ქრისტე, როგორც ყოველი ქმნილების პირმშო (იგავ. 8:22; კოლ. 1:15)

ქრისტე, როგორც ყოველი ქმნილების პირმშო (იგავ. 8:22; კოლ. 1:15)

ნორვეგიელმა ლინგვისტმა როლფ ფურულიმ „ახალი სამყაროს თარგმანის“ აპოლოგიაში სახელწოდებით „როგორ გავლენას ახდენს ბიბლიის თარმნაზე ღვთისმეტყველება და წინასწარ შექმნილი დამოკიდებულება“ გვერდი ვერ აუარა ერთ-ერთ მთავარ პასაჟს, რომლის გარშემოც ჯერ კიდევ არიანული შფოთის დროს აქტიური ეგზეგეტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა. საუბარია პავლე მოციქულის ჰიმნის ნაწყვეტზე კოლასელთა მიმართ ეპისტოლედან (კოლ. 1:15-18).

მოცემული ნაწყვეტის წაკითხვის მთავარი პრობლემა შემდეგ საკითხებში მდგომარეობს:

როგორია სიტყვა „პირმშოს“ [πρωτότοκος] მნიშვნელობა?

გულისხმობს თუ არა გამოთქმა „პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“, რომ ქრისტე თავად არის ქმნილების ნაწილი?

გამართლებულია თუ არა მე-16 მუხლში სიტყვა „დანარჩენის“ დამატება (რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე დანარჩენი), რომელიც არ არის ორიგინალის ტექსტში?

როგორია ქმნილებისას ქრისტეს შუამავლობის აზრი (მის მიერ დაებადა ყოველივე)?

რა კავშირია კოლასელთა 1:15-სა და იგავთა 8:22-ს შორის?

ნაწყვეტის დაწვრილებით ლინგვისტურ ანალიზს ფურული კოლ. 1:15 და იგავ. 8:22-ს შორის პარალელების ძებნით იწყებს. ის ცდილობს ამ გზით მოცემული ნაწყვეტის გაგებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერიოზულმა სპეციალისტმა, პირველ რიგში, მთელი ეპისტოლეს, განსაკუთრებით კი პირველი ორი თავის, კონტექსტი უნდა განიხილოს. საქმე იმაშია, რომ კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს მეორე თავი ადგილობრივ თემში შექმნილ მნიშვნელოვან სიტუაციას შეიცავს. პავლე მოციქული სამოძღვრო ეპისტოლეს წერს, რომლის მიზანია გარკვეული სულიერი საფრთხის განკურნება, რომელსაც კოლასელი ქრისტიანები დაექვემდებარნენ.

მკვლევრები და კომენტატორები თანხმდებიან იმ აზრში, რომ კოლასელ ქრისტიანებს რომელიღაც იუდაისტური გნოსტიკური ერესი ემუქრებოდა. აღნიშნული ერესის ყველა ტიპური ნიშანთვისება მოციქულმა ჩამოთვალა: ანგელოზების თაყვანისცემა და ზებუნებრივ მდგომარეობებში შესვლა (2:18), თვითგვემა (2: 23), სიბრძნისმეტყველებითა და ქვეყნის სტიქიებით გატაცება (2 :8, 20). სიტყვა „სისავსის/სავსების“ (ბერძ. πλήρωμα), რომელიც გნოსტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ტერმინია, მრავალგზის ხსენება ასევე გნოსტიკურ ერესთან პოლემიკის კვალზე მიგვანიშნებს.

რას წარმოადგენდა გნოსტიკოსების სწავლება? — მივუთითებთ მათი სწავლების ზოგიერთ ძირითად იდეებს (თავად სწავლებაში ჩაღრმავების გარეშე). გნოსტიკოსების პირველი პოსტულატია შემეცნებით (გნოზის) ცხონება, რაც მხოლოდ რჩეულებს ხელეწიფება. გნოსტიციზმში ძლიერად იკვეთებოდა დუალიზმი: გნოსტიკოსებს მატერია ცოდვილად მიაჩნდათ, უზენაესი ღვთაება კი სრულყოფილად, ანუ მას ცოდვილი სამყაროს შექმნაში წილი არ მიუძღოდა, ამიტომ გნოსტიკოსებს ღმერთსა და გარესამყაროს შორის შუამავლები — ეონები შემოჰყავდათ, ანუ ანგელოზები (ღვთაების ემანაციები). პლერომა წარმოადგენს აღნიშნული სულიერი არსებების, ეონების, ერთობლიობას. იესო ქრისტეც ერთ-ერთ ეონს წარმოადგენს, რომელიც წუთისოფელს სულად მოევლინა იმისთვის, რომ ადამიანებს დაკარგული ცოდნის დაბრუნების და სავსებასთან („პლერომასთან“) დაბრუნების საშუალება მისცემოდათ. გნისტიციზმის ფილოსოფიას იესო ქრისტე მხოლოდ „ერთ-ერთამდე“ დაჰყავდა — ამაში მდგომარეობს, ზუსტად, აღნიშნული ერესის შხამიანი ფესვი.

