მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) მრევლის წევრი შარვლიანი ქალები დაიცვა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) ეკლესიას მოუწოდა, მეტი შემწყნარებლობა გამოეჩინა მრევლის ჩაცმულობის მიმართ.
გადაცემაში „церковь и мир“ („ეკლესია და ერი“) მეუფემ გულის ტკივილით აღნიშნა შემთხვევები, როცა ეკლესიაში მოსული თანამედროვედ ჩაცმული ყმაწვილები და შარვალში გამოწყობილი ქალიშვილები, რომლებიც „ტაძარში თანაგძნობისა და გაგებისათვის მოდიან ლაძღვასა და განკიცხვას ღებულობენ“. მან ასეთ დამოკიდებულებას უწოდა “ავადმყოფობა, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო“ — გვატყობინებს ინტერფაქსი რომელიც საიტ ОВЦС МП.-ს ეყრდნობა.
მიტოპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ უკვე 80 წელზე მეტია, რაც რუსეთსა და ევროპაში სპეციალურად ქალებისთვის იკერება შარვალ-კოსტუმები, ასე რომ, შეუძლებელია შარვალს მხოლოდ მამაკაცის სამოსი ვუწოდოთ, „ღმერთი ადამიანის გულს უყურებს და არა შესამოსელს“- ბრძანა მან.
მეუფე ასევე სულიერების და განათლების თემასაც შეეხო და მოუწოდა მღვდლებს, რომ თავისი მოძღვრული მოღვაწეობისას მათ მკაცრად მისდიონ დოკუმენტებში ასახულ ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.
„თითიეულმა მღვდელმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს ეკლესიის ოფიციალური სწავლება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდებიან მოძღვრები, რომლებიც არასაკმარისად განათლებულები არიან, ან შეგნებულად აყენებენ თავის აზრს ზოგადეკლესიურზე მაღლა“ — აღიარა მეუფემ.
მისი თქმით, ასეთმა ადამიანებმა: „ან უნდა დაასრულონ სწავლა სემინარიაში, ან თავის თავზე იმუშაონ“