განსაკუთრებული საყოველთაოში
წინათქმა ამ წიგნის სათაურში პოზიტიური წინადადებით, როგორც დებულებით, უდავო ჭეშმარიტებაა გაცხადებული _ თუ სა- ყოველთაო, ანუ უნივერსალური არ შეიცავს კერძოობითს, განსაკუთრებულს, საკუთრივს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საყოველთაოს არ შეუღწევია ადამიანის ცნობიერებასა და ყოფიერებაში. ის საყოველთაო და უნივერსალური მოძღ- ვრება კი, რომლის გარშემო ჩვენი დიალოგი წარიმართა, შეიქმნა საკუთრივ ადამიანისთვის “უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, ანუ მას მარადიული ღირებულება აქვს. თუ დავსვამთ კითხვას, სად ცოცხლებს, სად იძენს ცხოველმყო- ფელობას ესოდენ ამაღლებული ხარება, ვუპასუხებთ: მის ყოველ კონკრეტულ გამოვლინებაში. როცა საყოველთაო დაეშვება მაღალი სფეროებიდან, ის კერძო სახეს იღებს. სა- მების მეორე წევრი თუ განკაცდა, მისი განკაცების ადგილი, რასა, ეთნოსი, კულტურული გარემოცვა იმთავითვე განი- საზღვრა, როგორც კერძოობითი, განსაკუთრებული. მარა- დიული ძე ღვთისა გახდა ძე კაცისა ყველა ზოგადი და კერ- ძოობითი ადამიანური თვისებებით დაწყებული და ეროვნუ- ლობით დამთავრებული. ძე კაცისამ ხორცი შეისხა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საყოველთაომ განსაკუთრებულში ჰპოვა ბინა.