განსაკუთრებული საყოველთაოში

განსაკუთრებული საყოველთაოში

წინათქმა ამ წიგნის სათაურში პოზიტიური წინადადებით, როგორც დებულებით, უდავო ჭეშმარიტებაა გაცხადებული _ თუ სა- ყოველთაო, ანუ უნივერსალური არ შეიცავს კერძოობითს, განსაკუთრებულს, საკუთრივს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საყოველთაოს არ შეუღწევია ადამიანის ცნობიერებასა და ყოფიერებაში. ის საყოველთაო და უნივერსალური მოძღ- ვრება კი, რომლის გარშემო ჩვენი დიალოგი წარიმართა, შეიქმნა საკუთრივ ადამიანისთვის “უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, ანუ მას მარადიული ღირებულება აქვს. თუ დავსვამთ კითხვას, სად ცოცხლებს, სად იძენს ცხოველმყო- ფელობას ესოდენ ამაღლებული ხარება, ვუპასუხებთ: მის ყოველ კონკრეტულ გამოვლინებაში. როცა საყოველთაო დაეშვება მაღალი სფეროებიდან, ის კერძო სახეს იღებს. სა- მების მეორე წევრი თუ განკაცდა, მისი განკაცების ადგილი, რასა, ეთნოსი, კულტურული გარემოცვა იმთავითვე განი- საზღვრა, როგორც კერძოობითი, განსაკუთრებული. მარა- დიული ძე ღვთისა გახდა ძე კაცისა ყველა ზოგადი და კერ- ძოობითი ადამიანური თვისებებით დაწყებული და ეროვნუ- ლობით დამთავრებული. ძე კაცისამ ხორცი შეისხა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საყოველთაომ განსაკუთრებულში ჰპოვა ბინა.