შესაბამისად, პავლე მოციქულის სიტყვების გაგება უშუალო კონტექსტში უნდა ვეძებოთ. ხსენებული კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება გავიგოთ, თუ რატომ უწოდებს ეპისტოლეს ავტორი ღვთის ძეს „ყოველი ქმნილების პირმშოს“, „ყოვლის უწინარესს“, რომ „მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება“, რომ მასში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“. გნოსტიციზმის არსის გაგების შუქზე ცხადი ხდება, თუ რატომ უსვამს ხაზს პავლე მოციქული, რომ ქრისტე არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა (2:10), მასშია ცოდნის („გნოსის“) სისავსე (2:3), მისი სხეულის ხორციელებას (1:22). ამგვარად, მოციქულის დამოძღვრის მიზანია ყველას წინაშე და ყველაფერში ქრისტეს უზენაესობის ჩვენება.

სანამ ნაწყვეტის უშუალო ანალიზზე გადავიდოდეთ, იგავ. 8:22-ზე უნდა შევჩერდეთ, სადაც ღვთის სიბრძნის განსახიერების აღწერას ვხვდებით, რომელიც გამრიგესავით მონაწილეობდა სამყაროს შექმნაში. მთელ პოლემიკას 22-ე მუხლის, კერძოდ კი, ებრაული ზმნა qānā-ს თარგმანი იწვევს, რომელიც „ყიდავს, შეძენას“ ნიშნავს. ფურული თავისი ნაშრომის 107 გვერდზე უთითებს, რომ აღნიშნული სიტყვა ძველ აღთქმაში „ქონა/ყოლის, ფლობის“ შედეგობრივი ფუქნციის სახით გვხვდება. ამგვარად, სინოდალური თარგმანი ზუსტად გადმოსცემს: „უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით“ [современный груз. перевод] / „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე“ [древне груз. пер.] (ქართული ვერსიები ფურულის ემთხვევა), რასაც ვერ ვიტყვით ახალი ქვეყნიერების თარგმანზე, რომელიც მასორეთულ თარგმანში არარსებულ სიტყვებს ამატებს: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ“. შეადარეთ სიტყვა-სიტყვით თარგმანს: „יהוה იაჰვე קָנָנִי შემიძინა მე רֵאשִׁית დასაწყისი דַּרְכּוֹ მისი გზები קֶדֶם უწინარეს מִפְעָלָיו მის მიერ შექმნილნი מֵאָז იმ დროიდან“[1], საიდან მოიტანეს ახალი ქვეყნიერების თარგმანის ავტორებმა  სიტყვები „მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ“?

იგავ 8:22-ის სლავური საეკლესიო თარგმანის სქოლიოში წერია, რომ ებრაულ თარგმანში სიტყვა „შე(მ)ქმნას“ ნაცვლად (ასეა სპეტუაგინტაში[2], რომლიდანაც ითარგმნებოდა სლავური ტექსტი) დგას სიტყვა „მო(მ)იპოვა“. ანუ, იეჰოვამ სიბრძნე თავისი გზების დასაწყისად, თავის საქმეთა უწინარეს შეიძინა, მოიპოვა. როგორ გავიგოთ ეს აზრი? ფურულისთვის პერსონიფიცირებული სიბრძნის შექმნის აზრი აშკარაა; ის სიტყვა ḥūl — ის („დაიბადა“) გამოყენებას (25-ე მუხლი) ადარებს ამავე სიტყვის 90-ე ფსალმუნში (მე-2 მუხლი) გამოყენებას, სადაც ის მთების შექმნის აღწერაში გამოიყენება; ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ḥūl არის რა qānā-ს სინონიმი, ის სიბრძნის შექმნაზე მიუთითებს (გვ. 108). ფილოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი დამაჯერებლად გამოიყურება.

