ჩვენს შესახებ სტატიები

იუდა დიდი ოთხშაბათი

დღეს დიდი ოთხშაბათია — იუდას მიერ ქრისტეს ღალატის დღე. იუდაზე ბევრია ნათქვამი წმინდა კვირის საეკლესიო საგალობლებში.

შეიძლება ითქვას, რომ ის ამ საგალობლების თითქმის მთავარი გმირია. ხვალ, დიდ ხუთშაბათს, ლიტურგიაზე, საუბარი მხოლოდ მის შესახებ იქნება — თუმცა, ეკლესიის უდიდესი საიდუმლო ზიარების დამკვიდრების გახსენებისას, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ევქარისტიის შესახებ საუბარი. არა იუდა, იუდა და მხოლოდ იუდა. ის ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენც ცუდები ვართ, მაგრამ მაინც კარგები ვართ. დიდი პარასკევის ანტიფონები ასევე ძირითადად იუდას ეძღვნება. და ვინც ოდნავ მაინც ყურადღებით უსმენს ამ დღეების საგალობლებს და ტროპარიებს, ნამდვილად გაუკვირდება, რატომ საუბრობენ წმინდა კვირის ტექსტების მამები-მხოლოდ და მხოლოდ იუდას ვერცხლის სიყვარულზე, როგორც მის მიერ ქრისტეს ღალატის ერთადერთ მოტივზე? საიდან მოდის იუდას ასეთი «გამარტივება»? იუდა ხომ არ არის «ბრტყელი» პერსონაჟი.

არაბიბლიური სწავლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში მკვდრეთით აღდგომის შესახებ

არაბიბლიური სწავლება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში მკვდრეთით აღდგომის შესახებ

იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი კონფესიის მოძღვრება, სწავლება ბიბლიას ეფუძნება. თუ ვინმე ყურადღებით წაიკითხავს ამ ორგანიზაციის პუბლიკაციებს, წიგნებს და შეადარებს წმინდა წერილის ტექსტებს, რომელიც თითქოსდა საფუძვლად უდევს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ დადგენილ სწავლებას, დაინახავს აშკარა სხვაობას, უფრო მეტიც საპირისპირო მტკიცებულებას ბიბლიასა და იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას შორის. მოცემულ მცირე სტატიაში წარმოგიდგენთ, რამოდენიმე ასეთ ფაქტს.

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!

გთხოვთ დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია, ეს იქნება ლოცვა თუ მიზერული მატერიალური დახმარება (ყოველი თეთრი გადამწყვეტია). პატივისცემით ადმინისტრაცია

ჩვენს შესახებ

წმ. ნინოს  სახელობის  ქრისტიანული  მართლმადიდებლური  აპოლოგეტურმისიონერული ცენტრი  (St. Nino`s Orthodox Christian Apologetic-Missionary Centre)

 

ცენტრის მიზნები და სქმიანობის ფორმები

წმ. ნინოს  სახელობის ქრისტიანული მართლმადიდებლური აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტი წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოების აპოლოგეტიკისა და მისიონერობის განმახორციელებელ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს:

 

  1. ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების დაცვა და გავრცელებას;
  2. ინტერრელიგიური და ინტერკონფესიური დიალოგებისა და დისკუსიების ხელშეწყობას;
  3. აკადემიური და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ქრისტიანული     მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სწავლების მიმართულებით;
  4. რელიგიური კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობას;

 

  1. რელიგიური ჯგუფების მიერ დაზარალებური ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარებისა და სარეაბილიტაციო საქმიანობის ორგანიზებას;

 

  1. რელიგიური ჯგუფების მოწყვლადი წევრების, განსაკუთრებით ბავშვებისა და არასრულწლოვანების დაცვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან;

 

  1. “სექტოლოგიის”, “მისიოლოგიისა” და “აპოლოგეტიკის”, როგორც აკადემიური მეცნიერების დამოუკიდებელი განვითარებას;

 

  1. ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოებაში რელიგიების ისტორიული, დოქტრინალური და კულტურულოგიური საფუძვლების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას;

 

  1. საზოგადოებაში რელიგიურ-კონფესიური შემწყნარებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

 

  1. საზოგადოებაში რელიგიური განათლების მნიშვნელობის გაცნობიერებისა და განათლების სახელმწიფო სისტემაში რელიგიის სასწავლო პროგრამის დამკვიდრების ხელშეწყობას;

 

ყველა საავტორო მატერიალთა გადაწერა, რომელიც ეკუთვნის წმ.ნინოს სახელობის აპოლოგეტურ-მისიონერულ ცენტრს,
მათშორის ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, გავრცელება თვითნებურად: კანონის უხეში დარღვევაა.
ნებისმიერი ინფორმაციის გადაღება ან გამოყენება საკუთარი მიზნების სასარგებლოდ, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება საქარელოს კანონმდებლობით.