ძე კაცისა, კონკრეტული ადამიანი იესო ქრის- ტე, ძე მარიამისა, გალილეველი, შობილი ბეთლემში, ეგვიპ- ტეში ლტოლვილი, დაბრუნებული, ნათელღებული იორდა- ნეში, მოქადაგე, ათორმეტის მოძღვარი, ცილდაწამებილი, დევნილი, გაცემული, შეპყრობილი, განსჯილი, ნაგვემი და დასჯილი ჯვარცმით, საფლავს დადებული, აღმდგარი და ამაღლებული მოწაფეთა თვალწინ… ეს მისი კერძო განსა- კუთრებული ცხოვრებაა, მაგრამ უხილავად ის შეიცავს სა- ყოველთაოს, რომელსაც პოტენციურად, შესაძლებლობაში, ზიარებულია ყოველი ადამიანი. და არაფერია ქრისტეს მი- წიერ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც ადამიანს ოდესმე თავს არ გადახდომოდეს. 8 ზურაბ კიკნაძე რა არის ჩვენი დიალოგების საგანი? საყოველთაო და სა- კუთრივი? ცალკეულად აღებული არც ერთი, არც მეორე. ჩვე- ნი დიალოგის საგანია საკუთრივის მიმართება საყოველთა- ოსადმი, რამდენად სრულად და ჭეშმარიტად ჰპოვებს ბინას საყოველთაო განსაკუთრებულში, ბარემ ვთქვათ, რაზომი სი- სავსით და სისრულით წარმოჩინდება “ერთი, წმიდა, კათო- ლიკე და სამოციქულო ეკლესია” კონსტანტინოპოლისა და რომის განყოფილ ეკლესიებში. იმთავითვე დიალოგის ორი- ვე მხარე გულისტკივილს გამოთქვამს იმ გაუცხოებაზე, რო- მელიც განხეთქილებამდე (ე. წ. დიდ სქიზმამდე) გაცილებით ადრე მზადდებოდა აღმოსავლურ-დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში. ეკლესია ღვთივკაცებრივი ინსტიტუციაა, რომ- ლის მოწოდება “ღრმად გათიშულ ერთა შორის” (გალაკტი- ონი) ერთი რწმენის დასადგურება იყო და არის, მაგრამ აჰა, რამდენი ასწლეულია, რომ “ერთი, წმინდა, კათოლიკე” ეკლე- სია ორად არის გაყოფილი და მათ შორის გაუცხოება გრძელ- დება. საბედნიეროდ, რელიგიური ომების ეპოქა კარგა ხანია გადავიდა, მაგრამ ეს ზავი არც ჰარმონიის და არც შერიგების ნიშანი არ არის. ომმა “ქვეცნობიერში” გადაინაცვლა, და ზე- დაპირზე უთანხმოება დატოვა, რაც მრავალი თაობის იმ ადა- მიანთა გულისტკივილია, ვისთვისაც ქრისტიანობა კაცობ- რიობის ერთიანობისა და ხსნის უნივერსალური რელიგიაა. ოქსფორდელი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი კალისტოს სიტყვები _ “ორივე მხარემ გულწრფელად უნდა აღიაროს, რომ მათ შეეძლოთ და უნდა შეეშალათ ხელი სქიზმისათვის. ორივე მხარე დამნაშავეა და პასუხისმგებელია შეცდომების- თვის ადამიანურ დონეზე” _ მიმართულია არა მხოლოდ იმ ეპოქის ადამიანებისადმი, არამედ ჩვენდამიც, რომლებიც ამ გათიშულობის, ყოფითი სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრობის რეალობაში ვცხოვრობთ და ვიმკით შედეგებს. ასეა, დღე- საც თითოეული ჩვენგანი ამ ორი გაუცხოებული ფრთიდან პასუხისმგებელნი ვართ, რომ ისევ გრძელდება ეს გაუცხო- ება და უბრობა. არ ვუსმენთ ერთმანეთს, არ ვკითხულობთ ერთმანეთისას… ყველაფერი მიშვებულია წუთისოფლის ნე- ბაზე, დინებაზე და ზოგჯერ ზოგიერთებს გვგონია, რომ ეს ღვთის ნებაა და ადამიანი ვერაფერს გააწყობს. მაგრამ ვი- ცით, ვგრძნობთ, გვწამს, რომ ეს არ შეიძლება ღვთის ნება 9 წინათქმა იყოს. ასეთი აბსურდი არ შეიძლება გვწამდეს. ვლ. სოლო- ვიოვის რწმენით, “რაც უნდა ღრმა იყოს უფსკრული ჩვენსა და დასავლეთის ეკლესიას შორის, ის მაინც არ არის ღვთის მიერ გათხრილი, არამედ ადამიანის ხელით”. ამ დროს ადა- მიანი ეჭიდება ისტორიული პროცესის ისეთ ახსნას, როგო- რიც არის ღვთიური მიშვება და ჩამოგდებული განსაცდელი, და რომ შემობრუნება ადამიანის კეთილ ნებაზეა. მაგრამ დიდხანს გრძელდება ეს განსაცდელი და ადამიანი იმ დასკვ- ნამდეც მიდის, რომ, როგორც დიალოგის ერთი მხარე შენიშ- ნავს, ზოგიერთების რწმენით, ეკლესიის ერთიანობა ამწუთი- სოფლურ განზომილებაში მიუღწეველია და მხოლოდ უფლის მეორედ მოსვლისას მიიჩნევენ შესაძლებლად. არის ასეთი პერსპექტივა? იქნებ მართლაც ეს გათიშულობა ამ წუთისოფ- ლისეულია და ყველაფერი, რაც თიშავს, წუთისოფლის ნიშა- ნია და მხოლოდ ესქატოლოგიურ მომავალში გაუქმდება? ამ პერსპექტივას გულისხმობს მაცხოვრის სიტყვები: “როცა ძე კაცისა მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ქვეყანაზე?” (ლუკ. 18:8) და ჩვენი შრომაც ამაოა? და ჩვენ იქნებ დავკმაყოფილდეთ ჰანს კიუნგის “რელიგიათა დაზავებით”, როცა ყველა თავის რწმენაზე რჩება და მხოლოდ ეთიკური თანხმობა და ურ- თიერთგაგებაა მიღწეული. ესეც არ არის ცუდი საქმე, მაგრამ ქრისტიანი, თავისი რელიგიის სპეციფიკურობის გამო, ვერ შეურიგდება ორი რწმენის