ჯეჯილი და ღვარძლი

ჯეჯილი და ღვარძლი

ნებისმიერი დიალოგი იეჰოვას მოწმესთან გარდაუვალად, საყოველთაო განდგომის თემაში გადადის, რომელიც, თითქოს, და II საუკუნის, დასაწყისში ბოლო მოციქულის სიკვდილთან ერთად დადგა. აღნიშნულის ბიბლიურ მტკიცებულებად მათ სახარებისეული იგავი ჯეჯილსა და ღვარძლზე, რომელსაც მოწმეები წინასწარმეტყველებად აღიქვავენ (მათე13: 24 – 30, 37 — 43).

იგავის საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე იეჰოვას მოწმეებს მეტად სადაო და ბუნდოვანი დასკვნები გამოაქვთ:

  1. იეჰოვას მოწმეები ამტკიცებენ, რომ იგავის თანახმად, ჯეჯილი მოდებული ღვარძლის გამო, შეუმჩნეველი ხდება ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანების, როგორც ჯგუფის, განსაზღვრა, შეუძლებელი იყო.
  2. იეჰოვას მოწმეები ამტკიცებენ, რომ ჯეჯილისა და ღვარძლის გარჩევა მხოლოდ მკის დროს შეიძლება — ამით ისინი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის გვიანდელ გამოჩენას, ხსნიან.
  3. იეჰოვას მოწმეები ამტკიცებენ, რომ მკა უკვე დაიწყო (მსოფლიო ქადაგება 1914 წლიდან) და რომ ჯეჯილი უკვე ბეღელში (იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში) ინახება.

ახლა კი, მოცემული თეზისები მიმდევრობით გავაანალიზოთ:

  • ქრისტეს სიტყვების თანახმად, როდესაც ჯეჯილმა და ღვარძლმა თავთავები დაისხეს, ყანის პატრონის მონებმა ყანაში ღვარძლი შენიშნეს და მზად იყვნენ მის აღმოსაფხვრელად. იეჰოვას მოწმეები მართალნი რომ ყოფილიყვნენ, ცხადია, ისინი ვერ შეამჩნევდნენ თავთავებს (მათე, 13:27). მაშასადამე, ჯეჯილის და ღვარძლის გარჩევა შესაძლებელი იყო.
  • ყანის პატრონმა თავის მონებს ღვარძლის აღმოფხვრის ნება არ მისცა არა იმიტომ, რომ მისი გარჩევა შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსჯავრი არის არა კაცთა საქმე, რომელნიც შეიძლება ცდებოდნენ, არამედ ანგელოზების (მათ, 13:29,30). მომკალნი და მონები რომ ერთი და იგივე ჯგუფს არ განეკუთვნებიან იქიდან ჩანს, რომ ყანის პატრონი მონებს ეუბნება, რომ მათ სურვილს თავად ისინი კი არა, არამედ მომკალნი განახორციელებენ. მონები უზომოდ მოშურნე ქრისტიანებს წარმოადგენენ, რომელნიც ღვთის სამსჯავროს უსწრებენ წინ (ექვთიმე ზიგაბენი, ავგუსტინე).
  • იგავის თანახმად, ჯეჯილის შეგროვებას წინ უსწრებს ღვარძლის კონებად შეკვრა (მათე, 13:30). თუ ჯეჯილის ბეღელში შეგროვება 1919 წლიდან ქრისტიანების ერთ ორგანიზაციაში შეგროვებას ნიშნავს, მაშინ ლოგიკურია, რომ ღვარძლის კონებად შეკვრაც რაღაც მსგავსს უნდა ნიშნავდეს. თუმცა, 1914 -დან 1919 წლამდე მსგავსი არაფერი შენიშნულა. სინამდვილეში კი, იგავის ახსნას თავად იესო ქრისტე იძლევა (მათე, 13: 37-43). მკა წარმოადგენს ესქატოლოგიური სამსჯავროს ცნობილ ბიბლიურ სახეს (იოილ, 3:13-15, იერ. 51:33, გამოცხ. 14:15, 18-19), რომლის დროსაც ადამიანები დაიყოფიან ორ ჯგუფად — ისინი, ვინც ცხონდება და ისინი, ვინც წარწყმდება (მათ.24:31). ღვარძლის კონებად შეკვრა ნიშნავს, რომ გეჰენიაში ჩავარდმანმდე ისინი ვეღარაფერს მოიმოქმედებენ — ვერც კეთილს, ვერც ბოროტს (თეოფილაქტე). ჯეჯილის ბეღელში შეგროვება ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას ნიშნავს — უძველესი დროიდან ეს ყველა ქრისტიანი განმმარტებლის მიერ ასე აღიქმებოდა.
  • იეჰოვას მოწმეების მიერ ამ იგავის განმარტების მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ის არავითარ ეთიკურ შინაარს არ იძლევა, რომელიც ყველა სახარებისეულ იგავშია მოცემული. რისი სწავლება უნდოდა ქრისტეს მის მსმენელებისთვის? იმისი, თუ როგორ განვითარდებოდა სამსჯავროს მოვლენები? მაგრამ ამისთვის იგავი საერთოდ არ არის საჭირო.

ქრისტე იგავების მეშვეობით  ყოველთვის გარკვეულ ეთიკურ შეგონებას ხსნიდა. ამიტომაც ხედავდნენ წმინდა მამები აღნიშნულ იგავში გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ადამიანებს არ ებოძათ ღვთის მსჯავრის აღსრულების და მწვალებლების დასჯის უფლება. არასრულყოფილმა ადამიანმა შეიძლება დაუშვას შეცდომა და აღმოფხვრას ღვარძლი, რომელიც შეიძლებოდა ჯეჯილად ქცეულიყო ან შეცდომით ჯეჯილი ღვარძლად მიიჩნიოს და ის გაანადგუროს (იოანე ოქროპირი, იერონიმე, ავგუსტინე, ექვთიმე ზიგაბენი). იგავი ქრისტეს მსმენელთათვის მეტად აქტუალური იყო, რადგან მეორე ტაძრის ეპოქის იუდაიზმში ძალიან ძლიერი რადიკალური განწყობები სუფევდა. საკმარისია გავიხსენოთ ზილოტები, რომლებიც ისრაელის ერის ძალისმიერი მეთოდებით, იარაღისა და მოციქულების მეშვეობით განწმენდის მომხრენი იყვნენ და რომელთაც სამარიტელთა დასახლებაზე ცეცხლის მოწევნა სწყუროდათ. (ლუკა 9:54)

 

ავტორი: არტემი გრიგორიანი