იერუსალიმში მართალი მეფე ეზეკიას ბეჭედი აღმოაჩინეს

იერუსალიმში მართალი მეფე ეზეკიას ბეჭედი აღმოაჩინეს

ძველი ეპიგრაფიკის იერუსალიმელმა სპეციალისტებმა ძველ ბულაზე, ბეჭდის ტვიფრზე, წარწერა ამოიკითხეს, რომელიც ძველი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლების ქვეშ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს, იტყობინებიან ებრაული საინფორმაციო საშუალებები.

ბულა ჯერ კიდევ 2010 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ არქეოლოგმა რეუთ ბენ-არიემ მხოლოდ ახლა შეძლო ტვიფრზე წარწერის გაშიფრვა და მისი მნიშვნელობის დადგენა.

2 დეკემბერს ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სენსაციის შესახებ გამოაცხადეს: 12/13 მმ. ზომის ოვალური ბულა, რომელიც ოდესღაც ძველი პაპირუსის თასმებს კრავდა, მეფე ეზეკიის, რომელიც იუდეას ჩვ. წ. აღ.-მდე VIII საუკუნეში მართავდა, ბეჭდის ტვიფრს ატარებს.

„ჰეზკიაჰუ ახაზის [ძე] იუდეის მეფე“ — ნათქვამია არქეოლოგების მიერ წაკითხულ წარწერაში.

მართალი ეზეკია (721 – 691 წწ. ქრისტეშობამდე) იყო იუდეის ცოდვილი მეფის, ახაზის, შვილი. მართალი ეზეკიას ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20).

გათხრების ხელმძღვანელი ეილათ მაზარი ყვება, რომ სენსაციურ ბულასთან ერთად კიდევ 33 მსგავსი არტეფაქტი აღმოაჩინეს. ყველა აღნიშნული არტეფაქტი ნაგვის ორმოში იყო გადაყრილი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, აღმოჩენის ადგილას მდებარეობდა, იუწყება IsraelInfo.

მაზარის თქმით, სამეფო ბულა „არის ყველაზე ახლო რამ ჩვენთვის, რაც ეზეკიას ხელში ეკავა“ (1).

 

3 დეკემბერი 2015 წ.

მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე


  1. წყარო http://www.pravoslavie.ru/88374.html