იესოს ლოცვა
ძვირფასო დედა ვალენტინა, ამ ბოლო დროს მე გადარჩენის გზა გამეხსნა, ეს მეზვერის მდგომარეობაა, არა მარტო ლოცვის დროს, არამედ ნებისმიერ სიტუაცაში. ერთის მხრივ, ამაში ახალი არაფერია, ვინ არ იცის ფარისევლის და მეზვერის იგავი?
ძვირფასო დედა ვალენტინა, ამ ბოლო დროს მე გადარჩენის გზა გამეხსნა, ეს მეზვერის მდგომარეობაა, არა მარტო ლოცვის დროს, არამედ ნებისმიერ სიტუაცაში. ერთის მხრივ, ამაში ახალი არაფერია, ვინ არ იცის ფარისევლის და მეზვერის იგავი?
„ქრისტესი სათანადოდ მხოლოდ იმას სწამს, ვინც ერთი წამითაც კი არ ეჭვდება წმინდა სახარებაში: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით… ყველაფერს, რასაც ლოცვაშიი ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ“ (მათე. 21, 21-22).
წმ. მართალი იოანე კრონშტატდელი
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შნემანი
1976 წლის 12 ოქტომბერი, სამშაბათი
«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა, უფრო სწორად, მასზე უარის თქმაა. სხვათა შორის, სიხარული იმიტომაა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რომ ის ღვთის მყოფობის შეგრძნების უეჭველი ნაყოფია. შეუძლებელია იცოდე, რომ ღმერთი არსებობს და არ გიხაროდეს. მხოლოდ მასთან მიმართებაშია სწორი, ჭეშმარიტი, ნაყოფიერი ღვთის შიშიც, სინანულიც და სიმდაბლეც. ამის გარეშე ყოველგვარი სიხარული იოლად გადაიქცევა «დემონურად» და დამახინჯებულად ყველაზე რელიგიური გამოცდილების სიღრმეში. შიშის რელიგია; ცრუ სიმდაბლის რელგია; დანაშაულის რელიგია: ეს ყოველივე საცდურები და «ხიბლია». მაგრამ რაოდენ ძლიერია ის არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიის შიგნითაც… და რატომღაც «რელიგიური» ადამიანების სიხარული მუდამ საეჭვოა. პირველი, მთავარი წყარო ყოველივესი: «იხაროს სულმან ჩემმან უფალში…»
თავს წმიდანებად ნუ წარმოვაჩენთ, როცა ასეთნი სულაც არ ვართ. წმიდა ადამიანი მაღალფარდოვანი კი არა, ძალზე უბრალო სიტყვებით საუბრობს. ის ერთ-ერთი მრავალთაგანია ამიტომაც გრძნობს თავს ყველასთან ერთად. გაიხსენეთ: იესო ქრისტე ხომ ცოდვილებთან ერთად ჭამდა და სვამდა. ამიტომაც მოდიოდნენ ისინი მასთან და გულს უხსნიდნენ. ჩვენ კი გახსნის გვეშინია.
«ვინ არს მოყუას ჩემდა?»
სჯულის მეცნიერი მივიდა იესოსთან და ჰკითხა: «რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?» უფალმა უპასუხა, ოღონდ კანონზე მიუთითა – პირველწყაროზე, რომელიც სჯულის მეცნიერს სხვა ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა. პირველად ხომ სწორედ სჯულით, ანუ კანონით ითქვა: «შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი» (ლუკა 10, 25-27).