ინტერვიუ სტატიები

ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ

ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ

 -ამჟამად ეკლესია სერიოზული ძალისხმევით ცდილობს დაეხმაროს სრულიად ალბანურ საზოგადოებას. მგონი, თქვენ ერთხელ მოიხმეთ ციტატა წმიდა იოანე ოქროპირის ერთ-ერთი ქადაგებიდან, სადაც ის ამბობს — „ეკლესიაში ყველა რომ ქრისტიანი იყოს, სამყაროში წარმართები აღარ იარსებებდნენ“. ეს ირიბი კი არა, პირდაპირი შენიშვნაა.

სასულიერო პირების ფუფუნების შესახებ

სასულიერო პირების ფუფუნების შესახებ

კითხვა: რატომ დუმს ეკლესია იმ მღვდლებზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ «ბლატნოი» ნომრიანი ძვირფასი მანქანებით გადაადგილდნენ ?

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის
დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებაა

ანზადა გვასწავლის: «ეჭვი უკუნი ღამეაო». იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: «რას ნიშნავს ნიჰილიზმი? — იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: «რატომ?» ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს… აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: «აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს».

ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე

ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე

კერძოდ, რისი დაცვა მოგვთხოვა ქრისტემ? მაგალითად, მარხვის (მხედველობაში მაქვს დისციპლინარული მარხვები)? არა. მსახურებაზე სიარული დაგვავალა? არც ეს. ან იქნებ ამა თუ იმ რელიგიურ-ეთნიკურ სუბკულტურაში ჩაწერა და მასთან მორგება? არა, არც ეს. ნუთუ სანთლების დანთება და მოსახსენიებლების დაწერა დაგვავალა? ამის შესახებ სახარებაში სიტყვაც არაა ნათქვამი.~

იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი) მის მიერ ცოტა ხნის წინ ნათარგმნ იოჰან არნდტის წიგნზე — `ჭეშმარიტი ქრისტიანობის, თანამედროვე ქრისტიანების შინაგანი სულიერი ცხოვრებისა და სამწყემსო პედაგოგიკაზე.

სასწაული — ცრუ და ნამდვილი

სასწაული — ცრუ და ნამდვილი

 

უხსოვარი დროიდან ისწრაფვოდა ადამიანი სასწაულისკენ, რადგან თავისი სურვილების ზებუნებრივი გზით შესრულება და პრობლემების მოგვარება ეწადა. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ იგი სამეცნიერო ფანტასტიკამ გაიტაცა. ახლა კი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით გაჯერებული, მისტიკას შემოუბრუნდა. არის თუ არა ეს ისეთი უწყინარი და უხიფათო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს? რას ნიშნავს სასწაული ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გავარჩიოთ ცრუ სასწაული ჭეშმარიტებისგან? ამის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს ცნობილი რუსი მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანდრეი კურაევი.