მოდით, მცირე ხნით დავივიწყოთ ლინგვისტიკა და ნაწყვეტს მთლიანობაში დავაკვირდეთ. ისმის კითხვა: ნუთუ ნორვეგიელ პროფესორს სერიოზულად მიაჩნია, რომ ღვთის სიბრძნე ღმერთმა დროის რაღაც მომენტში შექმნა? ნუთუ შეიძლება ყოვლისშემძლე შემოქმედი სიბრძნის გარეშე წარმოვიდგინოთ? თუ სიბრძნე ღვთაებრივი არსის განუყოფელი თვისებაა, ამაში კი ეჭვი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ღმერთი ოდესღაც არ იყო ბრძენი და შემდეგ გადაწყვიტა სიბრძნის შეძენა/მოპოვება? [опять-таки, в древне грузинском დამამტკიცა — утвердил меня]. ეს აბსურდია. ფურულიმ თავის ფილოლოგიურ ანალიზში ტექსტზე საღი შეხედულება დაკარგა. მეტიც, თუ ღმერთს სამყაროს შექმნისთვის სიბრძნე დასჭირდა, მაშ როგორ შექმნა მან სიბრძნე სიბრძნის გარეშე? შემდეგ მუხლს სიცხადე შემოაქვს: „უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან“ (იგავ. 8:23). შევახსენებთ მკითხველს, რომ გამოთქმა „უკუნითიდან“ მარადიულობაზე მიუთითებს: „ ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“ (ფსალ. 89:2). თუ ღმერთი მარადიულია, მისი სიბრძნეც მარადიულია, როგორც პიროვნების უცვლელი ატრიბუტი.

რა თქმა უნდა, შეგვეკამათებიან, რომ მოცემულ თავში სიბრძნეში ღვთის ძე, ქრისტე იგულისხმება. დიახ, ეკლესიის მამები ამ სიბრძნეში ქრისტეს ხედავდნენ, მაგრამ მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ მოცემულ ტექსტს თავისი საწყისი აზრიც გააჩნია. რთული დასაჯერებელია, რომ მოცემული თავის ავტორი, როდესაც სიბრძნის (ებრ. חָכְמָה, ჰოჰმა) შესახებ წერდა, ქრისტეს გულისხმობდა. უცნაურად გამოიყურება ზუსტი საღვთისმეტყველო ფორმულირებების ძებნის მცდელობა წიგნში, რომლის ჟანრიც ასეთ სიზუსტეს არ გულისხმობს. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით გამოჩენილი რუსი ბიბლიის მკვლევრის, ა. პ. ლოპუხინის (1852 — 1904), აზრს, რომელმაც „განმარტებით ბიბლიაში“ აღნიშნულ ნაწყვეტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი დაწერა: „ეჭვგარეშეა, რომ ძველ აღთქმისეულ ნიადაგზე ვერ იქნებოდა ლოგოსსა და ღვთის სიტყვაზე სწავლებაში ისეთი სიცხადე, სიზუსტე და განსაზღვრულობა, როგორიც ამ სწავლებამ წმ. იოანე მახარებლის მოძღვრებაში მიიღო: ძველ აღთქმისეული, თუნდაც ღვთივშთაგონებული ბრძენისთვის სამყაროს შემოქმედი ღვთის სიბრძნე არის, პირველ რიგში, სამყაროს იდეა, რომელიც ღმერთს ქმნილებამდე გააჩნდა — ეს არის საწყისი, რომელიც მთელი ქმნილების შუამავალ მიზეზად იქცა, ეს იდეა და საწყისი აქ განსახიერებულად წარმოჩნდება. ხოლო ბრძენი განგებ ვერ ისაუბრებდა მეორე იპოსტასის ღვთიურ ღირსებაზე/ Говорить же нарочито о Божественном достоинстве второй Ипостаси [Божества] Премудрый не мог“

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ ძის/სიტყვის, როგორც სიბრძნის განსახიერების სხვანაირი გაგება მიგვაჩნია ობიექტურად. მამამ სიბრძნე გზების დასაწყისად იმ გაგებით შეიძინა/მოიპოვა, რომ მან თავისი საქმეები სიტყვით დაიწყო, სიტყვა თავისი საქმეების შემოქმედებით საფუძვლად აქცია. სიტყვით მან სამყარო შექმნა, ამიტომ სიტყვა სამყაროს სახსნელად მოავლინა. ასეთი ინტერპრეტაცია იგავების წიგნის სიტყვებთან თანხვედრაშია: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი“ (იგავ. 3:19). სიტყვა ყოველთის არის მამის გზების დასაწყისი, სიტყვა მამისგან განუყოფელია და ყოველთვის მასთან არის.

