გზა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციიდან მართლმადიდებლობამდე
დღეს, როცა ასე მომრავლდნენ ჩვენი ქალაქის ყველა ცენტრალურ მოედანზე, ხალხმრავალ ადგილებში (აღარაფერს ვამბობთ მათ კარდაკარ სიარულზე) „ჭეშმარიტი ღმერთის“ მქადაგებლები, რომლებიც ცდილობენ სულ უფრო ბევრი ადამიანი გადაიბირონ და სამწუხაროდ, ზოგჯერ ახერხებენ კიდეც ამას, ალბათ ბევრს სმენია თუ როგორ გახდა რიგითი მართმადიდებელი ქრისტიანი „იაჰოვას მოწმე“, მაგრამ ცოტა თუ იცნობს ისეთ ადამიანს ვინც „იაჰოვას მოწმე“ იყო და მართმადიდებელი გახდა.
უწმინდესი და უნეტარესი ილიაII ბრძანებს: „ ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით“. ტარიელ დავითაშვილი ის მართმადიდებელი ქრისტიანია ვინც საკუთარი განვლილი ცხოვრებით ამტკიცებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას და ვისაც ყველაზე მეტად ესმის თუ რა დიდი სიხარულია „იპოვო უფალი“. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.