ზღვაზე დასვენების სეზონში ხშირად ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა მარლთმადიდებელს ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლება და ხომ არ გახდება ეს ვინმეს ცდუნების მიზეზი?
ჩემთვის მოცურავე და გარუჯული მარლთმადიდებელი დანარჩენებისაგან მხოლოდ კისერზე შებმული ჯვრით განსხვავდება. მთავარია საცურაო კოსტიუმი რაც საჭიროა სხეულის იმ ნაწილებს ფარავდეს. არ იგინებოდეს, არ თვრებოდეს და პირში სიგარეტი არ ქონდეს გაჩრილი. ლამაზ სხეულში ვერაფერ მაცდუნებელს ვერ ვხედავ, თუ მას „საცდუნებლად“ არ მთავაზობენ….
ცდუნებისაგან თავს ვერ იკავებ? სახლში დარჩი და აივანზე გაირუჯე.
ადამიანი- სრულყოფილებაა და თუ სრულყოფილი ადამიანი გონებითა და მზერით არ ავხორცობს, მაშინ ის მშვენიერებით ტკბება და ამისთვის ღმერთის მადლიერია.
თეორია „ე მანდ რამე მარცხი არ მომივიდეს“ — საკუთარი სულიერი არასრულყოფილება და შემდგომი მოთხოვნილებების საბაბია; მაგ. მოდით სრული „გულგრილობით“ გამოვასუფთაოთ მუზეუმები, საგანძურები და ადამიანის ინტელექტი ბერძნული ქანდაკებების, გენიოსი მხატვრების ტილოებისა და ასევე ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობისგან.
ასე რომ მე „გარუჯვის მარლთმადიდებლურ განსაკუთრებულობას“ ვერ ვხედავ. ის არც არსებობს! ეს პრობლემა მათთვისაა, ვისაც სხვა საფიქრალი და სადარდებელი არ გააჩნია.
მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს. რომელზეც ჯერჯერობით ვერც თქვენ და ვერც საკუთარ თავს პასუხს ვერ ვაძლევ.
საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა ჩავიცვა, მღვდლის არსს მაინც ვერ ვმალავ. ამიტომ ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ყირიმის პლაჟზე ჩემთან საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ლამაზი არსება მოდის და გულხელდაკრეფილი მთხოვს:„ დამლოცე მამაო!?“.
ავტორი: დეკანოზი ალექდანდრე ავდიუგინი