რა პასუხისმგებლობა აკისრია მრევლს მოძღვრის წინაშე და მოძღვარს უფლის წინაშე?
რა შეიძლება იყოს ურჩობის საზღაური?
გააჩნია რა სახის ურჩობაზე ვსაუბრობთ. არ სცნობს რა მშობელთა აკრძალვებს, გარკვეულწილად,ყოველი ადამიანი ბავშობიდან ეურჩება მათ, შესაბამისად ყოველი ადამიანისათვის ადრეული ასაკიდანვე შეიძლება იყოს ცნობილი ურჩობის საზღაური. იგივე შეიძლება ითქვას მოძღვართან მიმართებაში .არსებობს კატეგორიული მითითებანი, რომლითაც მოძღვარი პირდაპირ გვიკრძალავს ცოდვილ საქციელს, „ეს უნდა შეწყვიტო“ „ამის უფლება არ გაქვს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახარებას“. მათი შეუსრულებლობა არ შეიძლება და მსგავსი ურჩობის საზღაური, დიახაც, შემაშფოთებელია, რადგან ამ დროს ადამიანი რაღაც უფრო მეტს იკლებს,ვიდრე მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. თუმცა არსებობს ნაკლებად კრიტიკული სიტუაციებიც, როცა ჩვეულებისამებრ, საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიქცევით,რადგან მცირედით ყველას გვაქვს მიდრეკილება,ჩვენს სასარგებლოდ გავიგოთ მოძღვრის ნათქვამი. უსიამოვნებებს ვერც ამ შემთხვევაში ავიცილებთ, რამეთუ ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებას თავისი საზომი და საზღვარი გააჩნია. გამოცდილ მოძღვრებთან ურთიერთობისას, ძალზედ იშვიათად მინახავს მათი მხრიდან კატეგორიულობა ისეთ საკითხებში, როცა საქმე ცოდვას არ ეხება:ერთგვარი თავისუფლება ადამიანს მაინც რჩება, ანუ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.მახსენდება მამა იოანე (კრესტიანკინი), რომელიც სულიერი რჩევების მიცემისას,მაშინაც კი, როცა ნათელი იყო, რომ ადამიანს უფლის ნებას აუწყებდა, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებდა მას. ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოძღვრისა და მისი მრევლის ურთიერთობაში. მაგრამ არსებობს კატეგორიული საკითხებიც.იმავე მამა იოანეს (კრესტიანკინი) წერილებში გვხვდება კატეგორიულობაც „უფლება არ გაქვს,ქმარი მიატოვო“, „უფლება არ გაქვს აბორტი გაიკეთო“ და ა.შ.,“თუ ამას ჩაიდენ უბედურებას მოიმკი, უფალი დაგსჯის და ა.შ. ამგვარი მითითებების შეუსრულებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.