საუდის არაბეთში მე-5 საუკუნის ქრისტიანული ძეგლები აღმოაჩინეს

საუდის არაბეთში მე-5 საუკუნის ქრისტიანული ძეგლები აღმოაჩინეს

საუდის არაბეთის სამეფოს სამხრეთის უდაბნოს ქვიშებში ქრისტიანული კულტურის ძველი ძეგლებია აღმოჩენილი, იუწყება საინფორმაციო პორტალი „ლინგა“ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით.

არქეოლოგების ფრანგულ-საუდურმა ჯგუფმა, რომელიც ნაჯრანის პროვინციის უდაბნოში გათხრებს აწარმოებდა, კაუკაბის მთაზე ამოკვეთილი წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც ჩვ. წ. აღ. V საუკუნით თარიღდებიან. კერძოდ, ნაბატეური დამწერლობის სპეციალისტებმა შეძლეს სიტყვების — „მურთად“ და „რაბი“ იდენტიფიცირება, რომლებიც ე. წ. „ქიმიარიტების წიგნში“ — ნაჯრანელი მოწამეების სახელების სიაში — მოიხსენებოდნენ. მოწამეები რენეგატმა მმართველმა იუსუფ ზუ ან-ნუვასა ალ-ქიმიარიმ 470 – 475 წლებში აწამა.

მთაზე მოწამეების სახელების გარდა ძველი და ახალი აღთქმის ციტატები და მრავალი ოთხქიმიანი ჯვარია ამოტვიფრული. წარწერების საერთო სიგრძე ერთ კილომეტრს შეადგენს.

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამურ ექსპანსიამდე არაბეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანების არსებობის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია ცნობილი, მაგრამ აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებისთვის დღემდე ცნობილ სამხრეთი არაბეთის  ძველი ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ძველ ძეგლს წარმოადგენს.

03.02.2015

წყარო: http://www.pravoslavie.ru/76981.html

მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე