ანტიქრისტიანული ტერორი ყველას სატკივარი უნდა იყოს

ანტიქრისტიანული ტერორი ყველას სატკივარი უნდა იყოს

ყველა აღმსარებლობის ადამიანი პასუხისმგებელია ხმა აღიმაღლოს ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ

სტივენ ბ. ნასატირი

სადაც არ უნდა ჰქოდეს ასეთ მოქმედებას ადგილი და ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამას, ნებისმიერი რელიგიური უმცირესობის დევნა გაუგონარი უსამართლობაა. ნებისმიერმა შეგნებულმა ადამიანმა ამის საწინააღმდეგოდ ხმა უნდა აღიმაღლოს და როცა საჭიროა სათანადო ზომებიც კი მიიღოს.

ებრაელთა დარბევიდან 75-ე წლისთავის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის მზაობას თანამედროვე ძალმომრეობზე, რომელიც მიმართულია რელიგიური უმცირესობებისა და მათი ღვთისმსახურების ადგილებზე ძალადობის განხორციელებისაკენ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქრისტიან უმცირესობათა წინააღმდეგ განხორციელებული გახშირებული თავდასხმები სირიიდან ეგვიპტემდე, ერაყიდან პაკისტანამდე და კენიიდან სუდანამდე.

9 ნოემბერი ეს ის თარიღია, როდესაც 75 წლის წინ ნაცისტური რეიხის მეამბოხეებმა ებრაელი ხალხის დარბევა განახორციელა. ეს ღამე ცნობილია, როგორც “დამსხვრეული მინის ღამე” ანუ გერმანულად “Kristallnacht””. ამ დღეს ნაცისტმა მეამბოხეებმა დახოცეს და დაჭრეს ასობით ებრაელი, დაწვეს 1000-ზე მეტი სინაგოგა; დაანგრიეს 7000-ზე მეტი ებრაელთა მაღაზია და წარმოება, ბარბაროსულად დაანგრიეს მათი სასაფლაოები და სკოლები, 30,000 ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს.

ეს პერიოდი ისტორიაში აღინიშება, როგორც ებრაელი ხალხის რბევის გამალებული კამპანია, რომელიც საბოლოოდ ამ ხალხის ტოტალურ განადგურებად გადაიქცა.

მოვლენები, რომლებმაც ებრაელთა მეხსიერებაში დიდი დაღი დასვა, ორმაგად ვალდებულს გვხდიან ხმა აღვიმაღლოთ ორი სასიკვდილო ნაზავის — რელიგიური ფანატიზმისა და თავაშვებული ძალადობის წინააღმდეგ.

პატრიარქ მელქიტის, საბერძნეთის კათალიკოს-პატრიარქ გრეგორიუს მე- III ლაჰამის საინფორმაციო სააგენტო BBC-სადმი მიცემული ინტერვიუს თანახმად დღესდღეობით სირიის მოსახლეობა 25%-ით შემცირდა, აქ ერთ დროს ქრისტიანული მოსახლეობა ყვაოდა, ისეთივე უძველესი, როგორც ამ ქვეყნის ებრაული მოსახლეობა.

როგორც “““The Associated  Press””” საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, მაალოულაში — სირიელი ქრისტიანების დასახლება, ეთნიკური უბანი, რომელიც ქრისტიანობის დასაბამიდან არსებობს და რომელიც დღემდე არამეულ ენაზე ლაპარაკობს, სექტემბერში ქრისტიანები ამ ადგილიდან ალ ქაედასთან გათანაბრებულმა მეამბოხეებმა ან გამოაძევეს ან აიძულეს ისლამის მიმდევრები გამხდარიყვნენ.

“ეს არის ქაოსი, ეს არის ძალადობა, ეს არის სისხლი, ეს არის სიკვდილი. სიცოცხლე პარალიზებულია. ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ” განაცხადა თეოფილე გეორგ კასაბმა ჰომსის არქიეფისკოპოსმა.

ეგვიპტეში გასულ ზაფხულს გადამდგარი პრეზიდენტ მოჰამედ მორისის მომხრეებმა, ამ ქვეყნის ისტორიული ღირებულების მქონე ქრისტიანების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს წარმოადგენს გააფთრებული ბრძოლა გააჩაღეს. ანტიქრისტიანულად განწყობილმა მეამბოხეებმა დაწვეს მრავალი ქრისტიანული სკოლა, მონასტერი, დაწესებულებები და ყველა ქრისტიანული სარწუნოების ეკლესია. რამდენიმე დღის წინ მოტიციკლებზე მსხდომმა ტერორისტებმა ქორწილის დროს ცეცხლი გახსნეს კოპტური ქრისტიანული ეკლესიის მახლობელ ტერიტორიაზე. შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპა 4, მათ შორის ერთი 8 წლის გოგონა.

“ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთ დღეს მომხდარიყოს ამდენ ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმა” “ალ ჯაზირას” განუცხადა ასუიტში კოპტური მართლმადიდებლური კონფესიის ეპისკოფოსმა თომასმა. “ადრე თავდასხმებს თვეში ერთხელ თუ ექნებოდა ადგილი” განაცხადა მან.

“დამსხვრეული მინის ღამე” ანუ ““Kristallnacht””” ისტორიულად მიგვანიშნებს, რომ სამლოცველო სახლების დაწვა გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ უარესი ჯერ კიდევ არ მომხდარა. სექტემბრში, პაკისტანში, თალიბანი ექსტრემისტების მიერ ანგლიკანური სარწუნოების მიმდევრების შემაძრწმუნებელი დაბომბვა განხორციელდა, რასაც 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თვითმხილველთა მიხედვით, ნაირობის სავაჭრო მოლში ალ შაბააბის ტერორისტების სასიკვდილო სამიზნეს კენიელი ქრისტიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც მათ სხვა ხალხებისაგან შეგნებულად განასხვავეს და რაც მოგვაგონებს გერმანელი ნაცისტების მიერ განხორციელებული საზარელი “შერჩევითობის” ისტორიას.

ამ სახის თავდასხმებმა 1910 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთელი ქრისტიანული მოსახლეობის რიცხვის შემცირება გამოიწვია 9.5 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე ინტერნეტ გვერდი ““Pew Forum report on Global Christianity”-ის მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ ისრაელი არის ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ქვეყანა სადაც ქრისტიანული მოსახლეობა კვლევის შედეგად ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე მნიშვნელოვანწილად გაიზარდა 34, 000 დან 158, 000 იქ მინიჭბული რელიგიური თავისუფლების გათვალისწინებით.

როგორც ებრაელი, მე ვამაყოფ ებრაულ სახელმწიფოში რელიგიური უმცირესობების სტატუსით, ხოლო როგორც ამერიკელი მე განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ვცხოვრობ ისეთ საზოგადოებაში, სადაც განსხვავებული სარწმუნოების ადამიანები და აგრეთვე არა მორწმუნეები იზიარებენ ტოლერანტობისა და თანაარსებობის მარადიულ ღირებულებებს.

მიუხედავად ერთეული, რელიგიურად ინსპირირებული სასიკვდილო შედეგის მქონე მაგალითებისა ბოლო რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყანა არის სახელმწიფო, სადაც არცერთი ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი, ინდუსი, ბუდისტი, სიკხი ან ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანი არ ცხოვრობს შიშში, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა სარწმუნოების არიან.

დადგა დრო, რათა განგაში ავტეხოთ ქრისტიანებისა და სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანების რელიგიური დევნის აღკვეთისთვის. მოდით ხმა აღვიმაღლოთYდა მოვუწოდოთ ჩვენს მიერ არჩეულ წარმომადგენლებს ზომები მიიღონ ამ მოქმედების შესაჩერებლად. ყველა სარწმუნოების აღმსარებელმა მხარი უნდა დაუჭიროს H.ღ.301, კანონპროოექტის მიღებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, დანიშნოს სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული დესპანი, რომელიც ხელს შეუწყობს რელიგიურ უმცირესობათა რელიგიური თავისუფლების მოპოვებას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ — ცენტრალურ აზიაში.

ეს კანონპროექტი აშშ-ს მთავრობას დახმარებას გაუწევს რეაგირება მოახდინოს ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეებრძოლოს რელიგიური უმცირესობების მიმართ გამიზნულ რელიგიურ შეუწყნარებლობას და წაქეზებას. იგი აშშ-ს Mმთავრობას დაეხმარება მოაგვაროს რელიგიურ უმცირესობათაA მოთხოვნები.

გარდა ამისა ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებმა, რომლებიც შექმნილია ადამიანის უფლებების დაცვისათვის, განსაკუთრებით გაერომ ეს მისია მიუკერძოებლად შესარულოს.

ჩუმათ ყოფნის დრო აღარ არის იმათთვის ვისაც სინდისი აწუხებს, ასევე ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანისათვის.

 

 

სტივენ ნასატირი

ებრაელთა გაერთიანებული ფონდის პრეზიდენტი

მეტროპოლიტენ ჩიკაგოს ებრაელთა ფედერაცია