ბოლო დროს ყველა მხრიდან და ბევრი მართლმადიდებლი ქრისტიანისაგან ხშირად მესმის, რომ ეკლესიის სინამდვილე მობეზრდათ, სიტყვა „მობეზრდათ“-საკმაოდ რბილი სიტყვაა იმ გამოთქმებში, რასაც ისინი კერძო საუბრებში იყენებენ.
სხვადასხვა მართლმადიდებელ მუშაკებს მობეზრდათ თავისი უაზრო და ხშირად საერო საქმის კეთება ამა თუ იმ საეკლესიო თანამდეობებზე. მღვდლები გადაიღალნენ პარაკლის-პანაშვიდების გადახდით და თან ხელმძღვანელობასთან გაუთავებელი „ეკლისიის“ თამაშით. ბერებისათვის აუტანელი გახდა თანამედროვე მონასტრებში ცხოვრება, სადაც ისინი მუდმივი მშენებლობის გამო ყმების მდგომარეობაში არიან და ამ ყველაფერს მისიონერობის ტვირთიც დაემატა.
ერისკაცებს აღიზიანებს კითხვა: „როგორ ვიმარხულოთ დამდეგ მარხვაში“? ყველანაირი აკრძალვები; „ვაშლის ჭამა არ შეიძლება“! წესები და მსახურება, ნაირნაირი მღვდლების „კომპეტენტური“ და უაზრო ლაქლაქი ისეთი გამომეტყველებით, თითქოს მათ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება ეუწყათ.
ამას ვეღარ მიაწერ „ამპარტავნებას, „თავმდაბლობას“ და „სისულელეს,“-ძალიან მასიური გახდა ეკლესიური ადამიანების ეკლესიურობისაგან დაღლა.
მეორე მხრივ: მობეზრდათ ადამიანებს სადილი ან ვახშამი? რა თქმა უნდა არა, ეს არ გბეზრდება. ადამიანი ყოველ დღე ვახშმობს, მაგარამ ამას ყურადღებას არ აქცევს, უფრო მეტიც-ელოდება ვახშამს და საკვებსაც სიამოვნებით მიირთმევს.
ჭამა, დაბანა, ძილი-ეს ხომ მოსაბეზრებელი არ არის: ასევე არ გვბეზრდება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, პირიქით-არასდროს გვყოფნის. არ გვბეზრდება საყვარელი ადამიანის გამოგზავნილი sms-ის და წერილის წაკითხვა- გადაკითხვა. არ გვბეზრდება ზღვის ცქერა. არ გვბეზრდება სიხარული-მხიარულებთან და მწუხარება დამწუხრებულებთან. ანუ არსებობს ქვეყნად რაღაცეები, რაც არ შეიძლება მოგვბეზრდეს!
დააკვირდით-ქრისტე-ეკლესიის ცენტრი (შუაგული), -ევქარისტიის არსს ვახშამში გვიდებს. აი, კიდევ რა არ უნდა მოგვბეზრდეს.
ლოცვა ღვთის წინაშე-ურთერთობა მასთან, ვინც გვიყვარს. წმ. წერილი-ეს sms-ია მისგან. ე.ი. თვით უფლისაგან ეკლესიის არსი ისეა შექმნილი და ჩაქსოვილი ყველაფერში, რომ ეს არ შეიძლება მოგვბეზრდეს!
აქედან დასკვნა:
რაც ეკლესიაში გბეზრდება, ის ღვთისგან არ არის.
რაც ღვთისგანაა — ის არ შეიძლება მოგბეზდეს.
ეს გადაძახილია გრიგორი სკოვოროდასთან: „ რაც საჭიროა- ძნელი არ არის, რაც ძნელია- ის საჭირო არ არის“
საინტერესოა, რა მოხდება ჩვენი სინდისი ამ კრიტერიუმით რომ ავღჭურვოთ? ნეტავ შეიცვლება ეკლესიური ცხოვრება (რა თქმა უნდა კერძო დონეზე)?
იღუმენი პეტრე მენშერინოვი