ალექსანდრიაში ღვთისმშობლისადმი ლოცვის უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს

ალექსანდრიაში ღვთისმშობლისადმი ლოცვის უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს

 

              ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ალექსანდრიის მახლობლად  აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერი, რომელიც ღვთისმშობლისადმი ლოცვას შეიცავს. ამის თაობაზე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს-ცენტრი იუწყება (1).

             ექსპერტების შეფასებით, მესამე საუკუნით დათარიღებული კოპტური პაპირუსი ქრისტიანთა წმინდანებისადმი, კერძოდ კი ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისადმი,  ლოცვის  უძველეს ხელნაწერ მოწმობას წარმოადგენს.

ძველი მანუსკრიპტის ტექსტი ცნობილი ლოცვის სრულ ვერსიას შეიცავს, რომელიც ეკლესიის ღვთისმსახურებაში დღემდე გამოიყენება. ანტიოქიის საპატრიარქოს პრეს-სამსახურს ჩვენთვის კარგად  ცნობილი ლოცვა არა მარტო არაბულად, არამედ ბერძნულადაც მოჰყავს:  მოწყალებასა შენსა მოვილტვით, ღუთისმშობელო ქალწულო, ვედრებასა ჩუენსა ნუ უგულებელსჰყოფ, არამედ განსაცდელისაგან გვიხსენ ჩუენ მხოლოო წმიდაო და კურთხეულო.

მეცნიერები საეკლესიო გადმოცემის მაღალ სიზუსტეს აღნიშნავენ, რომელმაც ძველი ლოცვები, პრაქტიკულად, უცვლელად შემოგვინახა.

არქეოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა ადრეული ეკლესიის ლიტურგიული მოღვაწეობის მრავალ დეტალს ნათელს ფენს; ასევე, უარყოფს ზოგიერთ სკეპტიკურ მოსაზრებას, რომლების ეჭვქვეშ აყენებენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში წმინდანებისადმი ლოცვის პრაქტიკას, რომელსაც მრავალი კრიტიკოსი „უფრო გვიანდელ ტრადიციას“ და „სიახლეს“ უწოდებს, ნათქვამია უწყებაში (2).


(1)   იხ. http://antiochpatriarchate.org/ar/page/%D8%A5%D9%83%D8%AA%D8%B4%D8%A7%D9%81-%D9%85%D8%AE%D8%B7%D9%88%D8%B7%D8%A9-%D8%B5%D9%84%D8%A7%D8%A9-%D9%84%D9%88%D8%A7%D9%84%D8%AF%D8%A9-%D8%A7%D9%84%D8%A5%D9%84%D9%87-%D8%AA%D8%B9%D9%88%D8%AF-%D9%84%D9%84%D9%82%D8%B1%D9%86-%D8%A7%D9%84%D8%AB%D8%A7%D9%84%D8%AB-%D9%85%D9%8A%D9%84%D8%A7%D8%AF%D9%8A/741/

(2)   წყარო http://www.pravoslavie.ru/73495.html

მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე