ავტორი წერს:
„ზუსტად ასევე გამართლდა იესოს ის სიტყვები, რომელიც მან თავისი მიწიერი სიცოცხლის პერიოდში თქვა: «დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ… ის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:19-21). განა ვინმე იტყვის, რომ იესომ ვერ შეძლო თავისი სხეულის «აღდგენა», როდესაც სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ მარიამს გამოეცხადა მატერიალიზებული (ანუ იმ მომენტში ფიზიკური იერი მიიღო) სხეულით? (იოანე 20:1,14-18). ეს სასწაული, რომლის გამეორებაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს, ნამდვილად იქცა იმის «ნიშნად», რომელმაც მისი მკვდრეთით აღდგომა და მესიის სტატუსი დაადასტურა მისადმი რწმენის მქონე ადამიანებისათვის (იოანე 2:18). თანაც, შეგვიძლია იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების ზუსტ შესრულებას გავუსვათ ხაზი, რომელმაც თქვა, რომ თავად ის აღადგენდა თავის სხეულს. როდესაც გვახსოვს, რომ, ბიბლიის თანახმად, უშუალოდ ღმერთმა დაუბრუნა მკვდარ იესოს სიცოცხლე და ამის შემდეგ კი მას მისცა «მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე», გასაკვირი აღარაა, რომ უკვე სულიერ სხეულში აღმდგარმა იესომ მისთვის მიცემული ძალაუფლება იმისათვის გამოიყენა, რომ თავის მოწაფეებს მატერიალიზებული სხეულით გამოსცხადებოდა (საქმეები 2:24,32; 3:26; 5:30; 13:32; 17:31; ეფესოელები 1:20). ზუსტად ამით, პირადად მან, იესომ, ღვთისაგან მიცემული ამ ძალაუფლების გამოყენებით, სამი დღის განმავლობაში სიკვდილის შემდეგ, «აღადგინა» თავისი სხეული“.