კოლ. 1:15-ს დიდი ეგზეკიტური ისტორია გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის ყველა მამას გამოთქმა „ყოველი ქმნილების პირმშო“ ესმოდათ, როგორც „მთელ ქმნილებაზე ადრე შობილი“ (აქედან არის სინოდალური თარგმანის ვარიანტი). ჩვენ პროფესორ ფურულის იმაში ვეთანხმებით, რომ ვარიანტი „პირმშო ყოველი ქმნილების ზედა/первенец над всем творением“, რომელიც მრავალ თანამედროვე თარგმანში გვხვდება, არადამაკმაყოფილებელია. ამგვარი ინტერპრეტაცია ძველ დროს არ იყო ცნობილი. მოცემული ფრაზის ყველაზე ძველ განმარტებას იუსტინე მარტვილთან ვხვდებით: ჩვენ მას ღვთის პირმშოდ ვაღიარებთ, რომელიც ყოველი ქმნილების უწინარესად არის/сущим прежде всех тварейდა რადგან მისი მოციქულების წერილში წერია, რომ ის ღვთის ძეა, ჩვენც მას ძეს ვუწოდებთ და ვიცით, რომ ის ყოველი ქმნილების უწინარეს არსებობს და მამისგან მისი ძალით და ნებით წარმოიშვა“ („საუბარი ტრიფონთან“, მე-100 თ.). სემანტიკის თვალსაზრისით, πρωτότοκος არის ის, ვინც პირველი დაიბადა, ანუ ის, რომელიც ყველა დანარჩენის უწინარესია. მოცემულ მუხლში რომ ყოფილიყო წინდებული „გან“, როგორც კოლასელთა 1:18-ში („პირმშო მკვდართაგან“), მაშინ ცხადი იქნებოდა, რომ წინამორბედი თავად არის მათი რიცხვიდან, რომელთა წინ თავად არის. მაგრამ აქ აღნიშნულ წინდებულს ვერ ვხედავთ. წინდებულს შეგნებულად ამატებენ ახალი ქვეყნიერების რუსული თარგმანის ავტორები აზრის „განმარტებისთვის“.

თუ მოცემულ ნაწყვეტს ორიგინალში არარსებული სიტყვების დამატების გარეშე წავიკითხავთ, სინოდალური თარგმანის ვარიანტამდე მივალთ: „[ქრისტე] ყოველ ქმნილებაზე უწინარეს შობილი; რადგან მასში შეიქმნა ყოველივე ზეცასა და მიწაზე“. ლოგიკა სავსებით ცხადია: ძე ყოველი ქმნილების უწინარესია, რადგან ყოველი ქმნილება მის მიერ არის შექმნილი. ყოველი ნიშნავს ყველაფერს, რაც კი შეიქმნა; როგორ შეიძლება იყოს ის ქმნილება, თუ მთელი ქმნილება მის მიერ შეიქმნა?

მოციქულის აზრის შემდგომი სვლა ჩვენს ლოგიკას ადასტურებს: „ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას“ (კოლ. 1:17). პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ ქრისტე არის  „ყოვლის უწინარესი“, ანუ პირველ პლანზე გადმოდის ძის წინასწარ არსებობის [предсуществования] იდეა. ძე ქმნილების წინმსწრებია. მაშასადამე, „პირმშოს“ აზრობრივი ასპექტი „დროითია“ და არა რაიმეს შემადგენლობაში შემავალი, როგორ ფურულის მიაჩნია. აღნიშნულის თაობაზე IV საუკუნეში წერდა იოანე ოქროპირი: „სიტყვა პირმშო (კოლ. 1:15 [ძვ. ქართ.]) ღირსებასა და პატივს არ უთითებს, არამედ მხოლოდ დროს გამოხატავს. ძველად იგი ანგელოზების მიერ მოგვევლინებოდა, ახლა კი თავად მოდის; ამიტომ, რომ არ იფიქრონ, რომ ის ანგელოზებზე მცირეა ასაკით, მოციქული გვიჩვენებს, რომ ანგელოზებს არავითარი ძალა არ გააჩნდათ, რადგან წინააღდმეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ჩვენი წყვდიადიდან მხსნელი, შემდეგ კი ამტკიცებს, რომ ის ანგელოზებზე უწინარეს იყო“ (კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს ჰომილია).

