ღვთისმეტყველება სტატიები

ეპისტოლე დიოგნეტესადმი

ეპისტოლე დიოგნეტესადმი

წინათქმა

თხზულება, რომელის თარგმნასაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, ქრისტიანული ლიტერატურის ერთ-ერთი უადრესი ძეგლია. იგი მიმართულია ვინმე დიოგნეტესადმი, რომელსაც სურს ჭეშმარიტება გაიგოს ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ. ავტორი „ეპისტოლისა“ უცნობია, თუმცა თვით ძეგლიდან ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს მოციქულთა უშუალო მოწაფის შრომასთან. თხზულების ბოლო ნაწილში ავტორი ასე მიმართავს დიოგნეტეს: „არა ვქადაგებ რაიმე უცხოს, არც უგუნურად ვეძიებ რასმე, არამედ რადგანაც მოწაფე ვიქმენ მოციქულთა, ვარ მოძღვარი ხალხთა, რაც გადმომეცა, გადავცემ იმათ, რომლებიც ღირსულად დაემოწაფნენ ჭეშმარიტებას“ (ბერძნული ტექსტი იხ. პატროლოგია გრეკა (პგ). 2, გვ 1181 ა). მკვლევარები ნ. ბონვეჩი და რ. კონოლი მიიჩნევენ, რომ ეპისტოლეს ავტორი არის წმ. იპოლიტე რომაელი, რაც თხზულებას III ს-ში შექმნილ ძეგლად წარმოაჩენს. პ. ანდრისენის აზრით, ავტორი უნდა იყოს ქრისტიანული აპოლოგეტიკის პირველი წარმომადგენელი კოდრატე (II ს-ის I ნახევარი), რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის IV ს-ის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ევსები კესარიელი. პ. ანდრისენი ფიქრობს, რომ ხსენებული ეპისტოლე გულისხმობს სწორედ კოდრატეს მიერ დაწერილ „აპოლოგიას“, რომელიც დაკარგულად ითვლება. ყურადღებას იქცევს ის, რომ კოდრატე ტრადიციულად მოციქულთა მოწაფედ არის მიჩნეული. მოგვაქვს ევსების სიტყვები:

სიყვარულის ტანჯვა თუ…

სიყვარულის ტანჯვა თუ…

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე გულისტკივილით წერს თანამედროვე სამონასტრო ცხოვრებაზე წიგნში ,,სიყვარულის ტანჯვა” (Издательство Саратовской епархии. Саратов, 2005). ავტორი მართებულად საუბრობს დღევანდელი ბერ-მონაზვნების დაკნინებულ მდგომარეობაზე. ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ის წერს, უარესადაც კი, რის შესახებაც საუბარი აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია…. მაგრამ, როდესაც არქიმანდრიტი ლაზარე პრობლემებს მთელი სიმწვავით აშიშვლებს, მათი მიზეზის ამოხსნის მცდელობაში გულგატეხილობის ზღვრამდე მიდის: ,,ყველაფერი ცუდადაა… ,,მის მიერ დასმულ პრობლემურ შეკითხვებზე პასუხები წიგნში არ არის. თუმცა მივეკუთვნები არქიმანდრიტ ლაზარეს თაობას სამონასტრო ცხოვრების დაახლოებით იმავე ,,სტაჟით”, მეც ვერ გავცემ პასუხს კითხვაზე — ,,რა ვქნათ?”… მაგრამ შევეცდები იმის გარკვევას, თუ რა არის დღევანდელი ბერ-მონაზვნური ცხოვრების დაკნინების მიზეზი. ცხადია, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ,,კერძო (მონაზვნის) პირის განსასაჯი”, ამიტომ წინასწარ ვითხოვ პატიებას, თუკი ვინმეს შეაშფოთებს ამა თუ იმ შეფასების სიმწვავე ან უჩვეულობა. ასეთ სიმწვავეს გაამართლებს ის, რომ დაეყრდნობა უშუალო გამოცდილებას და არა კაბინეტურ განსჯებს…

რწმენა ევქარისტიის რეალობისა

რწმენა ევქარისტიის რეალობისა

მოციქულების დროიდან მოყოლებული ეკლესიას სწამდა და ასწავლიდა, რომ ქრისტიანები ევქარისტიაში ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს კი არ ეზიარებიან, არამედ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?“ წერდა პავლე მოციქული კორინთელებს (1 კორ. 10, 16). ამიტომ მოციქული გვაფრთხილებდა: „ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.“ (1 კორ. 11, 27–30). მოციქულ პავლეს ევქარისტული პურისა და სასუმელისთვის ქრისტეს ხორცისა და სისხლის მნიშვნელობა რომ არ მიენიჭებინა და თავად ზიარება არ ეგულისხმა როგორც, არც მეტი და არც ნაკლები, საიდუმლო სერობის კეთილკრძალული მიბაძვა, მაშინ მისი სიტყვები „ამის გამო მრავალი თქვენგანი უძლური და სნეულია და მრავალნი კვდებიანო“, უადგილო იქნებოდა.

გამოსყიდვა

გამოსყიდვა

ახალ აღთქმაში ქრისტე წოდებულია ‘გამოსყიდვად~ ადამიანთა ცოდვებისათვის (მათე 20, 28; 1 კორ. 1,30). ‘გამოსყიდვა~ (ბერძ. lytrosis) ნიშნავს გამოსასყიდს ანუ ფულის თანხას, რომლითაც მონას თავისუფლება ეძლევა, ხოლო სიკვდილმისჯილს სიცოცხლე ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ ცოდვის მონობაში აღმოჩნდა (იოანე 8, 24 და სხვა ადგილები) და საჭიროა გამოსასყიდი, რათა იგი ამ მონობისგან გათავისუფლდეს.

საბედისწერო შედეგები

საბედისწერო შედეგები

ღმერთის შესახებ დამახინჯებული სწავლება ყველაზე მკაფიოდ კითხვის ქვეშ ცხონებას აყენებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ნათლისღებისა და ევქარისტიის გაგება-გააზრების მაგალითზე ჩანს. ქრისტე მაცხოვარმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ნათლისღება არის ცხონების პირობა: ამენ, ამენ გეტყუი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა (ინ. 3.5; შდრ. მკ. 16.16).