომ გაეროსთან კავშირი, რომელიც მიმდევრებისთვის არ არის ცნობილი, კონკრეტული სამთავრობო ორგანოების წინაშე ორგანიზაციის ავტორიტეტის გაზრდას ისახავს მიზნად, როგორც მაგ. საფრანგეთი, რომელიც არ ცნობს საგუშაგო კოშკს.

პოლ ჯილისი, საგუშაგო კოშკის წარმომადგენელი, ამბობს: „ჩვენ სამთავრობო ორგანოების მიმართ მტრული დამოკიდებულება არ გაგვაჩნია და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გაეროსთვის გარკვეული საკითხების რეპრეზენტაციას“.

„არსებობს კარგი და ცუდი ორგანოები, ისევე როგორც არსებობენ კეთილი და ბოროტი პოლიტიკოსები. მიმაჩნია, რომ გამოცხადების წიგნი პოლიტიკური სისტემის ცვლილებისკენ მოგვიწოდებს, ჩვენ კი ამას ცდას ვაკლებთ“.

გაეროს სპიკერმა განაცხადა: „ჩვენთვის საგუშაგო კოშკის ჩვენსადმი დამოკიდებულება არ არის ცნობილი და ეს მართლაც უცნაურია“.

 

სტატიის წყარო: https://www.theguardian.com/uk/2001/oct/08/religion.world