ჩვენ ისტორიული სიტუაციის საკითხს და კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს დაწერის მიზეზს ტყუილად არ შევხებივართ — ეს ის მომენტებია, რომლებსაც ფურული, სამწუხაროდ, საერთოდ არ შეხებია. გნოსტიკოსები ქრისტეს სხვა სულიერ ეონებს უტოლებდნენ[3], ამიტომ მოციქული გვიჩვენებს, რომ ძე მათზე უწინარეს არსებობს და მან შექმნა ისინი. ამიტომ, ის მათი მსგავსი ვერ იქნება. ქრისტე განუზომელად აღემატება ყველა ანგელოზობრივ დასს (престолов, господств, властей и начальств). მაშ, რა სურთ იეჰოვას მოწმეებს და მათ ნორვეგიელ აპოლოგეტს? მათ სურთ, გნოსტიკოსების მსგავსად, ქრისტე ანგელოზების სულიერ სამყაროს გაუტოლონ და ამტკიცებენ, რომ ისიც ქმნილებაა, ხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველად შეიქმნა. თუმცა, ასეთი დაზუსტება პრინციპულად არაფერს ცვლის.

ფურულის არსენალში კიდევ ერთი ხელის მოსაჭიდი რჩება — ძის შუამავლური, ქმნილების შუამავლური აგენტის, როლი. ფურულის მამტკიცებელი ლოგიკის საფუძველია კოლ. 1:16-ში გამოყენებული en, dia და eis წინდებულები, გვ. 274. თუმცა, თუ კლეონ ლ. როჯერსის „ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალ ეგზეგეტიკურ და ლინგვისტურ გასაღებს“ (გვ. 717) მივმართავთ, აღნიშნული წინდებულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვა დასკვნებამდე მივალთ: „έναύτω — მასში: უთითებს ქრისტეზე, როგორც სფეროზე, რომელშიც შექმნის სამუშაო მიმდინარეობს“, „δι’ αύτοΰ — მის მიერ: gen-იანი წინდებული — ქრისტეს, როგორც ქმნილების უშუალო იარაღს აღწერს“, „είςαύτόν  — მისთვის, მასზე: წინდებული ქრისტეზე, როგორც ქმნილების მიზანზე, უთითებს. რაბინები ასწავლიდნენ, რომ ეს სამყარო მესიასთვის შექმნა“.

აღსანიშნავია, რომ წინდებული δια  შეიძლება ანალოგიურ კონტექსტში მამა ღმერთის მოქმედების მიმართ გამოიყენებოდეს: „ეს შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ვისაც მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე, რომ ტანჯვის მეშვეობით სრულყოფილი გაეხადა მათი ხსნის მეთაური“ (ებრ. 2:10; ახალი ქვეყნიერების თარგმანი); იგივეა სხვა ტექსტისთვისაც: „რადგანაც მისგან, მის (αυτοũ)  მიერ (δι’)  და მის (αυτον) მიმართაა (εις)  ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (რომ. 11:36). ცხადია, რომ თუ აღნიშნული წინდებულები მამა ღმერთის მოქმედებისადმი გამოიყენება, მაშინ ცალსახად ვერ ვამტკიცებთ, რომ ქრისტეს მიმართებაში მათ აუცილებლად შუალედური/შუამავლობის ასპექტი გააჩნიათ.

უნდა ითქვას, რომ წინდებულების ინტერპრეტაციის საკითხი არ არის ახალი. თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.) პასუხობს ამ კითხვას: „ამბობენ, რატომ თქვა მახარებელმა: ამ სიტყვამ ყოველივე შექმნა, მაგრამ გამოიყენა ასეთი წინდებული (მიერ)? — იმისთვის, რომ შენ არ გეფიქრა, რომ ძე არ იშობა, დაუსაბამოა და ღმერთს უპირისპირდება, ამიტომაც თქვა მან, რომ მამამ ყოველივე სიტყვით შექმნა“ (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის იოანეს სახარების განმარტება).

