ღვთისმეტყველება სტატიები

ლოცვა გარდაცვლილთათვის

ლოცვა გარდაცვლილთათვის

წესის აგების მსახურებაში არის სიტყვები, რომლებიც წარმოითქმის თოთქოსდა გარდაცვლილის პირით: „ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქუენსა უხმოდ, და უსულოდ მდებარესა. ჰსტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყუასნო და მეცნიერნო, რამეთუ გუშინ თქუენ თანა მზრახუელვიყავ, და მეყვსეულად მოიწია ჩემ ზედა ჟამი სიკუდილისა. აწ უკუე მოვედით ყოველნი მოყუასნი ჩემნი და ამბორსმიყავთ მე უკანასკნელთა ამბორის ყოფითა, რამეთუ ამიერითგან თქუენ თანა არღარა ვიდოდე, არცა ვჰზრახვიდე. მსაჯულისა მივალ, სად იგი არა არს თუალღება. რამეთუ მონა და უფალი ერთბამად წარჰსდგებიან, მეფე და მხედარი, მდიდარი და გლახაკნი, კაცად-კაცადნი, გინა თუ იდიდოს, გინა თუ სირცხვილეულ იქმნას. არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრები, დაუცხრომელად ევედრენით ჩემთვის ქრისტესა ღმერთსა, რაითა არა განგდებულ ვიქმნე ცოდუათაებრ ჩემთა, ადგილსა სატანჯუელისასა. არამედ რაითა დაწესებულ ვიქმნე, სადა იგი არს ნათელი ცხოვრებისაი“.

ლოცვა და ღვთისმეტყველება

ლოცვა და ღვთისმეტყველება

წმინდა მამები ლოცვას უწოდებენ „ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებს“. „თუ შენ ღვთისმეტყველი ხარ, მაშინ ჭეშმარიტად ილოცებ, და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“ (ამბა ევაგრე) ეკლესიის მამებისათვის ღვთისმეტყველება არასოდეს ყოფილა „უხილავი ღმერთის“ შესახებ განყენებული თეორია:

სინანული

სინანული

შეინანეთ რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი (მათე 3, 2), — იოანე ნათლისმცემელის ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება იესო ქრისტემ (მათე4 17).

მორწმუნეთა შორის აგრესიაზე

მორწმუნეთა შორის აგრესიაზე

არ მიმაჩნია, რომ აგრესიის დონემ იკლო, ის ტალღოვანია, მას საბაბი ჭირდება, მისთვის ეძებენ და ყოველთვის პოულობენ მიზეზებს.

რატომ ვცემთ თაყვანს წმინდანთა წმინდა ნაწილებს?

რატომ ვცემთ თაყვანს წმინდანთა წმინდა ნაწილებს?

გვწამს, რომ ადამიანის სხეული, ეკლესიის სწავლებით ხდება ჭურჭელი ღმრთის უქმნელი საღვთო ენერგიისა, ქრისტეშემოსილი და სულიწმიდით აღვსილი: „არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? . . . ანდა, არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღმრთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?. . . აბა, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომელიც ღმრთისაა.“ (1კორ.6,15-20;), „თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად, თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოსვლისას. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც.“ (1თეს.5,23-24).