არასდროს დამავიწყდება, რა მგზნებარებით ცდილობდა ჩემი ნაცნობი ქალი ჩემთვის აეხსნა, თუ რატომ არ შეუძლია მარლთმადიდებელი იყოს. „გესმის-მეუბნებოდა იგი, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მარლთმადიდებლური დოგმები კი სულს მიხუთავენ. მე არ მსურს, რომ ვინმემ ან რამემ ჩემი თავისუფლება შეზღუდოს. ადამიანი და მისი თავისუფლება ყველა წესზე და ნორმაზე მაღლა დგას, რომლებსაც, დამეთანხმე, ადამიანები ადგენენ“. მე დავეთანხმე, მაგრამ თავს უფლება მივეცი მისი პათოსური სიტყვიდან გამომდინარე ერთი უმანკო, მაგრამ ლოგიკური კითხვა დამესვა:
რომელი მარლთმადიდებლური დოგმები და რაში, ავიწროებდნენ მის თავისუფლებას.?
კითხვამ ოლგა(ასე ერქვა ქალიშვილს, რომელიც სხვთაშორის მოსკოვის ერთ-ერთ სერიოზულ ინსტიტუტს ამთავრებდა ჰუმანიტარული განხრით) აშკარად დააბნია. მე გადავწყვიტე დავხმარებოდი და ჩავეკითხე, რომელი მარლთმადიდებლური დოგმები იცოდა.(„მოდი გავიხსენოთ, რომლები იცი და მერე იოლი იქნება გავერკვეთ, კონკრეტულად რომელი უშლის ხელს შენს თავისულებას“).
ქალიშვილი დიდხანს ფიქრობდა, მერე კი ყოყმანით მითხრა.:“აი ის, დოგმატი უბიწო ჩასახვაზე; თუ რაღაც, ჰო, ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე“.
მომიხდა ახსნა, რომ უბიწო ჩასახვა ნამდვილად არის ეკლესიური რწმენის ერთერთი დებულება. მაგრამ არა მართმადიდებლურ, არამედ კათლიკურ ეკლესიაში, და თანაც მხოლოდ 1854 წლიდან. თან ძალიან მაინტერესებდა გამეგო, რაში ბორკავდა ეს „საწყალ გოგონას“.
ოლგამ გაიცინა და მითხრა, რომ მე ის გამოვიჭირე, მაგრამ ის მაინც მართალია ეკლესიაში თავისუფლება არ არის, და რომ ეკლესია ცხოვრებას ჩამორჩა. დღეს მსოფლიო თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ადამიანმა დროს უნდა აუყოს ფეხი და არ უნდა ”იჩანჩალოს ბებერ, ჯაგლაგ ეკლესიასთან“ ერთად. სამწუხაროდ ჩვენი საუბარი ამ სახუმარო ნოტაზე დამთავრდა და ორივე ჩვენ ჩვენ აზრზე დავრჩით.
მე სიტყვა „სამწუხარო“ სიტყვის ლოგიკური გადაბმისათვის არ მიხმარია. მე მართლა გულწრფელად ვწუხვარ. ვწუხვარ თუნდაც იმიტომ, რომ ოდესღაც მეც ვამტკიცებდი, თითქოს მართმადიდებლური ეკლესია არაფერია, თუ არა რიტუალი და გარეგნული ბრწყინვალება. თანაც, მთელი ჩემი მართლთმადიდებლობის ცოდნა ამოიწურებოდა მონათხრობით, რომ სადღაც უკრაინაში, მოძღვარს „თვალი აეხილა“, მივიდა საეპისკოპოსოში, მოიხსნა ჯვარი და ეკლესიიდან წავიდა.“აი, მიხვდა ადამიანი!’ ახსნა იმისა, თუ რა გაიგო ამ ადამიანმა, მე რა თქმა უნდა არ შემეძლო, მაგრამ ყველა მცდლობა, შევხებოდი მარლთმადიდებლურ სამყაროს, ჩემი „ცოდნის“ კედელს აწყდებოდა, თვითდაჯერებულობას ჩემი სიმართლისა და რწმენის.მე კი ამ დროს ათეისტი არ ვყოფილვარ. მე გამიმართლა, რომ ცხოვრებაში მყავდა მასწავლებელი. მასწავლებელი, რომლის აზრსაც მე ყველაზე მეტად უფრთხილდებოდი (და დღესაც უფრთხილდები). ჩვენ ვსაუბრობდით რწმენაზე, ვარჩევდით წიგნებს.
ერთხელაც ლაპარაკი მართლმადიდებლობას შეეხო და მე ვკითხე:’’ ნუთუ თქვენ ყველა საეკლესიო დადგენილებების აუცილებლობის გჯერათ? და ჯვარსაც დაიკიდებთ მკერდზე?’’
მაშინ მან არაფერი მიპასუხა, მხოლოდ სევდიანად გაიღიმა… რამოდენიმე დღეში კი მე შევნიშნე, ის ჯვარს ატარებს!!! აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ყველაზე პატივსაცემ ადამიანს არა თუ ისე არ სწამს, როგორც მე, არამედ საჭიროდაც არ თვლის რამე ამიხსნას, რატომ?
მე არ მწყენია, უბრალოდ ძალიან შევშინდი. ნუთუ ამდენად ‘’ჩაკეტილი’’ ვარ, რომ ის არც კი დამელაპარაკა ამ თემაზე?ის დღე ჩემთვის პირველი დღე იყო მართლმადიდებლობაში. მე ეხლა ვხვდები, რატომ გაჩუმდა იმ დღეს ჩემი მეგობარი, რადგან მე უკვე ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც ვერ ისაუბრებ, მით უმეტეს, თუ შენი თანამოსაუბრე მოსასმენად მზად არ არის. და მაინც, როცა ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით ამბობენ უარს მართლმადიდებლობის წიაღში შესვლაზე, რომელსაც ისინი სინამდვილეში ეძებენ, მე ვამბობ ‘’სამწუხაროდ’’.იქნებ არ ღირდეს ამ კარის გვერდის ავლა? მოდი შევიდეთ და ვნახოთ. იქნებ?
ავტორი: ვლადიმერ ლეიგოდა