უფრო ადრე, IV საუკუნეში, იოანე ოქროპირი ეხებოდა ამ საკითხს: „და თუ შენ გეჩვენება, რომ გამოთქმა „მის მიერ“ მის ღირსებას აკნინებს, მაშინ, მოუსმინე, რას ამბობს პავლე: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი“ (ებრ. 1:10). ამგვარად, რასაც წინასწარმეტყველი (ფსალ. 101:26) მამაზე, როგორც შემოქმედზე ამბობს, იგივეს პავლე ძეზე ამბობს და გამოსახავს მას შემოქმედად და არა მხოლოდ მომსახურე არსებად. და თუ აქ ნათქვამია: „მის მიერ“, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძე ვინმემ უშობელად არ მიიჩნიოს. ქმნილების მიმართ მას რომ ღირსება ეკუთვნის, რომელიც მამის ღირსებაზე არაფრით ნაკლებია, ამის შესახებ თავად მას მოუსმინე: „ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს“ (იოანე. 5:21). თუ ძველ აღთქმაშიც წერია ძეზე: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა“, ამგვარად, მისი, როგორც შემოქმედის, ღირსება აშკარაა. თუ იტყვი, რომ წინასწარმეტყველი ამ სიტყვებს მამაზე ამბობდა, პავლემ კი მამაზე ნათქვამი ძესაც მიაკუთვნა, მაინც იგივე გამოდის. პავლე არც მიაწერდა ამას ძეს სრულიად დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო მამის და ძის თანაბარ ღირსებაში; კადნიერება იქნებოდა, რომ ის, რაც შეუდარებელ არსს ეკუთვნის მასზე ნაკლებ და მას დაქვემდებარებულ არსს მივაკუთვნოთ.

მაგრამ ძე არსით მამაზე არც ნაკლები, არც დაბალია, ამიტომ პავლე გაკადნიერდა და მასზე არა მხოლოდ ზემოხსენებული სიტყვები თქვა, არამედ კიდევ სხვაც — გამოთქმას „მისგან“, რომელსაც შენ მხოლოდ მამის ღირსად მიიჩნევ, პავლე ძის მიმართაც იყენებს: „ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით“ (კოლ. 2:19). მაგრამ არც ამით კმაყოფილდება პავლე, არამედ გამოთქმას „რომლის მიერ“ მამის მიმართ იყენებს, გამოთქმას, რომელიც შენი თქმით ნაკლებ ღირსებას გამოხატავს: „სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ [სიტყვა სიტყვით: რომლის მიერაც მოხმობილნი ხართ], რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს“ (1 კორ. 1:9).

ფურულისთვის იგავ. 8:22-30-ს და ჩვენს ნაწყვეტს შორის პარალელი ცხადია. სიბრძნეს იქ „ოსტატი“ ეწოდება, რომელიც ღმერთთან იყო. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ იგავთა წიგნში ზუსტი საღვთისმეტყველო ფორმულირებების ძებნა ამაოა. თუმცა, სხვა, ფილოლოგიური სახის, პრობლემაც არსებობს. საქმე იმაშია, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანის თანახმად, რომელსაც ინგლისურ ენაზე შენიშვნები ახლავს, სიტყვა אָ֫מ֥וֹן (ამოჰ) შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „ოსტატი, ხელოსანი“ და როგორც „აღსაზრდელი“. დ. იოსიფონის თანახი მეორე ვარიანტს ირჩევს, რომელიც იუდაიზმისთვის  ტრადიციულია: „და ვიყავი მე მისი აღსაზრდელი, და ვიყავი სიხარული ყოველდღიური, ვმხიარულობდი მის წინაშე მუდამ“ (იგავ. 8:30). როგორც აღნიშნავენ ჰებრაისტები კეილი და დელიჩი, ორივე ვარიანტს გააჩნია თავისი საფუძველი (Keil & Delitch’s Commentary on the Old Testament in Ten Volumes, ელექტრონული ვერსია Davar3). მოცემული მონაცემების გათვალისწინებით იგავ. 8:30-ის მტკიცე არგუმენტად მოყვანა გაუმართლებელია.


 

 

[1] http://www.scripture4all.org/OnlineInterlinear/OTpdf/pro8.pdf

[2] «უფალმა (თავის საქმეთათვის) თავის გზათა დასაბამად შემქმნა“ (პ. ა. იუნგეროვის თარგმანი)

[3] Мухин Η. Ф. По­слание св. ап. Павла к Колоссянам. С. 137