ეკლესიის არსებობას. ჩვენ მრწამ- სის სიმბოლოში გვიწერია, რომ “გვრწამს ერთი… ეკლესია”, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მიუხედავად წუთისოფლის სას- ტიკებისა, ერთ რწმენაზე დავიყვანოთ გაცალკევებული ჩვენი რწმენები. სიმბოლოში ისიც გვიწერია, რომ “გვრწამს… კა- თოლიკე ეკლესია”, კათოლიკე ანუ საყოველთაო, საერთო. არ გვიწერია, რომ რწმენის საგანი ის საკუთრივიც არის, რო- მელშიც საყოველთაოა განხორციელებული. სხვაა ღვთივშ- თაგონებული, სულიწმიდის მოტანილი დოგმატები, სხვაა კულტურულ-ისტორიული ფაქტორები, რომლებმაც განსა- კუთრებული სახე მისცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკ- ლესიებს, და სივრცეებზე განფენილ ყოველ ადგილობრივს… განსაკუთრებულის პატივისცემა გვმართებს, როგორც კულ- ტურულად ღირებული რეალობისა, მაგრამ არა მათი დოგმა- ტების ხარისხში აყვანა ან, მათი, როგორც ეკლესიურ ჭეშმა- 10 რიტებათა, რწმენა… შევიწყნაროთ ერთმანეთი, როგორნიც ვართ, როგორნიც ჩამოვყალიბდით ისტორიის მანძილზე, და ვაღიაროთ, რომ განსხვავებანი მეტწილად კულტურისა და ყოფითი ჩვეულებების სფეროს ეკუთვნის, ადამიანურია და არა ღვთიური წარმოშობისა… ამ უწყინარი ფაქტორების გარდა, როგორც პროტოპრესვიტერი ნიკოლაი აფანასიევი შენიშნავს, არსებობს “დრომოჭმული, გაეკლესიურებული ემპირიული ფაქტორები”, რომლებიც ისტორიის მანძილზე იჭრებოდნენ ეკლესიის ცხოვრებაში და დღემდე დამკვიდრე- ბულნი არიან და გადაფარული აქვთ ჭეშმარიტი საეკლესიო ცხოვრება. რუსი თეოლოგი იმასაც ამბობს, რომ “ისტორიის სცენიდან დიდიხნის გადასული ბიზანტიური ცხოვრება თავი- სი ემპირიული ფაქტორებით განაგრძობს არსებობას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში, როგორც რაღაც გარდაუვალი და უცვლელი”. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი თავის ეკ- ლესიაზე ლაპარაკობს, მაგრამ მისი სიტყვები ნაკლებად არ მიესადაგება რომის ეკლესიას. ვატიკანის II კრება, სწორედ ამ სულისკვეთებით, დრომოჭმულის დასაძლევად შედგა. მისმა დევიზებმა “ეკლესიის განახლებამ” და “ახალმა მარ- ტვილიამ” თვალსაჩინო შედეგად გამოიღო, კერძოდ, ლათი- ნურის ნაცვლად ღვთისმსახურების დაშვება ნაციონალურ ენებზე, რაც ბიზანტიურ სამყაროში დიდიხნის მიღწეული იყო. რაც შეეხება “დრომოჭმულ ემპირიულ ფაქტორებს”, მათ მრავლად აღმოვაჩენთ “დიდ რჯულისკანონში”, რომ- ლითაც მართლმადიდებლობა დღემდე თითქოს ხელმძღვა- ნელობს და არც ხელმძღვანელობს, რაც დიდ უხერხულობას იწვევს, რამდენადაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგი- ლობრივ კრებებზე შექმნილ დოკუმენტების ამ კრებულში არ არის გარჩევა წარუვალსა და წარმავალს, აბსოლუტურსა და ჟამიერს (დროჟამით განსაზღვრულს) შორის… მართლმადიდებლობა დღეს უდიდესი გამოწვევების წინა- შე დგას, 2016 წელს მას მოელის ვატიკანის II კრების ანა- ლოგიური კრება, სადაც ერთიანი პოზიცია უნდა იქნას მიღწე- ული, რაც მას რომის ეკლესიასთან დიალოგს გაუადვილებს. ამ მსოფლიო დიალოგის პერსპექტივა კი განუსაზღვრელ მომავალში ილანდება… ჩვენი თვალსაწიერი ისტორიის იმ საზღვარს ვერ სწვდება. მაგრამ ჩვენ ამ აქტუალურ რეალო- ზურაბ კიკნაძე 11 ბაში ვართ, რომელთანაც შერიგება არ გვსურს. ზემოთ პასუ- ხისმგებლობა ვახსენე, ახლა მაღალფარდოვნად მეჩვენება, მაგრამ პასუხისმგებლობის რაღაც წილს, ჩვენი შეძლების- დაგვარად, ვერ ავიცილებთ. არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი დიალოგი ამომწურავი ან რაიმეს გადამწყვეტი იქნება. პრობ- ლემა არ მდგომარეობს კერძო საკითხებზე უთანხმოებაში, არამედ ის გლობალურია, საღვთისმეტყველო საკითხებთან ერთად ის კულტურულ-ისტორიულ მომენტებს მოიცავს. თა- ობებს, თუ კეთილი ნება იქნებოდა, უნდა ემსჯელათ ყველა ამ პრობლემაზე, რომ იმ ზღვართან მომზადებულნი მივსუ- ლიყავით. ეს იდეალური ხდომილება იქნებოდა… მანამდე კი, იმ “ესქატოლოგიურ” ჟამამდე, ჩვენი ვალი და სურვილია ქვემოდან შევეწიოთ ამ საქმეს, შევქმნათ პრივატული, თავი- სუფალი დიალოგების პრეცედენტი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ, მედიალოგეებმა, შეთანხ- მებას ვერ მივაღწიეთ, განშორებისას ჩვენს დევიზად მაინც რჩება სიტყვები: “ერთიანობის იმედით და მოლოდინით…” ზურაბ კიკნაძე 2013 წლის 21 ნოემბერი

 

წასაკითხათ ან ჩამოსატვირთად მიაწკაპეთ ღილაკს!

 

http://www.faith.ge/wp-content/uploads/2016/01/PDF-Icon.jpg